მცენარეების დიდი არჩევანი მისაღებ ფასად და ფლორისტის უფასო მომსახურება - „გორგიას“ ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“




მცენარეები სახლისა თუ ეზოს დიზაინის ის ნაწილია, რომელიც გარემოს ალამაზებს და ამავდროულად, აჯანსაღებს. სიმწვანე ადამიანს ამშვიდებს, განწყობას უმაღლებს და ჰარმონიის შეგრძნებას უჩენს. მეორე მხრივ, მცენარეები დიდი რაოდენობით გამოყოფილი ჟანგბადით ადამიანს ჯანმრთელობისა და ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება.
მცენარეებზე ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პერიოდში გახდა. ამ დროს ადამიანებმა სახლში უფრო მეტი დროის გატარება დაიწყეს და მათ მცენარეების მოვლა სიამოვნებასა და სიმშვიდეს ანიჭებდა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა შიდა და გარე სივრცის მცენარეებზე. მცენარეების ბევრი „დამწყები“ მოყვარულისთვის ფლორისტის კვალიფიციური რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი პოპულარობიდან გამომდინარე „გორგიამ“
გადაწყვიტა მომხმარებლისთვის ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“ შეეთავაზებინა. სიახლის შესახებ გვესაუბრება „გორგიას“ გლდანის ფილიალის მენეჯერი დიმა სერგია, რომელმაც მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებიც გაგვიზიარა.

- რას გულისხმობს „გორგიას“ ახალი კონცეფცია „გორგია ბაღი“?
- „გორგია ბაღი“ უნიკალურია თავისი შეთავაზებებით. ერთ სივრცეში წარმოდგენილია ბაღისთვის საჭირო ყველა სახეობის ინვენტარი, შიდა და გარე სივრცის ცოცხალი მცენარეების 250-ზე მეტი სახეობა და მათი მოვლის საშუალებები. მომხმარებელი, რომელიც გვესტუმრება, ადგილზევე შეძლებს შეიძინოს ნებისმიერი ნივთი, რომელიც აუცილებელია ბაღში სამუშაოდ და ასევე მცენარეების ფართო არჩევანი, თავისი მოვლის საშუალებებით.

- რა განსაკუთრებული შეთავაზებებითა და სერვისით ისარგებლებენ მომხმარებლები?
- მომხმარებლებს მათი მოთხოვნისა და სურვილის შესაბამისად ყოველთვიურ აქციებს შევთავაზებთ. აქციის ფარგლებში პროდუქციის გაყიდვა საუკეთესო ფასში მოხდება. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ყოველთვის დახვდება სეზონური პროდუქცია. ისინი მიიღებენ ფლორისტის უფასო მომსახურებას და 700 ლარის ან მეტის შენაძენის შემთხვევაში ადგილზე მიწოდებას. მცენარეებისა და მათი მოვლის საშუალებების შერჩევა და შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით.

- რას მოიცავს ფლორისტის მომსახურება, რომელსაც მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობთ?
- ზოგადად, მცენარის როგორც შერჩევა, ასევე მოვლა არც თუ ისე მარტივი საქმეა. ამ საკითხში ფლორისტს დიდი როლი აკისრია, სწორედ ამიტომ კვალიფიციური ფლორისტის მომსახურება ჩვენი ახალი კონცეფციის განუყოფელი ნაწილია.
თითოეული მომხმარებელი ისარგებლებს ფლორისტის მომსახურებით, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მცენარეების მოვლის პროცესში ადამიანს მაინც შეიძლება გაუჩნდეს კითხვები. ამიტომ მომხმარებლებს ვაძლევთ ჩვენი ფლორისტის საკონტაქტო ინფორმაციას, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს და სათანადო დახმარება მიიღოს.

- რომელია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მცენარეები გარე და შიდა სივრცეებისთვის?
- სეზონიდან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს შიდა მცენარეებში შობის ვარსკვლავი/პუანსეტია და ორქიდეა, ხოლო გარე მცენარეებში ყველა სახეობის ნაძვის ხე.

- შობის ვარსკვლავი ბევრს ერთწლიანი მცენარე ჰგონია, რეალურად კი ის მრავალწლიანია. როგორ უნდა მოვუაროთ მას, რომ რამდენიმე წელი იცოცხლოს? ასევე, საინტერესოა „გორგიაში“ რა ფასადაა შესაძლებელი შობის ვარსკვლავის შეძენა?
- „გორგიაში“ შობის ვარსკვლავის შეძენა შესაძლებელია 9.99 ლარად. მომხმარებელთა უმრავლესობას ის მართლაც ერთ წლიანი ჰგონია, მაგრამ მცენარეს კარგად მოვლის შემთხვევაში შეუძლია რამდენიმე წელი იცოცხლოს. შობის ვარსკვლავს/პუანსეტიას მოსწონს დასავლეთის ან აღმოსავლეთის ფანჯრის რაფაზე ყოფნა, პირდაპირი მზის სხივი ვნებს. ზაფხულში სჭირდება უხვად მორწყვა, ხოლო ზამთარში უნდა შევუწყვიტოთ და თვეში რამდენჯერმე უნდა დავნამოთ მიწა. ყვავილობის პერიოდში თბილი ნადგამი წყლით უნდა დავნამოთ მცენარე, ხოლო რაც შეეხება სასუქს გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვეში ორჯერ სჭირდება მინერალური სასუქი. მცენარის გადარგვა ხდება აპრილ-მაისში. მიწა უნდა იყოს თიხიანი, ტორფიანი. ქოთანი, სადაც უნდა გადავრგოთ მცენარე, უნდა იყოს წინაზე ოდნავ დიდი.

- დაბოლოს, საინტერესოა სხვა ფილიალებში, მათ შორის, რეგიონებში თუ იგეგმება ახალი კონცეფციის დანერგვა?
- „გორგია ბაღი“ ეტაპობრივად ყველა ფილიალში დაგვემატება. ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა და ჩვენ ბოლომდე მივყვებით მათ სურვილებსა და მოთხოვნებს. ამ ეტაპზე ბაღის მოვლასთან დაკავშირებული საკითხები დიდი აქტუალურობით სარგებლობს. შესაბამისად, „გორგია ბაღი“ მალე ყველა ფილიალში გამოჩნდება.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები