სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამა თუ იმ ტიპის ადამიანებს ინტერიერის ესა თუ ის სტილი შეესაბამებათ. მოდით ვნახოთ, რას გულისხმობენ ისინი.
სოციონიკა გახლავთ მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპს. სულ 16 სოციონიკური ტიპია გამოვლენილი, რომელთაც ცნობილი ადამიანების თუ პერსონაჟების სახელები დაერქვა. თუმცა სანამ სოციონიკას მივყვებით, ყველასთვის ცნობილი 4 ფსიქოტიპის შესახებ გეტყვით:
სანგვინიკები ყველაზე ენერგიული, შრომისუნარიანი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანები არიან. სანგვინიკის სახლში უნდა იყოს დიდი სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დისკომფორტს განიცდის. თუ ოთახი ძალიან პატარაა და სანგვინიკს არ ჰყოფნის თავისუფალი ადგილი, ზედმეტი
ავეჯი უნდა მოაცილოს. გამოიყენოს სივრცის ოპტიკურად გაზრდის სხვადასხვა აპრობირებული საშუალება, მათ შორის - სარკეები. სანგვინიკი ენერგიულია, ამიტომ მის სახლში უნდა იყოს ნათელი ფერები და მკვეთრი აქცენტები.
ქოლერიკები სულ მოძრაობაში არიან, სულ რაღაცას ეძებენ და მიისწრაფვიან ახალი აღმოჩენებისკენ. ერთადერთი ადგილი, სადაც ქოლერიკს შეუძლია დამშვიდება, მისი სახლია. ამიტომ, ასეთი ადამიანის სახლში გარემო მყუდრო და მშვიდი უნდა იყოს. მწვანეს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და დიზაინერები ქოლერიკების სახლის გაფორმებისას ხშირად არჩვენ ამ ფერს. მოცისფრო, ფირუზისფერი ფერები დაცულობის განცდას მატებს. მათთვის დამახასიათებელი სტილია ქანთრი ან ჰაი-ტეკი.
მელანქოლიკებისთვის სახლი ციხესიმაგრეა, სადაც დაიცავენ თავს გარე სამყაროსგან. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სივრცის მოწყობას. ამ ტიპის ადამიანს სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეს საყვარელი კუთხე და სასურველია, რამდენიმე. იქ შეძლებს განმარტოებას, თუ მარტო არ ცხოვრობს. სამუშაო ზონა კი ნათელი, მკვეთრი უნდა იყოს, რომ მისი მელანქოლიური განწყობა გამოაცოცხლოს და სამუშაოს განწყობაზე მოიყვანოს. მელანქოლიკების ინტერიერში ჭარბადაა დეტალები და მსგავსი ტიპის ადამიანებს ხშირად მოსწონთ ბაროკოს სტილი.
ფლეგმატიკებისთვის ამქვეყნად ყველაზე მთავარი სტაბილურობა და საიმედოობაა. როგორც წესი, ისინი მყარ და დიდ ავეჯს ანიჭებენ უპირატესობას, მათი საყვარელი ფერები კი ინტერიერში ნაცრისფერი, ყავისფერი და ცისფერია. სამუშაო ზონა ჯობს მკვეთრ სტილში მოაწყონ, მაგალითად, ეთნო სტილში. სახლის დანარჩენი ნაწილი კი შეიძლება, ეკოსტილში იყოს.
რაც შეეხება სოციონიკას, აქ ტიპები დაყოფილია იმის მიხედვით, თუ რა თვისებები ახასიათებს ამა თუ იმ ადამიანს, პიროვნებას: ლოგიკა თუ ეთიკა, ექსტრავერსია თუ ინტრავერსია, ინტუიცია თუ სენსორიკა, რაციონალობა თუ ირაციონალობა. ახლა კი ვნახოთ, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ინტერიერზე.
ყველა ადამიანს თავისი სუსტი წერტილი აქვს, მაგალითად ჰამლეტი ექსტრავერტია, ჯეკ ლონდონი ლოგიკო ინტუიციური ტიპაჟია. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სენსორული შეგრძნებები.
რაც შეეხება მათ მიერ სტილის შერჩევას, ისინი ყოველთვის ცდილობენ იყვნენ უნიკალურები, ცდილობენ, რომ ნივთები მათ ოჯახში იყოს ერთადერთი და ექსკლუზიური. ამიტომ მათთვის მისაღებია ეკლექტიკის სტილი.
დოსტოევსკის და რობესპიერის სტილის მიმდევრებს კი ასკეტიზმი იტაცებთ, მათ სახლში ვერ შეხვდებით არტ ობიექტებსა და ექსკლუზიურ ნივთებს.
იმ ადამიანების სახლებში, ვისთვისაც მთავარი პრიორიტეტი ემოციები და ეთიკაა, ვერ შეხვდებით მკვეთრ ფერებსა და დიდი ზომის პრინტებს. ასეთი ტიპაჟები არიან გაბენის და ბალზაკის ტიპის ადამიანები.
ბალზაკის ტიპის ადამიანებს იზიდავთ კლასიკა და თავშეკავება. აი, დიუმას ტიპაჟებს, რომელთა წამყვანი ემოციური ფონი სენსორული, ეთიკური ინტროვერტიული ემოციებია, დამხასიათებელია სტილი პროვანსი. და ა.შ.
არიან ადამიანები, რომელთაც არაფერი აინტერესებთ პომპეზური კლასიკის გარდა. მათ მოსწონთ საიმედო, ხარისხიანი ნივთები.