ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გარკვეულ ნივთებს ჩვენს სახლში აქვს უნარი, განსაზღვროს ჩვენი ბედი.
ბევრი ადამიანი ალბათ არც ერთხელ არ დაფიქრებულა, რად უნდა სახლში ესა თუ ის ნივთი, რომ მოჰბეზრდა ძველი, ბებიის ნაქონი სერვიზი ან ნახატი, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ ცარიელი კედელი შეივსო. არადა, თითოეულ ნივთს სახლში აქვს უნარი, იმოქმედოს თქვენს განწყობაზე, ხასიათზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ბედზეც კი.
სახლი მისი პატრონის სახეა. ის ნათლად ასახავს მეპატრონის ინტერესებს, მისწრაფებებს, მის დამოკიდებულებებს ნივთების და ზოგადად ცხოვრების მიმართ.
ადამიანს შეუძლია ინტერიერი ისე მოაწყოს, რომ
ხასიათზე დადებითად იმოქმედოს. მას ინტუიციურად შეუძლია იგრძნოს, რა გააბედნიერებს და რა დათრგუნავს. ამიტომ ეცადეთ სახლი ხშირად დაალაგოთ, გაწმინდოთ ნეგატიური აურისგან, გაანიავოთ და მოაშოროთ ძველი ნივთები, ყველა ის უსარგებლო ატრიბუტი, რომელიც არაფერში გჭირდებათ.
ადამიანის ქვეცნობიერს არ ესმის სიტყვები. ის აღიქვამს სიმბოლოებს და ნახატებს. რომელი სიმბოლო ჩაჯდება ჩვენს ქვეცნობიერში და როგორ იმუშავებს, არ ვიცით. რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ? რა და ვაკონტროლოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში - ინტერიერი.
მიმოიხედეთ და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რა მოგწონთ მართლა და რა არა, რისი დანახვა განიჭებთ სიამოვნებას და რა გაღიზიანებთ ან გთრგუნავთ. რისი დანახვა გაგიხარდებოდათ?
ბევრ ადამიანს უჭირს მსგავს მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ბევრიც ამაზე უბრალოდ არასდროს დაფიქრებულა. ამიტომაც არის, რომ მათი ცხოვრება არ იცვლება, ერთ ადგილზეა გაყინული.
დაუკვირდით სახლში თითოეულ ნივთს და ემოციას, რომელსაც ის იწვევს თქვენში.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბიბლიოთეკას, რა ჟანრის წიგნები ინახება. ასევე ზოგადად კარადებს, სად რა გიდევთ, გადაყარეთ ძველმანები, ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი სამუშაო მაგიდა იყოს დალაგებული. ქაოსური გარემო ქმნის ქაოსს თქვენს ტვინში,
მოაშორეთ კედლებიდან ზედმეტი ნახატები და ფოტოები, ეცადეთ, რომ სივრცემ ისუნთქოს.