ცნობილი ფრანგი მხატვარი კლოდ მონე მხოლოდ მისი საოცარი პეიზაჟებით როდია ცნობილი თანამედროვეობისთვის. განსაკუთრებული სანახაობაა მისი ბაღი, რომელსაც რუდუნებით უვლიდა და მისი გარდაცვალების შემდეგ საოცარ პარკად იქცა და ასევე, მისი სახლი ჟივერნიში, საოცარი სასახლე დაუვიწყარი ეზოთი და ინტერიერით.
პატარა ნორმანდიულ სოფელ ჟივერნიში კლოდს პირველ რიგში ბუნების სილამაზე იზიდავდა. აქ მოაწყო ბაღები, დასახლდა და აქვე იღებდა მენატურეებს.
კლოდ მონე სტუმრებთან ერთად ჟივერნიში
ამ სახლის ადგილას ადრე ვაშლის ბაღი იყო. 1890 წელს იყიდა მონემ ეს დიდი ბაღი. ნელ-ნელა აგებდა სახლს და ამატებდა სივრცეებს და საბოლოო ჯამში 40-მეტრიანი
გამოვიდა სიგრძით მისი სასახლე.
1890 წელს იყიდა მონემ ეს დიდი ბაღი
ეს სახლი-სახელოსნო ისე უყვარდა მონეს, დარჩენილი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სწორედ აქ გაატარა და არა პარიზულ სახლში. აქვე გადმოიტანა ნახატები და ქანდაკებები და გადმოიყვანა დიდი ოჯახი. ყველა რომ დატეულიყო, ამიტომ ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა სახლი და საბოლოოდ ასეთი ფორმა მიიღო.
მონეს სახლში ყველა ოთახს თავისი ფერი აქვს - ლიმონის ფერიდან ფირუზისფრამდე. ასე შეიძლება აქ ნახოთ მოყვითალო სასადილო ოთახი, ცისფერი სამზარეულო მისი საყვარელი თუჯის ჭურჭლით და ცისფერი მისაღები იაპონური გრავიურების კოლექციით.
კელდებზე ნახატებია, ოღონდ, არა ორიგინალები. ორიგინალები პარიზშია, ორსესა და მონეს მუზეუმში, სადაც დაცულია. აქ კი ზუსტი ასლები კიდია.
პირველ სართულზე სტუმრებს იღებდა, მეორე სართული კი საცხოვრებლად გამოიყენებოდა - ბავშვების საძინებლები, მონეს და მისი მეორე ცოლის ოთახები, სააბაზანოები.
კარს მიღმა კი რა თქმა უნდა, საოცარი ბაღია და ცნობილი ტბორები, რომლებიც მის ნახატებშიც ჩანს.
ჟივერნიში მონემ 43 წელი გაატარა, სანამ 86 წლის გახდებოდა. აქ დაკრძალა პირველი და შემდეგ მეორე ცოლები და თავადაც აქ აღესრულა.
კლოდ მონეს ყოფილი ბაღი, რომლის ლანდშაფტის დიზაინერიც თავად იყო

კომენტარები