შვილიშვილებმა პარიზში ბებიის უცნობი სახლი აღმოაჩინეს, რომელიც 70 წელი დაკეტილი იყო და ახლა 10 მლნ ევროდ შეაფასეს

სახლის პატრონი დიდი ხანი მალავდა, რომ სახლი ჰქონდა, ამის შესახებ მისმა ნათესავებმაც კი არ იცოდნენ.
მადამ დე ფლორიანი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბებიის საბუთების გადარჩევის დროს ნათესავები გაკვირვებულები დარჩნენ. აღმოჩნდა, რომ მათი ნათესავი, რომელიც არასდროს ყოფილა პარიზში (მათი აზრით), მთელი ცხოვრება იხდიდა სახლის საფასურს, სახლისა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პარიზის ერთ-ერთ უბანში მდებარეობს. არადა, მთელი ცხოვრება სიტყვაც კი არ დასცდენია იმის შესახებ, რომ საფრანგეთში სახლი ჰქონდა.

როგორც გაირკვა, მადამ დე ფლორიანი საფრანგეთიდან 23 წლის ასაკში გამოიქცა. ეს 1939 წელს
მოხდა, როდესაც საფრანგეთს თავს გერმანელები დაესხნენ. მაშინ გოგონამ უბრალოდ გასაღებით ჩაკეტა კარი და სამხრეთ ევროპაში გაიქცა. მას მერე პარიზში მართლა აღარასდროს ჩასულა.

მემკვიდრეებმა მოიძიეს სპეციალისტი, რომელიც აღწერდა ქონებას, რომელიც 70 წლის განმავლობაში ინახებოდა მათი ბებიის პარიზულ სახლში. იმის თქმა, რომ სახლში შესული ექსპერტები გაოცებულნი დარჩნენ იქ ნანახით, არაფრის თქმას არ ნიშნავს.

- მომეჩვენა, რომ მძინარე მზეთუნახავის სასახლეში აღმოვჩნდი, - იხსენებს აუქციონისტი ოლივიე შოპენი, - დრო თითქოს გაჩერდა, ირგვლივ ყველაფერი მტვერსა და ობობის ქსელში იყო გახვეული. სახლში 1890 წლის ატმოსფერო სუფევდა. ყველაფერი ხელშეუხებელი იყო. ძველი ხის ღუმელი, ქვის ნიჟარა სამზარეულოში, დახვეწილი ტუალეტის მაგიდა გავსებული პარფიუმერიით, კუთხეში სათამაშო მიკი მაუსი და გოჭი პორკი. კედლიდან ჩამოხსნილი ნახატები სკამებზე იყო მიყუდებული, თითქოს წაღებას აპირებდნენ და გადაიფიქრეს.



ერთ-ერთმა ტილომ ექსპერტი გააოცა. ეს ვარდისფერ საღამოს კაბაში გამოწყობილი გოგონას პორტრეტი გახლდათ. აღმოჩნდა, რომ ეს ტილო ერთ-ერთი ცნობილი იტალიელი მხატვრის, ჯოვანო ბოლდინის ნამუშევარი იყო. მშვენიერი გოგონა კი ქალბატონი დე ფლორიანი გახდათ, გოგონა, რომელიც ამ სახლიდან გაიქცა.

მარტა დე ფლორიანი ცნობილი მსახიობი გახლდათ. მის თაყვანისმცემელთა სიაში შედიოდნენ იმ დროს ცნობილი ადამიანები, მათ შორის საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, რაც შეეხება იტალიელ მხატვარს, ქალბატონი მარტა მისი მუზა ყოფილა.
ამ ნახატის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. მხატვრის არც ერთ ნამუშევრებში არ ყოფილა ნახსენები ეს ნამუშევარი, თუმცა ტილოზე წარწერამ და ექსპერტიზამ ჭეშმარიტება დაადგინა.

მარტა დე ფლორიანის პორტრეტი აუქციონზე 300 000 ევროდ გაიტანეს, ბოლოს კი 2,4 მილიონად გაიყიდა. ეს მხატვრის მიერ შესრულებული ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი აღმოჩნდა.
რაც შეეხება სახლს, ის დღემდე დაკეტილია. ექსპერტები მას 10 მილიონ ევროდ აფასებენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები