სახლის ასაშენებლად მიწის არქონის გამო, კაცმა ესტაკადის ქვეშ მოიწყო ბინა - "პარაზიტული" არქიტექტურის საინტერესო ნიმუში


ყოფილმა სანტექნიკოსმა, ესპანელმა ფერნანდო აბელანასმა, რომელიც ავეჯის შექმნაზე ოცნებობდა, გადაწყვიტა საკუთარი სტუდია აეშენებინა. მან არაჩვეულებრივი პროექტი შეიმუშავა, საოცარი სივრცე შექმა, ამაზე უფრო იზოლირებული ადგილის შექმნა უბრალოდ, წარმოუდგენელია. კრეატიული სტუდია ნამდვილი შედევრია. სახლი დატვირთული ესტაკადის ქვეშ მდებარეობს, სადაც ყურადღება შესაძლოა მხოლოდ მანქანების ღრიალმა და მატარებლების გუგუნმა გაგიფანტოთ.


ვერაფერი შეაჩერებს კრეატიულ ადამიანს, რომელიც საკუთარი სტუდიის შექმნის იდეით არის ანთებული.
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში სრულფასოვანი ოფისის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთისთვის ფულის უქონლობის გამო, მან ორიგინალური იდეა შეიმუშავა. აბელანასმა კრეატიული სტუდიის განთავსება არც მეტი, არც ნაკლები,
პირდაპირ ხიდის ესტაკადის ქვეშ დაგეგმა, რომლის გასწვრივაც ათასობით მანქანა მოძრაობს.



ყველა თვალსაზრისით უცნაურია, პროექტი "პარაზიტული" არქიტექტურის საინტერესო მაგალითია, რომელიც სრულად იყენებს ფართომასშტაბიან საინჟინრო სტრუქტურას. მაგალითად, ბეტონის ბოძები ხიდის ქვეშ რელსების ფუნქციას ასრულებს, რომლზეც პლატფორმის შეკიდული სტრუქტურა მოძრაობს, იგივე ჰორიზონტალური ლიფტი. მისი გადაადგილება ხევის მოპირდაპირე მხრიდან ამწეს გამოყენებითაა შესაძლებელი.



შენობა მაშინ უფრო არტ კომპოზიციაა, რომელიც იმის მაგალითია, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანი თანახმაა, საკუთარი ჭერი არაპრეტენზიულ პირობებში ჰქონდეს, სადაც, გასაგები მიზეზების გამო, არც დენი იქნება, არც წყალი და არც საპირფარეშო.


"ინტერიერი", რბილად რომ ვთქვათ, უცანურია. ყველა დეტალი თავისებურია. ადგილი არქიტექტორს გასაიდუმლოებული აქვს. მხოლოდ ერთხელ შეუშვა ფოტოგრაფი, ისიც იმ პირობით, რომ არ გათქვამდა ამ ორიგინალური ოფისის ადგილსამყოფელს. xხელოვანი კი უზომოდ კმაყოფილია იმის გამო, რომ ფრთები შეასხა საკუთარ ოცნებას - შექმნა ხევზე დაკიდებული საიდუმლო ოფისი.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები