თელავში „გორგია“ პირველ მოლს ხსნის!

მალე, თელავის მაცხოვრებლებს DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს. 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თელავში, ალაზნის 77 ნომერში „გორგია“ პირველ მოლს გახსნის, სადაც ბევრი სხვადასხვა ბრენდი მოიყრის თავს.
„თელავი მოლი“ იქნება კახეთის რეგიონში პირველი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. ამას გარდა, „თელავი მოლში“ შოპინგი ძალიან მოსახერხებელი იქნება მომხმარებლებისთვის, რადგან ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები, როგორიცაა: გორგია“, „კარფური“, „მინისო“, „ისი პარი“, „კორსო იტალია“, „უნო შუზი“, „ფარმ სახლი“, „ალტა“ და „სუპერი“.
გახსნის ცერემონიალზე მისული სტუმრები შეძლებენ
ისარგებლონ 70%-მდე ფასდაკლებით. მათ ასევე ელოდებათ ვაუჩერები და საჩუქრები.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ საქართველოს მასშტაბით 10 ფილიალითაა წარმოდგენილი. „გორგია“ მომხმარებლებს მუდამ ანებივრებს ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი პროდუქციით.
„მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების მიუხედავად ვაგრძელებთ გაფართოებას, ინვესტირებასა და ადამიანების დასაქმებას. „გორგიას“ ახალ კონცეფციაზე გადასვლა უკავშირდება მოლის ტიპის სავაჭრო ცენტრების გახსნას და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიისა და რთული ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, იქმნება მრავალი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ - აცხადებენ „გორგიაში“.
გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან კახეთის რწმუნებული - ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.
„გორგია,“ რომელიც 1998 წელს დაარსდა, ყოველთვის პასუხობს მომხმარებელთა საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, თელავში პირველი მოლის გახსნა მხოლოდ დასაწყისია იმ პროექტებისა, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გაგრძელდება.
R

კომენტარის დამატება