2021 წლის სექტემბერში გამოვიდა ახალი სერიალი, "კალმარის თამაშები" რომელმაც მაყურებლის საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა. ფილმის მთაავრ გმირს დიდი ჯილდოს მისაღებად მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს საბავშვო თამაშების ფორმატში. სერიალის წარმატება და პოპულარობა დიდწილად დეკორაციებსა და ინტერიერის გაფორმებაზეცაა დამოკიდებული, რომელიც უდაოდ განსხვავებულია.
1. ფულით სავსე ჭაღი ოთახის ცენტრში
ფილმის მთავარი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ სოლიდური ფულადი ჯილდოს გამო მოთამაშეები ნებაყოფლობით რჩებიან სასიკვდილო თამაშში.
სოლიდურ ჯილდოზე საუბრისას თანხის დასახელება არც ისე საინტერესო იქნებოდა, ამიტომ ფილმის შემქნმელებმა ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს - ასკეტურ ოთახში კიდია ფულით სავსე
ჭაღი.
ეს გახლავთ ჭაღი-ყულაბა, რომელსაც თითოეული მოთამაშის სიკვდილის შემდეგ ფული ემატება. ეს აქცენტი შეუმჩნეველი არავის რჩება.
2. კიბე მაურიცა ეშერის მოტივებზე
საერთო ოთახიდან მოთამაშეები ფერად ოთახში ხვდებიან, რომლიდანაც ახალ-ახალ ოთახებში გადაინაცვლებენ. დეკორაცია იმაზე დიდია, ვიდრე ეკრანზე ჩანს, მასზე 100 ადამიანი ეტევა. დეკორაციის შექმნის დროს შემქმნელების ინსპირაცია მხატვარი მაურიცა ეშერი იყო.
3. საწოლებს მიღმა დამალული პასუხები
ფილმის დასწყისში ისე ჩანს, თითქოს საერთო ოთახი ძალიან მოსაწყენია, თუმცა ასე არ არის, აქ განთავსებულია საწოლები და ამა თუ იმ მოთამაშის გარდაცვალების შემდეგ საწოლს იღებენ. ადგილი ნელ-ნელა თავისუფლდება და მოჩანს კედლები. ბოლო ეპიზოდებში შენიშნავთ, რომ კედლებზე ის თამაშია გამოსახული, რომელსაც მოთამაშეები თამაშობენ.
4. სათამაშო მოედნის ატმოსფერო
ეს ფილმი სხვა ფილმებისგან მკვეთრად განსხვავდება პირველ რიგში დეკორაციებით. კონტრასტები და ეფექტები, აი, მთავარი მოტივები ფილმისა.
5. მსგავსად ცირკისა
ფილმის ბოლოს ვხედავთ, რომ თამაშს ჰყავს უხილავი მაყურებელი. ამ დროს შემოდის ახალი დეკორაცია, შუშის ხიდი, განათებული ნეონის ნათურებით.
6. მაყურებლის ოთახი
ბოლო დეკორაცია კი ხსნის იმ ფაქტს, რისთვის ეწყობა ეს დაუნდობელი თამაში - მაყურებლისთვის, რომელიც შოუს სანახავად მოვიდა. მათთვის შერჩეული უძვირფასესი ინტერიერი, ძვირად ღირებული ავეჯითა და ნივთებით, ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ ხაზი გაუსვან სტუმრების სტატუსს - შეძლებულნი და გავლენიანნი. წინ არის წამოწეული კლასთა შორის სხვაობა.