სახლის ენერგეტიკა ყველაფერზე ახდენს გავლენას, ჯანმრთელობით დაწყებული ფინანსური კეთილდღეობით დამთავრებული.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ნივთებს, რომლებიც ჩვენს გარშემოა, შეუძლიათ იქონიონ გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. ინტერიერის ყველა დეტალს თავისი ენერგეტიკა აქვს და შეუძლია სახლში როგორც წარმატების მოტანა, ისე მისი დაფრთხობა. მოდი, ვნახოთ, რომელი ნივთები უნდა მოვიშოროთ თავიდან, რომ თვიდან ავიცილოთ სიღარიბე.
ძველი ნივთები
ყველა ოჯახში მოიძებნება ისეთი ნივთები, რომლითაც რეალურად არავინ სარგებლობს და დიდი ხანია არ უსარგებლია. ასეთ ნივთები თავიდან დაუფიქრებლად უნდა მოიშოროთ.
გატეხილი ნივთები
ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც
მკვდარი ნივთები
რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, ისეთ ნივთებზე, როგორიც არის რომელიმე ცხოველის ფიტული, გამხმარი ყვავილები. თუ სახლში გაქვთ მსგავსი ნივთები, გადაყარეთ ისინი და ნახავთ, რომ ფინანსური მდგომარეობა ოჯახში საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
ყულაბა ან ცარიელი საფულე
ფულის შეგროვება ნამდვილად კარგია, თუმცა უმჯობესია შეაგროვოთ არა ხურდები, არამედ კუპიურები. ამბობენ, რომ ხურდებით სავსე ყულაბას ადამიანებისთვის წარუმატებლობა მოაქვს.
სხვისი ნივთები
ასევე ამბობენ, რომ სახლში სხვისი ნივთების ქონა არ არის კარგი, ამ შემთხვევაში ფინანსური კეთილდღეობა მოვა არა თქვენთან, არამედ წავა ამ ნივთების პატრონთან, ასე რომ, მოერიდეთ სახლში სხვისი ნივთების ქონას.