ულამაზესი ბაღი ლაბირინთები მთელი მსოფლიოდან

ლაბირინთი ბერძნული სიტყვაა და ძველად ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ ყველა იმ ურთულეს ნაგებობას, რომელსაც მრავალი კარი ჰქონდა და ამის გამო ძნელდებოდა შენობიდან გარეთ გამოსვლა. ერთ-ერთი პირველი ლაბირინთი, რომელიც მოხსენიებულია ლიტერატურაში, არის კრეტის ლაბირინტი, რომელიც დედალოსმა აიგო კრეტის მეფე მინოსს. ასევე ცნობილია ეგვიპტის ლაბირინთი და ა.შ. თუმცა ახლა ვისაუბრებთ მსოფლიოში მიმობნეულ ულამაზეს ბაღ ლაბირინთებზე, რომლებიც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე.

ჰემპტონ კორტის ლაბირინთი

ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ბაღი-ლაბირინთი 1700 წელს ინგლისში აგებულ სასახლეში, ჰემპტონ კორტში მდებარეობს და ის მეფე ვილჰელმ მ
ესამის ბრძანებით არის შექმნილი. ეს ლაბირინთი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძველია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე რთულიც, საიდან გამოსვლა არც ისე მარტივი ამოცანაა.

ეშკომბ მეიზი

ეშკომბის ლაბირინთი ავსტრალიაში მდებარეობს და მცენარეებისგან შექმნილიერთ-ერთი ყველაზე ძველი ლაბირინთია, რომელიც 1000-ზე მეტი კვიპაროსისგან არის შექმნილი. 1970-იანი წლებიდან კვიპაროსებს წელიწადში ორჯერ კრეჭენ. ლაბირინთს ორი ნახევარი აქვს, ორივე უნიკალური დიზაინით. კვიპაროსების ლაბირინთის გვერდით არის ასევე მეორე ლაბირინთი, რომელიც ლავანდის 4000 ბუჩქისგან შექმნეს.

სიმინდის ლაბირინთი

ამერიკაში, ილინოისის შტატში, რიჩარდსონის ფერმაში, სიმინდის ველია და 13 ჰექტარზეა გაშლილი სიმინდის ლაბირინთი. მისი დიზაინი ყოველ წელს იცვლება. 2013 წელს ცნობილი მუსიკალური ჯგუფის „ბითლზის“ პორტრეტს გამოსახავდა, 2014 წელს - ამერიკის შეერთებული შტატების დროშას და ა.შ.

ლონგლიტი


ლონგლიტის ლაბირინთი ინგლისშია, უილშირის საგრაფოში და 16 ათასი ინგლისური ურთხელის ხისგან არის შექმნილი. ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ლაბირინთია მსოფლიოში. მისი დერეფნების სიგრძე დაახლოებით 2,7 კილომეტრია, საერთო ფართობი კი - 0,6 ჰექტარი. ეს ტერიტორია ძველთაგანვე ეკუთვნოდათ მარკიზ ბატებს და სწორედ ერთ-ერთი მარკიზის ბრძანებით შეიქმნა აქ ლაბირინთი 1975 წელს.

მშვიდობის ლაბირინთი

ეს ლაბირინთი, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა, ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარეობს. ის 2000 წელს დააარსეს მოხალისეებმა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაბირინთია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გასავლელიცაა.

იანჩენის ლაბირინთი

ეს ლაბირინთი ყველაზე დიდია მსოფლიოში და ჩინეთში მდებარეობს. მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია, თუმცა თუ გზა აგებნათ და მოსახვევი შეგეშალათ, გაცილებით მეტი კილომეტრის გავლა მოგიწევთ. ამ ლაბირინთში შესვლა 7 დოლარი ღირს.

ორტას ლაბირინთი

ორტას ლაბირინთის პარკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში და ის ესპანეთში, ბარსელონაში მდებარეობს. ბაღი-ლაბირინთი ადგილობრივი მარკიზების - დესვალსების მფლობელობაში იყო საუკუნეების განმავლობაში. ლაბირინთის გაშენება კი 1791 წელს დაიწყეს, როცა მარკიზ ჟოან ანტონი დესვალსმა არქიტექტორ დომენიკო ბაგუტისთან ერთად შეადგინა უნიკალური პარკის პროექტი. დღეს ეს ადგილი ბაღი-მუზეუმია და ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია მის ნახვა.

მასონე პარმა

ეს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბაღი ლაბირინთია, რომელიც იტალიაში მდებარეობს და არქიტექტორ პიერ კარლო ბონტემპის ქმნილებაა. ბაღი მთლიანად ბამბუკებისგან არის შექმნილი და სწორედ იტალიაში ბამბუკის პოპულარიზაციისთვის მოიფიქრეს მისი მოწყობა. ბაღს რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს - ასეთი მოხაზულობა ჰქონდა იტალიაში რენესანსის პერიოდის სასახლეებს. ხეივნების საერთო სიგრძე სამი კილომეტრია, ფართობი კი - რვა ჰექტარი.

წინანდლის ბაღის ლაბირინთი

კახეთში, წინანდლის სამუზეუმო კომპლექსშიც არის ბაღი-ლაბირინთი. ეს სასახლე ქართველ თავადსა და დიპლომატს გარსევან ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც მემკვიდრეობით გადასცა შვილს, მე-19 საუკუნის ქართველ პოეტსა და თავადს ალექსანდრე ჭავჭავაძეს. სწორედ მის ხელში განიცადა სასახლემ რესტავრირება და გაშენდა ულამაზესი ბაღი, რომლის შექმნაშიც ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები მონაწილეობდნენ. პარკი 18 ჰექტარზეა გადაჭიმული, არის ბევრი ეგზოტიკური ჯიშის მცენარე, რომლებიც ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოიტანეს.

კომენტარები

ideodub 2024-10-18 04:06
Your prescription should not exceed the prescribed dose; this way you will follow this recommendation as directed to maximize safety priligy without prescription More recently, other diamino platinum complexes, for example carboplatin diamino l, 1 cyclobutane dicarboxylato platinum II, have also shown efficacy as chemotherapeutic agents in the treatment of various human solid malignant tumours, carboplatin being approved for the treatment of ovarian and small cell lung cancer in particular in the treatment of ovarian cancer

კომენტარის დამატება