როტშილდები 21-ე საუკუნეში - რას საქმიანობენ ოჯახის უმდიდრესი წევრები დღეს

როტშილდების ოჯახის სახელი დღეს დაკავშირებულია უზარმაზარ სიმდიდრესთან, ძალაუფლებასთან და შეთქმულების თეორიასთან, თუმცა სინამდვილეში, როტშილდები უნიკალური ოჯახია, რომელმაც შეძლო და ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში და უზარმაზარი სიმდიდრე შეაგროვა.

მრავალეროვნულმა დინასტიამ მილიარდები საბანკო საქმიანობით დააგროვა. ამშელ როტშილდმა 1700-იან წლებში ფრანკფურტში, მოკრძალებული ბიზნეს საქმიანობით შთამომავლებისთვის წარმოუდგენელი ფინანსური მომავლის შექმნა შეძლო.

შემდეგ მისი შთამომავლები დაქორწინდნენ სამეფო ოჯახის წევრებზე და სხვა შეძლებულ ადამიანებზე- მათ შორის როკფელერებზე და ჰილტონებზე.

ამჟამად, ოჯახის მთლიანი ქონება 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, ზოგიერთი შეფასებით კი 1 ტრილიონ დოლარსაც აღწევს.

მოდით, გადავხედოთ
როტშილდების ოჯახის უმდიდრეს ცოცხალ წევრებს:


ნადინ დე როტშილდი - 100 მილიონი დოლარი

ფრანგი მსახიობისა და მწერლის ნადინ დე როტშილდის ქონება 100 მილიონი დოლარია.

ის 1932 წლის აპრილში საფრანგეთში, სენტ-კვენტინში დაიბადა. ნადინ როტშილდი არის ბანკირის, ედმონდ ადოლფ დე როტშილდის ქვრივი, ასევე როტშილდების დინასტიის წევრი. მან კარიერა მხატვარ ჟან-გაბრიელ დომერგისთან მოდელობით დაიწყო.

მისი პირველი როლი იყო 1949 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმში Un chien et madame. შემდგომში ითამაშა ფილმებში, როგორიცაა The Sleepwalker, Le passage de Venus და სხვა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება