ჰარბინის ყინულის ფესტივალი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ატრაქციონია, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. 120 ათას კუბურ მეტრზე მეტი ყინული და თითქმის იგივე რაოდენობის თოვლი საუკეთესო მხატვრებისა და მოქანდაკეების მიერ ზღაპრული ზამთრის შესაქმნელად გამოიყენება. მსოფლიო დონის არქიტექტურული შედევრები და თავგადასავლების სიურეალისტურ სამყარო მართლაც აღაფრთოვანებს სტუმრებს. სურეალისტური მითები და ფანტასტიკური სანახაობა ჩინეთის ჩრდილოეთში, ყველაზე მკაცრი პროვინციის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში იმართება.
ჰარბინის საერთაშორისო ყინულისა და თოვლის სკულპტურული ფესტივალი, ასევე ცნობილი, როგორც ჰარბინის ყინულის ფესტივალი ან უბრალოდ ჰარბინის ყინულის თოვლის სამყარო, ზამთრის ყველაზე ცოცხალი
ყოველწლიურად, დეკემბრიდან 20 თებერვლამდე, ათასობით ტურისტი სტუმრობს ყინულის გრანდიოზულ ქალაქს.
თუმცა, სამწუხაროდ, თოვლი და ყინული არ არის ყველაზე გამძლე მასალა. ამიტომ, ამ შედევრების ნახვა მაქსიმუმ მარტის დასაწყისამდეა. ყინულის ქმნილების თითოეული ავტორი საგულდაგულოდ ემზადება ამ ღონისძიებისთვის და ცდილობს, მაქსიმალურად გამოავლინოს ნიჭი და შესაძლებლობები.
აქ ასევე იმართება მრავალი კონცერტი დ წარმოდგენა, იდგმება ტრადიციული ცეკვები.
ჰარბინის ყინულის ფესტივალი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს. ფესტივალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინეთის ყველაზე ცივ რეგიონში (ჰეილონჯიანგის პროვინცია), იმართება, რომლის მთავარი ადმინისტრაციული ცენტრი ჰარბინია.
ეს ღონისძიება 1963 წლიდან იმართება და ერთადერთი შესვენება კულტურული რევოლუციის მღელვარე პერიოდი გახლდათ. თუმცა 1976 წლისთვის ფესტივალი კვლავ განახლდა.
თავდაპირველად ის არ იყო ასეთი მასშტაბური, ის მხოლოდ ქალაქის სანახაობას წარმოადგენდა, მაგრამ 1983 წელს, როდესაც ყინულის შოუს ჰონგ კონგის ოფიციალური პირები ესწრებოდენენ, შოუთი აღფრთოვანებულებმა გადაწყვიტეს საერთაშორისო ფესტივალი დაეარსებინათ, რომელიც პირველად 1985 წლის 5 იანვარს გაიმართა ჟაოლინის პარკში.
ამის შმდეგ ჰარბინის ყინულის ფესტივალი ყოველწლიურ ღონისძიებად გამოცხადდა, ხოლო 2001 წელს მას ჩინეთის საერთაშორისო ჰარბინის ყინულისა და თოვლის სკულპტურული ფესტივალი ეწოდა.