ბინები ჯოჯოხეთური რემონტით


ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ასეთ ინტერიერში ცხოვრება.
ბრიტანელი ენდი დონალდსონი 2013 წლიდან აგროვებს ყველაზე უსახური ბინების ფოტოებს, რომელიც ერთხელ მაინც გამოუტანიათ უძრავი ქონების ბაზარზე. ფოტოები მან თავის ბლოგის გვერდზე განათავსა. გაგიკვირდებათ და ამ ბინების ინტერიერზე დიზაინერები მუშაობდნენ.

ეგვიპტის ძალა
 


ამ ბინის ფართი 184 კვ.მ-ია. კლეოპატრას აპარტამენტებს ჰგავს. იატაკი მარმარილოსია, ნივთები მოოქროვილი, თუმცა საქმე ის გახლავთ რომ ძველ ეგვიპტეში ასე აფორმებდნენ არა საცხოვრებელ დარბაზებს, არამედ სამარხებს.


კედლებზე მოზაიკაა მითოლოგიური პერსონაჟებით. აბაზანაში უზარმაზარი მოზაიკური პანოა. ამბობენ, რომ ინტერიერზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.
ოთხსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე ფუნქციონალური ფიტნეს ცენტრია დიდი აუზით, ასევე საუნა და კაფე-რესტორანი.

ოქრო ბევრი არასდროს არის





ეს კი ორსართულიანი და 7 ოთახიანი სახლი გახლავთ. ამ ელიტურ საცხოვრებელს ნაპოლეონ მესამის აპარტამენტებს ადარებენ ლუვრში. სახლი აერთიანებს სამ სტილს, არტ დეკოს, არ-ნუვოს და კლასიკას. როგორც უკვე აღვინიშნეთ, სახლი ფრანგი იმპერატორის რეზიდენციის მოტივებზეა აწყობილი. აქ შეხვდებით ოქროს დარბაზსა და ვერცხლის ლუქსს, მუსიკალურ სასტუმრო ოთახს თეთრი როიალით.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები