ამერიკელმა წყვილმა ჩვეულებრივი სახლი ფერად სამოთხედ აქცია

დეივი და რეკი ორ შვილთან ერთად ახალ სახლში 2014 წელს გადავიდნენ. ამ სახლში რემონტი ბოლოს 30 წლის წინ გაკეთდა. ინტერიერი საკმაოდ ლაკონური და სადა იყო, რაც ტორტონების ოჯახს საერთოდ არ მოსწონდა, რადგან მათ ფერადი ინტერიერი იზიდავდა.


თუმცა წყვილმა მაინც გადაწყვიტა ახალი საცხოვრებლის შეძენა და საამისოდ საკმაოდ სოლიდური თანხა, 300 ათასი სტერლინგი გაიღო. მათ მთლიანად შეცვალეს ინტერიერი, გააფერადეს და გაახალისეს. სახლის მოსაწყობად და გასალამაზებლად უამრავი აქსესუარი გამოიყენეს. რეკის თქმით, მისი სახლი ახლა ცისარტყელას ჰგავს, რაც ყოველ დილით ბედნიერებას ანიჭებს.

კონსერვატიული სასადილო
ოთახი ზონებად დაიყო. სახლში გაჩნდა უჩვეულო, თუმცა ძალიან საინტერესო სათამაშო ადგილი.


სახლის მთავარ ნაწილს ფერადი ავჯი ამშვენებს, სამზარეულოს კი ბარი. სახლის განახლებას 7 წელი დასჭირდა.
ავტოფარეხში წყვილმა კაბინეტი მოაწყო, ბაღი კი რელაქსისა და დასვენების ზონად აქცია. დიასახლისი მის მიერ არჩეულ სტილს ფერად ეკლექტიკას უწოდებს. ყველა ოთახი ფერადია, თუმცა ყველგან ერთი ფერი, ვარდისფერი დომინირებს.
7 წლის განმავლობაში ოჯახმა რემონტს 50 000 ფუნტი სტერლინგი დაახარჯა. ეს ყველაფერი არ არის, წყვილი სარდაფისა და სხვენის გადაკეთებასაც აპირებს.


2014 წელს წყვილმა ამ სახლში 412 500 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რემონტის შემდეგ კი სახლის რეალური ფასი 700 000 ფუნტი სტერლინგია.

კომენტარის დამატება