დიზაინერი საკუთარ სახლს 10 წელი არემონტებდა - ვნახოთ, რა გამოუვიდა

როდესაც დიზაინერმა და მისმა მეუღლემ ეს სახლი შეიძინეს, ძალიან მალე მიხვდნენ, რომ მისი სრულად გარემონტება ძალიან ძვირი დაჯდებოდა, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა. გადაწყვიტეს, რემონტი ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაეკეთებინათ. საბოლოოდ ყველაფერი 10 წელიწადს გაიწელა. საინტერესოა, რა შედეგი მიიღეს საბოლოოდ.

სიტუაცია ალბათ ბევრ ადამიანს ეცნო - დაგეგმავ პროექტს, თუმცა გზადაგზა აღმოაჩინეს, რომ მასალები ისე გაძვირდა, ასევე ხელობა, რომ ჩანაფიქრის განხორციელება სულ უფრო და უფრო რთულდება. ბრიტანელი დიზაინერი ჯულიეტა ო'კეროლიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მისი რემონტი, არც მეტი, არც ნაკლები, 10 წელი გაგრძელდა.
ყველაფერი კი
12 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯულიეტამ და მისმა ქმარმა შეიძინეს სახლი, სადაც თავიანთი 2 წლის გოგონას და ახლად დაბადებული ბიჭუნას გაზრდას გეგმავდნენ.

წყვილი იხსენებს, რომ ეს სახლი ყველაზე უსახური იყო მთელ ახლომდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ადგილი საუცხოო იყო, სწორედ ამ ფაქტორმა იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა სახლის ყიდვის დროს.

ცოლ-ქმარი ძველი სახლის დანგრევას და ყველაფრის ნულიდან დაწყებას გეგმავდა. როდესაც სახლის პროექტი შეადგინეს და ბიუჯეტი დაგეგმეს, მიხვდნენ, რომ იმაზე 40%-ით მეტი თანხა სჭირდებოდათ, ვიდრე წარმოედგინათ.

საბოლოოდ წყვილმა პროექტის რეალიზაცია ეტაპობრივად გადაწყვიტა. საკუთარ ხელით შეღებეს სახლის ფასადი, გააახლეს კომუნიკაციები და სველი წერტილები, რომ სახლში ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო, ამ ყველაფერს 6 თვე დასჭირდა.
შემდეგი 10 წელი მათი ცხოვრება ასე გრძელდებოდა, ყოველდღიურად რაღაცას აკეთებდნენ, რომ სარემონტო სამუშაოები დაესრულებინათ. 2020 წლის თებერვალს, უკვე გამოცდილებმა სახლს მიშენება გაუკეთეს და დაემატათ 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.

ძირითადი ეტაპები პანდემიას დაემთხვა, რამაც სარემონტო პროცესი კიდევ 15 თვით გაახანგრძლივა.
სახლი უნდა ყოფილიყო თბილი და კომფორტული და არა სუპერთანამედროვე. ამიტომაც რემონტის დროს გამოიყენეს ტრადიციული მასალები და არა შუშა და ლითონი.

ინტერიერის ფერებიც თბილი და სადა შეარჩიეს. უახლოეს წლებში იგეგმება ასევე სახლთან ოფისის მშენებლობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები