ლანდშაფტის დიზაინერ ზურაბ შევარდნაძის ამ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"დილით ჭურჭლით სავსე ყუთი მოგვიტანეს.
30, 35 წლის ცოლქმარი გიორგი და ლილი ძალიან წესიერი და მორიდებულები აღმოჩდნენ.
მიამბეს რომ ორი შვილი ჰყავთ, ტკბილად და თბილად ცხოვრობენ სვანეთისუბანში, ლილის მშობლების სახლში. მათი მშობლები მდიდრები არასდროს ყოფილან, მაგრამ მოწესრიგებული და სავსე ოჯახი ჰქონიათ. ლილის დედა გასულ წელს გარდაცვლილა.
ორივე ინგლისური ენის სპეციალისტები არიან, კერძო გაკვეთილები და ტექსტების თარგმნაა მათი შემოსავალი რომელიც არ ჰყოფნით შვილებისთვის სასურველი განათლების მისაცემად...
გადაუწყვეტიათ ყველაფერი გაყიდონ და ევროპაში
წავიდნენ შვილებთან ერთად. სახლი და ეზო ამ გაზაფხულზე გაუყიდიათ.
დედას ჭურჭელს ვერ შეველიე და ისე უბრალოდ გასაჩუქებლადაც დამენანა, მინდა თქვენთან იყოს ვიცი სათანადოდ გამოიყენებთო ლილიმ, ჩქარობდნენ..
არ მინდოდა წასულიყვნენ, ქუჩამდე გავყევი, ცრემლიც მომადგა, მიხვდნენ... თუ ვერ ავეწყვეთ დავბრუნდებით, მისაქციელში ნაკვეთი აქვს გიორგის, ავაშენებთ პატარა სახლს და იქ ვიცხოვრებთო. ძალიან დავნაღვლიანდი აღარ ვიცოდი რა მექნა, როგორც უახლოეს ნათესავს, შინაურს ისე გამოვემშვიდობე.
გარეცხილი ჭურჭელი თავიდან გავრეცხეთ, ვუყურებ და მთელი დღეა სულ მათზე მეფიქრება. ჩვენს პატარა საწყალ უბედო ქვეყანაზე მეფიქრება..."
(ზაქარია ჭელიძის ფოტო)

კომენტარები