მიზეზი, თუ რატომ აღიზიანებს ზოგს არეული სახლი, ზოგს კი - არა - როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს არეული სახლის მიმართ, ბევრის მთქმელია მათ ხასიათზე

ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს არეული სახლის მიმართ, ბევრის მთქმელია მათ ხასიათზე.
ზოგი ადამიანი სახლს რეგულარულად მხოლოდ იმიტომ ალაგებს, რომ ასეა საჭირო, თუმცა ზოგს ისე მოსწონს თავად დალაგების პროცესი, რომ მზად არის, ეს მუდმივად აკეთოს.

დალაგება 24/7

გინახავთ ალბათ დიასახლისები, რომელთა სახლიც უბრალოდ ბრწყინავს სისუფთავით, მუდმივად რაღაცას ალაგებენ, წმენდენ. ასე იქცევიან ჰიპერმოწესრიგებულები, რომლებიც სხვებზეც ზრუნავენ და უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლიათ, მათ ირგვლივ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. ფსიქოლოგები ასეთ დიასახლისებს სასოწარკვეთილ დიასახლისებს უწოდებენ, რომელთაც უბრალოდ უნდათ განერიდონ საკუთარ შინაგან სამყაროს.

არეულობა 24/7


ეს სრულიად საპირისპირო ხასიათის ადმიანები არიან, მათი ინერტული დამოკიდებულება სახლის დალაგების მიმართ ზოგჯერ აბსურდამდე დადის. მათ სახლში უამრავ უსარგებლო და გაფუჭებულ ნივთს ნახავთ. ქაოსი სახლში თავში ქაოსის ნიშანია. ასეთ ადამიანებს უყვართ საკუთარი მოვალეობების სხვისთვის გადაბარება.

დალაგება გეგმის მიხედვით


ამ შემთხვევაში საქმე ჰიპერკონტროლთან გვაქვს, სახეზეა გადამეტებული ყურადღება დეტალების მიმართ. ასეთი ხალხი ერთი და იმავე დროს, გარკვეული რეგულარობით ალაგებს სალხს. ეს იმის ნიშანია, რომ ასეთ ადამიანს აქვს სურვილი თავი დააღწიოს ზედმეტ სტრესს.

ტრადიციული დალაგება


ოჯახური ტრადიციების მიმდევრები კი სახლს ტრადიციულად, ამა თუ იმ მიზეზის გამო ალაგებენ. პრინციპიც ერთი აქვთ, ჯერ სარეცხი, მერე უთო, მერე სადილი და ა.შ.ეს ძირითადად მოვალეობის მოხდის მიზნით არის გამოწვეული. თუმცა ეს მათთვის ოჯახურ სიმყუდროვესთანაც ასოცირდება, მათ ამის გაკეთება სიამოვნებთ კიდეც.

ტრენდული დალაგება


ადამიანები მოდას მიჰყვებინ და ხშირად ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რომლებიც კი არ მოსწონთ, არამედ მოდაშია.
ტრენდული დალაგების მოყვარულები უბრალოდ თავიდან იშორებენ ზედმეტ ნივთებს იმ იმედით, რომ მათ ახლით ჩაანაცვლებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები