ინტერესიანი და მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანი ყოველთვის მოძებნის გატაცებას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დაკავშირებული მის პროფესიასთან.
სწორედ ასეთი გატაცებისა და უდიდესი კრეატივის მაგალითი გვინდა შემოგთავაზოთ, ამ მონდომებულმა ელექტრიკოსმა შამპანურის ბოთლებისაგან მართლაც წარმოუდგენელი რამ შექმნა, კერძოდ, მან სახლი ააშენა. გაგიკვირდათ ალბათ. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, საცხოვრებელი სახლი შამპანურის ბოთლებისგან, ამაზე წარმოუდგენელი რაღა უნდა იყოს. ამ დაუჯერებელი ჩანაფიქრის რეალიზაციას კი, რომელსაც ყველა სკეპტიკურად უყურებდა, 25 წელი დასჭირდა, თუმცა ამ ყველზე უცნაური სახლის მფლობელი სულაც არ ნანობს, ამ ავანტურის
მსხვერპლი რომ გახდა.
ყველაფერი კი 1980 წელს დაიწყო, როდესაც კრეატიული ელექტრიკოსის ხელში აღმოჩნდა სტატია და ფოტოები საზაფხულო შუშის სახლისა. ფოტოთი შთაგონებულმა მამაკაცმა საკუთარი სახლის აშენება გადაწყვიტა. მან დაიწყო და შეაგროვა ათასობით შამპანურის ბოთლი, პარალელურად კი მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციას იძიებდა სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რო შამპანურის ბოთლები უკრაინაში 80-იან წლებში სულ რაღაც კაპიკები ღირდა სახლის მშენებლობა მაინც საკმაოო დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სახლის მშენებლობა 25 წელი გაგრძელდა.
სახლის საძირკველი ქვის არის, კედლები კი ბოთლების. ბოთლები რეცხვაში მამაკაცს მეუღლე ეხმარებოდა, კედლების აშენება კი საკუთარ ავზე კაცმა აიღო.
პროფესიონალები ადასტურებენ, რომ ბოთლების დალაგება სულაც არ არის მარტივი პროცესი და საჭიროა სპეციალური განათლება საიმისოდ, რომ სახლი მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა გამოვიდეს.
ყველა ბოთლი უნდა იყოს ერთი ფერის და ერთი ზომის.
ის კარგად უნდა გაირეცხოს, რათა მოშორდეს არა მხოლოდ მტვერი და ჭუჭყი, არამედ ეტიკეტები.
ბოთლი აუცილებლად კარგად უნდა გაშრეს, რათა არ იყოს ნესტიანი. მშრალ და მზიან ამინდში ტარა კარგად უნდა შეიფუთოს.
შენების პროცესში ბოთლები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს, მათ შორის უნდა იყოს შერეული მასის სქელი ფენა.
ერთ დღეში 4 რიგზე მეტის დალაგება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტრუქცია უბრალოდ დაიშლება.
სახლის ასაშენებლად გამოყენებულ იქნა მხოლოდ შამპანურის ბოთლები, რომელიც საკმაოდ სქელია და არაფრით ჩამოუვარდება აგურს. მინის კედლებს დაახლოებით 6 ათასი ბოთლი დასჭირდა.
საბოლოოდ სახლი საუცხოო გამოვიდა და მზის შუქზე ზღაპრულად ელვარებს.
სხვათა შორის, ამ კოშკში მოხვედრა მხოლოდ ხვეული კიბით არის შესაძლებელი, რომელიც, ისევ სახლის მეპატრონის ხელით არის გაკეთებული.
სახლი ოთხსართულიანია. პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო, მისაღები ბუხრით და დიდი შესასვლელი, მეორე და მესამე სართული კი საძინებლებს ეთმობა, რომლებიც ღია აივანზე გადის. სახლი 26 მეტრი სიმაღლის არის და ნამდვილად კოშკს წააგავს.

კომენტარები