დღეს ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვისაც თავბრუდამხვევი მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა არ იზიდავს. სწორედ ბუნების და მოგზაურობის სიყვარულმა გადააწყვეტინა ზაზა მუსერიძეს, გიდი გამხდარიყო. დაიბადა და გაიზარდა რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ თბილისში ცხოვრობს. ამბობს, რომ გიდს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია თავისი ქვეყნის და ჩამოსული სტუმრის წინაშე. გარდა ამისა, თავადვე იღებს მშვენიერ ფოტოებს, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს სოციალურ ქსელში.
- ბავშვობიდან მიტაცებდა ბუნება. შემთხვევით რაჭაში, მთაში გადავეყარე უკრაინელ ტურისტებს და გავუწიე მეგზურობა, რის შემდეგაც ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით და თქვენ წარმოიდგინეთ დღემდე ვმეგობრობთ. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მივყოლოდე ამ საქმეს.
- რამდენად რთული,
შრომატევადი და საპასუხისმგებლოა გიდის პროფესია?
- სხვისი თვალით შეიძლება ძალიან ადვილი ჩანს გიდის პროფესია, სინამდვილეში კი ძალიან რთული და შრომატევადია. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, თუ ინდივიდუალური ტურია.
- ხშირად ალბათ ქვეყნის იმიჯიც არის ხოლმე ნაწილობრივ გიდზე დამოკიდებული?
- რა თქმა უნდა, გიდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მით უმეტეს ქვეყნის იმიჯი, ამიტომ გიდობას ყველა სიფრთხილით და დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
- ალბათ საქართველოს ყველა კუთხეში ხართ ნამყოფი...
- საქართველოს ყველა კუთხე მაქვს მოვლილი. თითოეული მათგანი გამორჩეული და განსაკუთრებულია. რთულია ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. არც ერთი მხარე არ ჰგავს ერთმანეთს. ყველა მათგანი უნიკალურია თავისი ბუნებით, ტრადიციებით და ხალხით.
- საქართველოში ტურისტულ სფეროში რომ ყველაფერი რიგზე არ არის ეს ცხადია. თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე და რის შეცვლას ისურვებდით?
- კი, ნამდვილად არის პრობლემები. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დანაგვინებული გარემო. მე ვთხოვ თითოეულ ჩემს თანამემამულეს, გაუფრთხილდნენ ჩვენს ულამაზეს, ღმერთისაგან ბოძებულ ბუნებას.
- ზამთრის პერიოდში საქართველოში რომელი ადგილების ნახვას ურჩევთ მოგზაურებს? რომელი ადგილებია ახლა ყველაზე ლამაზი და ადვილად მისასვლელი?
- რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ზამთარში ყველაფერი იკეტება. იკეტება აბანოს, დათვიჯვრის, გოდერძის და ლატპარის უღელტეხილები. სხვა ყველა კუთხის მონახულებაა შესაძლებელი. ულამაზესია ზამთარში ბახმარო, რაჭა, სვანეთი, მთიანი აჭარა.
- შესაძლოა რთულია, მაგრამ იქნებ გამოარჩიოთ ხუთი ადგილი, რაც ყველა ქართველმა უნდა ნახოს?
- ყველა ქართველს ვურჩევ, გადაიარონ ლატპარის უღელტეხილი, ნახონ მზის ჩასვლა გომის მთიდან, მოილოცონ მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ნახონ ხიხანის ციხე მთიან აჭარაში და შაორის ციხე სამცხე-ჯავახეთში.
მერი ბლიაძე