წლის ბოლო, ყველაზე „ბრჭყვიალა“ თვე, დეკემბერი უკვე იწურება, საახალწლო დეკორაციებში მორთული ქალაქი კი ახალ წელს ეგებება. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც გულს არ უხარებს საახალწლოდ მორთული, სადღესასწაულო, ათასფერი ნათურებით გაბრწყინებული გარემო. თუ ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას განიჭებთ და გსურთ, თბილისურ ლაპლანდიაში გამოგზაუროთ, დიზაინერ ლიდა ცომაიას ჯადოსნურ სამყაროში გამომყევით, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა.
- ბოლო 13 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. მყავს ორი შვილი და ერთი ლიდა ბებიას ძე, შვილიშვილი (იღიმის). პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ, თუმცა ამჟამად ვმუშაობ როგორც თარჯიმანი. შინაგანად შემოქმედი ადამიანი ვარ.
სხვისთვის ნაგვად წოდებული ნარჩენები ჩემთვის შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს.
- რამდენად მნიშვნელოვანია შობის დღესასწაული თქვენთვის და როგორ ემზადებით ხოლმე ახალ წელთან შესახვედრად?
- ნამდვილი შობის დღესასწაული ჩემთვის ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება. ალილოზეც ხშირად გავპარულვარ და საკმაოდ კარგი (იმ დროისთვის) თამასუქითაც დავბრუნებულვარ სახლში. ბოლო წლებია 25 დეკემბერის შობას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ოჯახში. მორთულობები, დეკორაციები... უუუფფფ, ეს უნდა ნახოთ. ამას ვერ მოვყვები, ვერ გადმოვცემ. ისეთი რამ მემართება, როცა უნდა გადმოვალაგო საგულდაგულოდ დაკეცილ-ჩაკეცილ-ჩაკუწკუწებული საახალწლო მორთულობები. ოქტომბრის ბოლოს იწყება მზადება. ნოემბერში ჩვენ მორთულ-მოკაზმულები, ანთებულ-გაბრჭყვიალებულები ველოდებით ახალ წელს. თუმცა წელს დავაგვიანე. ნოემბრის ბოლოს ჩამოვფრინდი და დავიწყე მზადება.
- ალბათ შეუძლებელია ადამიანმა თქვენი ხელით შექმნილი საახალწლო გარემო ნახოს და არ აღფრთოვანდეს. როდის და რით დაიწყო ყველაფერი?
- ახალი წელი ხომ სრული ჯადოსნობაა. იმდენად კარგადაა შერწყმული ერთმანეთთან ეს საოცარი ნაძვის ხეები თავისი ფერადი სხვადასხვა ფორმის მოსართავი "ჯინჯილაკებით“, განათებებით, წითლად მოკაზმული თოვლის ბაბუებით, შეუძლებელია ამაზე ადამიანს რეაქცია არ ჰქონდეს. როცა შვეიცარიაში გადავედი საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, ახალი წლისთვის ვიყიდე ნაძვის ხე თავისი მოსართავებით, განათებებით. გავიტანე და აივანზე დავდგი. ვინაიდან აივანი იყო დიდი, ბევრი განათება დასჭირდა. ასე, ყოველ წელს ვყიდულობდი ახალ-ახალ განათებებს. მერე ნაძვის ხე ოთახშიც მომინდა და ასე აღმოჩნდა ორი ნაძვის ხე სახლში. მერე მომინდა კიდევ სხვა კუთხეში დამედგა სხვა სტილის ნაძვის ხე და ასე ჰერი-ჰერი. წელს ექვსი ნაძვის ხე მაქვს.
ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს. დღემდე მჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. დღემდე მჯერა ახდენილი ოცნებების, რომელსაც ჩავიფიქრებთ ახალ წელს. და, როდესაც მომეცა ამისი საშუალება, ჩემი სტილით გამოვხატავ ჩემს შინაგან განწყობას ამ დროს. იცით, როდესაც რაიმე კარგს ვაკეთებ იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ, დამიჯერეთ, ყველაფერი მენანება და ვერ ვიმეტებ სხვისთვის. მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემს სახლში, ჩემს ხალხში მეკეთებინა. ჩემი ქვეყნის სახლი, ეზო, აივანი მომერთო იმ დეკორაციებით, რომელსაც ვაგროვებ წლებია. ამიტომ გადავწყვიტე, ჩამომეზიდა ყველაფერი საქართველოში, რაც წლები დამიგროვდა შვეიცარიაში.
- რამდენი დღე დაგჭირდათ, სანამ საბოლოო ნათურას დაკიდებდით?
- ზუსტად სამ დღეში მოვრთე მთელი სახლი თავისი განათებებით. საბოლოოს ვერ ვიტყვი, ვინაიდან დღითიდღე ვამატებ ახლებს.
- ინტერიერის დიზაინის სფეროში თუ გაქვთ გამოცდილება?
- შინაგანად ვარ დიზაინერი (იღიმის).
- მეზობლები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას? ისინიც ხომ არ იღებენ სადღესასწაულო გარემოს შექმნაში მონაწილეობას?
- სასწაულად კარგი მეზობლები მყავს. პირველ წელს, როცა დავიწყე მორთვა, მერიდებოდა. ვფიქრობდი, ვინმეს ხომ არ აწუხებს მთელი ღამე მოციმციმე ნათურები-თქო. თურმე პირიქით, ძალიან მოსწონთ და ბევრ მადლობას და სიყვარულს ვღებულობ მათგან. წელს ჩემს საახალწლო კოლექციას ორი ნაძვის ხე დაემატა. ამათგან ერთი ცოცხალი ნაძვი, რომელიც უშუალოდ სამეზობლოს მივუძღვენი და რომლის მორთვაში მონაწილეობა კოლექტიურად მივიღეთ ყველამ. ეს გახდება ტრადიცია ყოველ წელს.
- პანდემიის გამო, უკვე ორი წელია უჩვეულო გარემოში ვხვდებით ახალ წელს. ამჯერად როგორ ემზადებით ახალ წელთან შესახვედრად?
- ვგეგმავ ეზოში გავშალო საახალწლო სუფრა სიმეტიჩრე გლინტვეინებით, ლამაზი მუსიკით და მოვაწყო ნამდვილი ჯადოსნური ახალი წელი. ჩემი ქვეყნის ხალხი ამ სილამაზეს, სიხარულს ნამდვილად იმსახურებს.
მერი ბლიაძე

კომენტარები