მასთან ინტერვიუ წლების წინ ჩავწერე. დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი სარდალი ალექსანდრე ჯავახიშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ის იყო ერთადერთი ქართველი საზღვაო ოფიცერი, რომელმაც წყალქვეშა ხომალდით დედამიწას შემოუარა. მთავარი გმისიგან პირადად ვისმენდი ამბებს, რომლის მსგავსი მხოლოდ ფილმებში მინახავს ან წიგნში წამიკითავს.
1970 წელს მიენიჭა პირველი რანგის კაპიტნის წოდება. მეთაურობდა საბჭოთა ფლოტის წყალქვეშა ატომურ კრეისერს. დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველმა სარდალმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით, ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას შემოუარა.
გრიფით „საიდუმლო“ ოპერაცია 1972 წლის 17 იანვარს
დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდა. გასაგები მიზეზების გამო იმ პერიოდში მასზე საუბარი აკრძალული იყო. ამ ოპერაციიდან ათობით წელი გავიდა. ბატონი ალექსანდრე 1990-იანი წლების დასასრულს საქართველოში დაბრუნდა და ხელისუფლების თხოვნით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა დაიწყო. თუმცა მის მიერ დაწყებული საქმე არ გაგრძელდა. სამხედრო-საზღვაო ძალები ყოველთვის „გერის“ მდგომარეობაში იყო შეიარაღებულ ძალებში, ხოლო 2009 წელს ის საერთოდ ჩამოაშორეს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს.
როგორც ბატონი ალექსანდე იხსენებდა, ლაშქრობა 1972 წლის 17 იანვარს დაიწყო, რაც ოფიციალურად დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის შექმნის 50 წელთან, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო საიდუმლო დავალება და არსებობდა დახურული საკითხები.
„სინამდვილეში რა მისიას ვასრულებდით, ამაზე არავინ არ საუბრობდა. მაშინ ძალიან დიდი დაინტერესება და ყურადღება იყო ოკეანეში ამ წყალქვეშა ლაშქრობის მიმართ“, - ამბობდა ჯავახიშვილი.
მეთაური 36 წლის ასაკში გახდა. მთელ ჩრდილოეთის ფლოტში ყველაზე ახალგაზრდა მეთაური იყო. 14 წელი იმსახურე ჩრდილოეთის ფლოტში, სწორედ იქ გახდა პირველი თაობის ატომური წყალქვეშა ნავის მეთაური.
„ხომალდს სამი ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა. მერე გადამიყვანა უმაღლესმა მთავარსარდალმა მეთაურად ხომალდზე 16 ბალისტიკური რაკეტით. ვინც მსგავს პროექტებს ხელმძღვანელობდა, იმ მეთაურებს შორის მე ერთადერთი ქართველი მეთაური ვიყავი და ყველაფერს საქართველოს სახელით ვაკეთებდი. 1969 წელს იმ პერიოდის საიდუმლო სასწავლო ცენტრში დაიწყო ერთი წლის მანძილზე ჩემი ეკიპაჟის მომზადება ამ პროექტის სასწავლებლად. ეს იყო ახალი და ამავე დროს ძალიან რთული პროექტი. იყო უამრავი ავტომატიზებული სისტემა. პარალელურად ქარხანაში მიდიოდა ამ ხომალდის მშენებლობა. ანუ მზადდებოდა ეკიპაჟი, მთავრდებოდა ხომალდის მშენებლობა. როცა ამ სასწავლო ცენტრში ვიყავით, პერიოდულად მივდიოდით მოსკოვში. ერთ დღესაც გამომიძახა უფროსმა და მითხრა, ხვალ 14:00 საათზე უნდა იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალთან, ადმირალ გორშკოვთანო. გამიკვირდა, მე რა შუაში ვიყავი, რა საქმე უნდა ჰქონოდა ჩემთან. ბრძანებაა მოსულიო, მითხრა უფროსმა და იქ უნდა იყო ამ დროსო. კარგად გაარკვიეთ-მეთქი, ვუთხარი. შტაბის უფროსს დავურეკეთ, არაფერი არ ვიციო, გვითხრა. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, გამოვცხადდი უმაღლეს საზღვაო მთავარსარდალთან. როცა კაბინეტში შევედი, კუთხეში დავინახე დიდი გლობუსი. მოვახსენე, რომ, აი, გამოვცხადდი. მან მიმიყვანა გლობუსთან, გლობუსზე ხელით გააკეთა წრე და მითხრა, თქვენ ამას გააკეთებთო. ჩვენთვის უკვე გასაგები იყო, რას ნიშნავდა ეს და რა უნდა გაგვეკეთებინა“, - იხსენებდა კაპიტანი.
გააფრთხილეს, რომ ამაზე ლაპარაკი კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა. მიხვდა, რომ წინ რთული ამოცანის შესრულება ელოდა. როცა დამთავრდა ხომალდის მშენებლობა, იმდროინდელი სამხედრო საზღვაო დროშა სწორედ მან აღმართა. როგორც საუბრისას აღნიშნა, ფლოტში არის ტრადიცია – როცა ქარხნიდან ხომალდი გამოდის, პირველად დროშას სწევს მეთაური.
ხომალდი იყო დატვირთული ბირთვული იარაღით. მას 16 ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა. ეს კი სახუმარო ნამდვილად არ იყო.
ბატონმა ალექსანდრემ ამის შემდეგ მიიღო გეგმა მოსკოვიდან. ჩრდილოეთის ფლოტიდან გამოვიდოდა და ატლანტის ოკეანე მთლიანად ჩრდილოეთიდან სამხრეთით უნდა გაევლო. სამხრეთ ამერიკის დრეიკის სრუტის გავლით გასულიყო წყნარ ოკეანეში და იქიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ბერინგის ზღვამდე და ყინულებამდე ევლო.
ხომალდის მაკეტი
„ამ დროს ცივი ომია. იყო დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის. ვიყავით ომის მზადყოფნაში. დიდი ყურადღება ექცეოდა თავდაცვას, ახალი სისტემების შექმნას ავიაციაში, არტილერიაში და ა.შ. ასეთი პროექტების შექმნას. წყალქვეშა ხომალდი 16 ბალისტიკური რაკეტით პირველად ამერიკამ გააკეთა სამორიგეოდ ბარენცის ზღვაში. ამ ხომალდების პროექტს ერქვა „ჯორჯ ვაშინგტონი“, ამერიკის პირველი პრეზიდენტის სახელი. ძალიან სწრაფად საბჭოთა კავშირმაც შექმნა ეს პროექტი“, - იხსენებდა კაპიტანი.
„წარმოგიდგენიათ 16 ბალისტიკური რაკეტა ბირთვული ქობინებით? ჩერნობილი მონაგონი იქნებოდა, განადგურდებოდა მილიონობით ადამიანი. საბედნიეროდ, ყველაფერი ნორმალურად დამთავრდა, არ მივედით ომამდე. იყო რისკიანი სიტუაციები. ამ 75 დღის განმავლობაში, რაც ჩვენ წყალქვეშ გავატარეთ, ხომალდს ამერიკის შესაბამისი საშუალებები აკონტროლებდნენ“, - დასძინა ჩემმა რესპონდენტმა.
ეკიპაჟი 150 კაცისგან შედგებოდა. მათ ყველაფერი გააკეთეს ისე, როგორც საჭირო იყო და ეს ლაშქრობა მშვიდობიანად დასრულდა. ისინი ჩრდილოეთიდან დაბრუნდნენ კამჩატკაზე, სადაც საზეიმო დახვედრა მოუწყეს.
„ვინაიდან აკრძალული მქონდა ამ თემაზე ლაპარაკი, თბილისში არავინ იცოდა, რომ ატომური წყალქვეშა ხომალდის მეთაური ვიყავი. უცხო ხალხთან საერთოდ გვეკრძალებოდა ურთიერთობა. ჩემმა მშობლებმაც არ იცოდნენ, რომ წყალქვეშ დავცურავდი. იცოდნენ, რომ სამხედრო მეზღვაური ვიყავი და ვცურავდი ზღვაში. დედაჩემმა გაზეთიდან გაიგო, რომ ატომური წყალქვეშა ხომალდის მეთაური ვიყავი. გადაირივნენ, დედა მთხოვდა წამოვსულიყავი ამ სამსახურიდან, მაგრამ მე დავრჩი“, - იხსენებდა სიცოცხლის ბოლო პერიოდში ერთადერთი ქართველი საზღვაო ოფიცერი, რომელმაც წყალქვეშა ხომალდით დედამიწას შემოუარა... იმასაც ამბობდა, ვინც მსგავს პროექტებს ხელმძღვანელობდა, იმ მეთაურებს შორის ერთადერთი ქართველი მეთაური ვიყავი და ყველაფერს საქართველოს სახელით ვაკეთებდიო. დღეს მის სახლში ინახება მოდელი იმ წყალქვეშა ნავის, რომლითაც საიდუმლო დავალება შეასრულა წყალქვეშ.
2019 წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ილია ვეკუას ქუჩასთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
მერი ბლიაძე