3-შვილიანი ოჯახი ბორბლებიან სახლში გადავიდა საცხოვრებლად - არანაირი სკოლა და ვალდებულებები

ლოქდაუნმა, რომელმაც 5 ადამიანი ერთ ოთახში გამოკეტა, აიძულა ისინი, გადაეხედათ ფასეულობებისთვის. მათ გაყიდეს სახლი, გამოიყვანეს ბავშვები სკოლიდან და წავიდნენ სამოგზაუროდ.

თავისუფლება

კერი და ბენუ ლიპიერები 39 წლისანი არიან. მათ სამი გოგონა ჰყავთ. კიდევ აქვთ შესანიშნავი კერძო სახლი დიდ ბრიტანეთში. უფრო სწორად, სახლი ჰქონდათ. იმიტომ, რომ ლოქდაუნის შემდეგ კერიმ და ბენუმ გადაწყვიტეს, ამ სახლზე უარი ეთქვათ. ძალიან უნდოდათ, რო მათ ცხოვრებაში ყოფილიყო ნაკლები წესები და შეზღუდვები, მეტი თავისუფლება. გაყიდეს სახლი, იყიდეს საცხოვრებელი ფურგონი, 7 მ სიგრძის და 2 მ სიგანით, და
გოგონებთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.

- ჩვენ თავისუფლებისა და თავგადასავლებისკენ მივილტვოდით, - ამბობს კერი. განახორციელეს კიდევ ჩანაფიქრი, აი, უკვე ათი თვეა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან. დიდხანს არსად ჩერდებიან, რომ რომელიმე ადგილს განსაკუთრებულად არ მიეჩვიონ. საკმაოდ ბევრი საგრაფო მოიარეს და გაჩერებას არც აპირებენ. ალბათ გაინტერესებთ, გოგონები სივიწროვის გამო ხომ არ განიცდიან. დედა ამბობს, რომ, არა, პირიქით, რაც მოძრავ სახლში გადავიდნენ, დები მეტად დაახლოვდნენ და აღარც ჩხუბობენ ხოლმე.

ანსქულინგი


მშობლები არ დადიან ოფისში, ბავშვები კი - სკოლაში. ბენუს და კერის საკუთარი ბიზნესი აქვთ - ბენუ ქოუჩია, ურთიერთობებს ასწავლის, კერი კი მისი "რუხი კარდინალია", ყოველთვის ყველაფერში ქმრის გვერდით დგას და ეხმარება. კერი გოგონების სწავლა-განთლებითაც არის დაკავებული. მათ ერთად აირჩიეს ანსქულინგი - განათლების სახლში მიღების მეთოდი.
დედა დარწმუნებულია, რომ ამ მეთოდზე გადასვლის შემდეგ გოგონების ცხოვრება ნაკლებად სტრესულია.

სახლი ბორბლებზე

მოგზაურობამ ოჯახი ძალიან შეკრა. საღამოობით მთელი ოჯახი ერთად იკრიბება კოცონის გარშემო. ერთად მიირთმევენ ჩაის, ყავას ან კაკაოს. რა თქმა უნდა, სივიწროვეს უარყოფითი მხარეც აქვს, მაგალითად, ბენი და კერი განმარტოვებას ვერ ახერხებენ და ამას განიცდიან კიდეც.
ფურგონის ერთ ბოლოში ბავშვების ოთახია. იქ არის ერთი ჩვეულებრივი და ერთიც ორიარუსიანი საწოლი, რომელიც დღე დივნად კეთდება. მის გვერდით არის პაწაწინა აბაზანა და საპირფარეშო. გვერდით - სამზარეულო და მშობლების საძინებელი, ორადგილიანი საწოლი, რომელი დღე მისაღებად კეთდება.
- ეს ადვილი ცხოვრება არ არის და ყველა ასე ვერ იცხოვრებს, - ამბობს კერი, - მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონს, განსაკუთრებით ბავშვებს.

კომენტარის დამატება