ზღაპრული საახალწლო დეკორი თბილისურ ბინაში, რომელმაც ბევრი მოხიბლა - "მინდოდა რამე გამელამაზებინა სახლში..."

ნინი ლომიძე წლების განმავლობაში ცეკვავდა, თუმცა ბოლო პერიოდში საკუთარ დროსა და ენერგიას მხოლოდ ოჯახს ახმარს. იტაცებს დეკორი და ეს მის მიერ შექმნილ საახალწლო ინტერიერშიც სჩანს. ნინისთვის ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და მის დასახვედრად ყოველთის საგულდაგულოდ ემზადება.

- თქვენი სახლის დიზაინმა ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ თუ დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ?
- ძალიან მიხარია, როცა ასე მოსწონთ ჩემი სახლი და აფასებენ ჩემს ძალისხმევას. ეს ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული.

- მანამდე თუ გქონდათ რემონტის სფეროში გამოცდილება?
- თითქმის არა, თუმცა
დროთა განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე. ძალიან მიტაცებს ეს სფერო და ვფიქრობ მომავალში მეტად დავიხვეწები, მეტ გამოცდილებას შევიძენ.

- სოციალურ ქსელში ბევრი აღაფრთოვანა თქვენმა საახალწლოდ მოწყობილმა გარემომ. როდის დაიწყეთ საახალწლო სამზადისი და რამდენად სასიამოვნო პროცესია ეს თქვენთვის?
- უზომოდ გამიხარდა, ამხელა გამოხმაურება რომ მოჰყვა ჩემს მიერ მოწყობილ და გალამაზებულ სახლს. ყოველთვის ვცდილობ, ნაადრევად დავიწყო ამაზე ფიქრი, ზრუნვა. ძალიან მიყვარს საახალწლო სამზადისი და დიდი სიამოვნებით ვერთვები ამ პროცესში.
ბევრი მეუბნება, რომ ძალიან მოსწონთ და იმასაც მეუბნებიან რომ, გავხსნა დეკორის მაღაზია ან სტუდია. ამას, რა თქმა უნდა, ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. ეს ყველაფერი უცებ მომივიდა აზრად. მინდოდა რამე გამელამაზებინა სახლში და აქედან დაიწყო ყველაფერი. და იქცა იმად, რადაც დღეს ხედავთ.

ვგიჟდები ახალ წელზე. რატომღაც განსაკუთრებით მიყვარს და ყოველ წელს ვცდილობ საუკეთესო იყოს და განსაკუთრებით დაგვამახსოვროს თავი.

- რამდენი დღე დაგჭირდათ, სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა?
- ორი დღე დამჭირდა ყველაფრის ასაწყობად. ბავშვები არ მაძლევენ ამის საშუალებას, თორემ ერთი დღეც მყოფნის, თუ თავდაუზოგავად ვიშრომებ.

- მარტო აწყობთ ყველაფერს თუ გეხმარებათ ვინმე?
- წელს მარტომ ავაწყე. ოთახი დეკორაციებით მარტომ მოვრთე, ნაძვის ხის დადგმაში კი მეუღლეს ვთხოვე დახმარება. რა თქმა უნდა რთულია, თუმცა ამავე დროს ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. დაღლას თითქმის არ ვგრძნობ და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ხოლმე შედეგს.












მერი ბლიაძე

კომენტარები

მარინა 2022-01-02 12:45
როგორ ბრწყინავს ყველაფერი.
კარგია და ულამაზესი.
ძვირიც
ნუ ბინისთვის ალბათ ზედმეტი.
სასახლეს შეეფერება
natia 2022-01-01 21:29
magaze dzviriani satamashoebi mak nadzvze ,superis lentebic igive ak gamokenebuli,interieti lamazia magram magaze dzviriani nadzvi mak,araferi gansakutrebuli,bevri okrosferi satamasho ar nishanvs simdidres mtavari satamshoebit fasi chemo lamazo da iafiani cocxebi cota satamashoebi
ZNL+ 2022-01-01 18:26
ძალიან გადატვირთულია და საშინლად დამღლელი
ტოტო 2022-01-01 16:20
ფერთა კარგი შეხამებაა,თან მდიდრულია.
mariami 2021-12-29 09:54
ულამაზესია! მდიდრული და დახვეწილი გემოვნებით გაკეთებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები