ბევრისთვის ოთხფეხა მეგობარი ოჯახის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სახლი მათთვისაც ისეთივე კომფორტული იყოს, როგორც ოჯახის ნებისმიერი სხვა წევრისთვის. ასე რომ, თუ შინაური ცხოველის ყოლას აპირებთ, შემდეგი რჩევები სასარგებლო იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის:
გადმოყრა არ დაგჭირდეთ და მარტივად იპოვით საჭირო სათამაშოს. ამასთან, სახლში მიმოფანტული სათამაშოებს, შორიდან სროლისას უკეთ ჩააგდებთ და სახლის მოწესრიგებასთან ერთად, თქვენც კარგად გაერთობით.
ასევე, მნიშვნელოვანია ფეხსაცმელებისთვის გამოიყენოთ დახურული სათავსო, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები. თუ სახლში მცენარეებიც გაქვთ, ეცადეთ ისინი მაღალ თაროებზე განალაგოთ, განსაკუთრებით ის მცენარეები, რომლებიც შესაძლოა ტოქსიკური იყოს შინაური ცხოველის ორგანიზმისთვის.
მნიშვნელოვანია მათი შეძენისას არ გამოგრჩეთ და ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტებს, რადგან შინაური ცხოველები იატაკს, ასევე იატაკზე არსებულ ბევრ ნივთს, ენით ეხებიან და ამას ვერ გააკონტრელბთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ქიმიურ ნივთიერებებს და ეცადეთ, ისინი სპეციალურ ზოომაღაზიებში შეიძინოთ.
გასაკვირი არაა, რომ ხშირად ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, მაგალითად წვიმიან ამინდში სეირნობის შემდეგ, კედლებს შეეხოს ან სხვა გზებით დაალაქაოს ის, ამიტომ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, რეცხვადი შპალერის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია.
მიუხედავად იმისა, რომ მათი მოფერება სასიამოვნოა თქვენთან ახლოს, ბეწვის ან ნაკაწრის დანახვა, ამ ადგილას, ნაკლებად მიმზიდველია. ეცადეთ იქონიოთ გადასაფარებელები, ან შეიძინოთ ისეთი ავეჯი, რომლის ქსოვილი უფრო მეტად მდგრადია და ნაკლებად იკაწრება. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად ხელოვნური ტყავი.
თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იატაკი რაც შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე უნდა იყოს თვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ, მაგალითად მეთლახზე, კარგი იქნება გამოიყენოთ, უბრალო რბილი საფენები.
რჩევა 1 - იქონიეთ მოხერხებული სათავსოები
მიმოფანტული, დაღეჭილი ბურთები და სათამაშოები, დიდად არ მოუხდება თქვენი ბინის იერსახეს. ამიტომ, გამოიყენეთ დიდი ზომის კალათა, სადაც ერთად მოუყრით ხოლმე თავს თქვენი ოთხფეხა მეგობრის სათამაშოებს. ეცადეთ, რომ განიერი კალათა იქონიოთ, რადგან ყოველ ჯერზე, კონკრეტული სათამაშოს ძებნის დროს, მისი გადმოტრიალება,ასევე, მნიშვნელოვანია ფეხსაცმელებისთვის გამოიყენოთ დახურული სათავსო, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები. თუ სახლში მცენარეებიც გაქვთ, ეცადეთ ისინი მაღალ თაროებზე განალაგოთ, განსაკუთრებით ის მცენარეები, რომლებიც შესაძლოა ტოქსიკური იყოს შინაური ცხოველის ორგანიზმისთვის.
რჩევა 2 - გაეცანით საწმენდი საშუალებების ეტიკეტებს
სახლში შინაური ცხოველის ყოლის დროს, იატაკის რეგულარული წმენდა მოგიწევთ. რისთვისაც, მაღალი ალბათობით, სხვადასხვა სახის საწმენდი საშუალებები დაგჭირდებათ.მნიშვნელოვანია მათი შეძენისას არ გამოგრჩეთ და ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტებს, რადგან შინაური ცხოველები იატაკს, ასევე იატაკზე არსებულ ბევრ ნივთს, ენით ეხებიან და ამას ვერ გააკონტრელბთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ქიმიურ ნივთიერებებს და ეცადეთ, ისინი სპეციალურ ზოომაღაზიებში შეიძინოთ.
რჩევა 3 - შეიძინეთ შპალერი, რომელიც წყლით იწმინდება
თუ რემონტს გეგმავთ და თან, შინაური ცხოველი თქვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილია, სხვა სასარგებლო რჩევებთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ ისეთი შპალერის შეძენა, რომელიც ირეცხება, თქვენს შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია.გასაკვირი არაა, რომ ხშირად ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, მაგალითად წვიმიან ამინდში სეირნობის შემდეგ, კედლებს შეეხოს ან სხვა გზებით დაალაქაოს ის, ამიტომ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, რეცხვადი შპალერის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია.
რჩევა 4 - დაიცავით რბილი ავეჯი
შინაურ ცხოველებს, სახლში, განსაკუთრებით იზიდავთ მყუდრო და რბილი ადგილები. ისინი მოსაკალათებლად იატაკს, დივანს და რბილ სავარძლებს ამჯობინებენ ხოლმე.მიუხედავად იმისა, რომ მათი მოფერება სასიამოვნოა თქვენთან ახლოს, ბეწვის ან ნაკაწრის დანახვა, ამ ადგილას, ნაკლებად მიმზიდველია. ეცადეთ იქონიოთ გადასაფარებელები, ან შეიძინოთ ისეთი ავეჯი, რომლის ქსოვილი უფრო მეტად მდგრადია და ნაკლებად იკაწრება. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად ხელოვნური ტყავი.
რჩევა 5 - ნუ გამოიყენებთ სახლში მაღალფასიან და ძვირფას ხალიჩებს
შინაური ცხოველების ყოლის დროს, ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა ხალიჩების დაზიანებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს. ამიტომ, ერიდეთ იატაკზე განსაკუთრებულად ძვიარდღირებული ხალიჩის გამოყენებას.თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იატაკი რაც შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე უნდა იყოს თვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ, მაგალითად მეთლახზე, კარგი იქნება გამოიყენოთ, უბრალო რბილი საფენები.