მიუხედავად ამ რომანტიკული ქვეყნის გარშემო შექმნილი მრავალი რომანტიკული სტერეოტიპისა, ორი რამ უდავოა - დახვეწილი სტილი და ამ ქვეყნის მაცხოვრებლების ცხოვრებისადმი რაციონალური მიდგომა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები გამოირჩევიან დახვეწილობითა და ელეგანტურობით, ლამაზად ჩაცმითა და მოხდენილობით, მათ არც ეკონომიურობა ეშლებათ, ამ მხრივაც გამორჩეულები არიან. მოდით, ვნახოთ მათი ეკონომიის მთავარი პრინციპები.
ფრანგი ქალბატონები არასდროს დგანან საათობით ქურასთან, არ ამზადებენ უამრავ სადილს და არ ყიდულობენ უამრავ პროდუქტს, დილით ყავის დასალევად და კრუასანის მისართმევად კაფეში მიიჩქარიან, სადილად და ვახშმად კი ნახევარფაბრიკატებს მიირთმევენ, თითო ულუფას. შაბათ-კვირას
ფრანგები ყოველთვის გამორჩეულად ჩაცმულები არიან, საბაზისო ხარისხიან ტანსაცმელში ფული არასდროს ენანებათ, რაც შეეხება სახლს, ავეჯი შესაძლოა ძველისძველი ჰქონდეთ, თუმცა მოვლილი, გაჯეტს და ტელეფონს კი მხოლოდ მაშინ ცვლიან, თუ შეკეთებას აღარ ექვემდებარება. ისინი ძალიან პრაქტიკულები არიან ყველა ნივთს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან და ცდილობენ, ზედმეტი არასდროს არაფერში დახარჯონ.
ამ ქვეყანაში მანქანის ყიდვას ველოსიპედით სიარულს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამჯობინებენ, არავინ ფიქრობს მანქანის კრედიტით ყიდვაზე უფრო იაფი დაქირავება უჯდებათ.
მიუხედავად ჩაცმის და სტილის სიყვარულისა, აქ ე.წ. შოფინგზე გადარეული არავინ არის, წელიწადში ორჯერ ყიდულობენ სამოსს და ისიც საჭიროების მიხედვით. მათი კარადები ტანსაცმლით გაძეძგილი არასდროს არის, თუმცა არც ის კითხვა აწუხებს ვინმეს, რა ჩაიცვას.
ფრანგები ძალიან თავშეკავებულები არიან კომუნალური მომსახურების გადახდის დროსაც, ურჩევნიათ თბილად ჩაიცვან, ვიდრე გათბობას აუწიონ, თვლიან, რომ ეს ტყუილად გადაყრილი ფულია.
კომენტარები
ღარიბ ქვეყანაში ვიღაც ტიპი 80-100000 $ მანქანით,რომ დადის იქ მაშინვე მიადგება საგადასახადო.
მით უმეტეს პარლამენტარმა ან ქალაქის მუნიციპალიტეტის ვინმე თანამშრომელმა ,რომ ისე იცხოვროს როგორც ტყვიაველი ოქრუაშვილი ცხოვრობს პარიზში იქვე გაპუტავენ.ოქრუაშვილი როგორ გახდა იურისტი იცით ?ტყვიაველები ყვებიან,რომ წინა წელს ვაშლის დიდი მოსავალი ყოფოლა და რუსეთში გაუყიდიათ,ხოდა მოხვდა ბიჭი იურიდიულზე.მაშინ იქ რექტორი როინ მეტრეველი იყო ახლანდელი აკადემიის პრეზიდენტი...ბესელიაც,ხიდაშელიც,უსუფაშვილიც...აი ასეთი იურისტები გვყავს,ქრთამით მოწყობილები და ახლა ფულის ამოღებაზე მუშაობენ....