ალექსანდრე დიუმას ცნობილი "სასახლე თიხაზე", რომელიც საკუთარი პროექტით ააგო - არაბული სალონი და ევროპული დარბაზები დღესაც აოცებს მნახველს

როდესაც ალექსანდრე დიუმამ 1847 წელს პარიზის სიახლოვეს, პორტ-მარლიში სასახლის აშენება გადაწყვიტა, ყველა გაოცდა, გიჟად ჩათვალეს, გასაგებიც არის, ვის გაუგონია თიხაზე სახლის აშენება - იქ სწორედ თიხიანი მიწა იყო და არქიტექტორები უწუნებდნენ იდეას, მით უმეტეს, ამხელა სასახლის. მხოლოდ ასეთ გიგანტს, გაუმაძღარს მოთხოვნილებებში, შეეძლო მსგავს ავანტიურაზე წასვლა. "სამი მუშკეტერი"-დან და "გრაფ მონტე კრისტო"-დან შემოსული ჰონორარებით ჰექტრობით მიწას ყიდულობდა და საბოლოოდ საკუთარი პროექტით აასენა საკუთარი სახლი, მონტე კრისტო, უზარმაზარი შენობა პარიზთან ახლოს, რომელიც მთელ პარიზს გა
დაჰყურებდა.

ჭამა თავადაც ძალიან უყვარდა, სტუმრებს ხშირად ეპატიჟებოდა და ძირითადი მზარეულიც თავად გახლდათ ხოლმე. მისი კულინარიული რეცეპტების წიგნი (300-მდე რეცეპტი) ნამდვილ ბესტსლერად ერად იქცა ჯერ კიდევ მის სიცოხლეში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცნობილი არქიტექტორები აფრთხლებდნენ, რომ თიხაზე სახლის აშენება შეუძლებელი იყო. თუმცა დიუმა არ დანებდა და კიდევ უფრო მეტი შემართებით ბრძანა უზარმაზარი ორმოს ამოთხრა და იქ მარნისა და სამზარეულოს გაკეთება. მას სურდა დაემტკიცებინა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო.

საბოლოოდ მონტე კრისტოს სასახლეს დიუმამ 200 000 ოქროს ფუნტი დაახარჯა. იმ დროისთვის ეს ასტრონომიული თანხა იყო.

მისი რომანები ძალიან კითხვადი იყო, საოცარ ჰონორარებს ღებულობდა და მშენებლობის დროს არ წვრილმანდებობდა. მართალია, კონტრაქტები ცოტას ბოჭავდა, მაგრამ ამ გენიოსისთვის 500 გვერდის დაწერა არაფერი იყო, ერთი ამოსუნთქვით წერდა და ამიტომაც ყველაფერს ასწრებდა, რომანების წერასაც და მუშების თავზე დადგომასაც. მისი ნებართვის გარეშე მუშებს ერთი ლურსმნის ჩაჭედების უფლებაც კი არ ჰქონდათ. თანაც, დიუმა ძალიან ჩქარობდა.

საბოლოოდ, 1845 წელს, 24 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეზე დააგზავნა მოსაწვევები წვეულებაზე დასასწრებად, რომელსაც ახალ სასახლეში მართავდა. მეგობრები შოკში იყვნენ -პარიზიდან ცასულებს დახვდათ მუხლებამდე ტალახში ამოსვრილი დიუმა, რომელიც მთელი შემართებით ათავლიერებინებდა სტუმრებს მშენებლობას და უხსნიდა, სად რა და როგორი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დაუსრულებელი იყო, წვეულება მაინც შედგა, კალათებით დაატარებდნენ დელიკატესებს, ტკბილეულს, ერთი სიტყვით, საბოლოოდ სტუმრები მაინც აღფრთოვანებულები დარჩნენ.

შეიძლება ითქვას, რომ დიუმას სასახლე აბსოლუტურად გამოხატავს მისი პიროვნების მრავალმხრივ განვითარებას და ინტერესებს, სიყვარულს ისტორიისა და კულტურის მიმართ, მის სასახლეში მოწყობილია როგორც არაბული სალონი, ისე ევროპული დარბაზები. ძირითადად მავრიტანული სტილია, თუმცა სხვადასხვა ოთახში მან სხვადასხვა სტილის სივრცეები მოაწყო.

სასახლის მთავარი ღირსება, არაბული სალონი, მაროკოელი ოსტატების მიერ არის შექმნილი, რომლებიც დიუმამ აფრიკაში მოგზაურობიდან ჩამოიყვანა.

მესამე სართულზე მოწყობილი იყო ბიბლიოთეკა ლუდოვიკო მე-14-ის სტილში, ოთახები მეგობრებისთვის. სულ ზემოთ კი, სხვენში, მსახურების ოთახი. ცალკე განხილვის თემაა იყო ორსართულიანი სარდაფი "სიამოვნებისთვის", თავისი სამზარეულოთი და თურქული აბანო ჰამამით.
ალექსანდრე დიუმას სასახლე, რომელსაც თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა ნამდვილ ხელოვნების და არქიტექტურის ნიმუშად იქცა. მიუხედავად იმია, რომ მწერალს ძალიან უყვარდა განმარტოვება სასახლეში, ამას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებდა - მნახველები დილიდან მოდიოდნენ და საღამომდე არ მიდიოდნენ, ამ საოცარ სილამაზეში თავს ყველა ძალიან კომფორტულად გრძნობდა. ამიტომ ცალკე აიშენა კაბინეტი-კოშკურა, სადაც განმარტოვდებოდა, მუშაობდა და იქიდან თვალის შევლებაც შეეძლო, რა ხდებოდა დანარჩენ სასახლეში. კარი მხოლოდ გვიან საღამოს იღებოდა. ამიტომ სტუმრებს მთელი დღე ერთი ჭიქა ყავით და ბოკალი ღვინით უხდებოდათ მოცდა. თუმცა მოცდა ღირდა - აქ გამუდმებით დიდი სუფრები იშლებოდა და ჭამა-სმის მოყვარული დიუმა არავის ტოვებდა უკმაყოფილოს. თანაც, საჭმელებს ძირითადად თავად ამზადებდა და როგორც წესი, ყოველთვის გემრიელსა და ორიგინალურს.

მწერლის ეს სანქციები გამართლებული გამოდგა - ამ სასახლეში დაწერა მან 88 ესე, უამრავი ისტორიული ქრონიკა, რომანი და სხვა.

ალექსანდრე დიუმა მართლაც გოგანტი ოყო, ის ისტორიას შემორჩა როგორც მწერალი, როგორც კულინარი და როგორც არქიტექტორი.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, უამრავი ვალით დამძიმებულს თავისი ცხოვრების უსაყვარლესი ნაგებობის გაყიდვა მოუწია. ამ დროიდან და ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი არაერთხელ გაიყიდა და გარდაიქმნა ახალი მყიდველების მიერ, თუმცა რამდენიმე წლის წინ მისი რესტავრაცია მოხდა, რისთვისაც ყველაზე დიდი თანხები მაროკოს მეფემ გაიღო.

შენობის სიახლოვესაა ფსევდოგოთური სტილის ნაგებობა, რომელიც ასევე საკუთარი რომანით შთაგონებულმა დიუმამ ააგებინა. მას "იფის ციხე" ჰქვია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები