სოფელი ნახევარკუნძულზე, რომელიც თვეობით წყდება სამყაროს - ფოტორეპორტაჟი ტაბაწყურიდან

ფოტოგრაფი და მოგზაური ეკა ხალიანი ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ავრცელებს ფოტორეპორტაჟს სოფელ ტაბაწყურიდან, რომელიც ამავე სახელწოდების ტბის პირას არის გაშენებული. გთავაზობთ ეკას ნაამბობს და მისივე ფოტოებს:


"ტაბაწყური სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის რაიონის ერთ-ერთი ბოლო სოფელია. ის ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზეა გაშენებული. სოფელი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. აქ მოხვედრა ახალქალაქიდან და ბაკურიანიანიდანაა შესაძლებელი.
ამ უჩვეულო, ღარიბულ სოფელში 400-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია, თუმცა დიდი ნაწილი ქართულად კარგად საუბრობს.
ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყაროა: რძის პროდუქტის წარმოება, მესაქონლეობა და მეთევზეობაა.
მთებით გარშემორტყმული ლურჯი
ტბა, გაშლილი სივრცეები, სოფელში ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი პატარა სახლები ძალიან საინტერესო და საოცარ სანახაობას ქმნის. ტბა მთელი ზამთრის განმავლობაში გაყინულია და დიდთოვლობის გამო, სამყაროს თვეობით წყდება".










კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები