ხის მწვანე გველი - როგორი იქნება 2025 წელი და როგორ უნდა შევხვდეთ, რომ კეთილდღეობა მოვიზიდოთ

2025 წელი აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო წარმომადგენლის ნიშნის წელია. ის ბევრ მოვლენას, ცვლილებას და შეხვედრას გვპირდება. რა უნდა ვიცოდეთ მთავარი სიმბოლოს შესახებ?

დახასიათება
გველი საოცარი არსებაა. აღმოსავლურ კულტურაში ის ბევრ კარგ თვისებასთან ასოცირდება - ინტელექტი, სიბრძნე, ეშმაკობა, გამჭრიახობა და ერთგულება. ზღაპრებში ის ეხმარება ადამიანებს პრობლემებისა და რთული ამოცანების გადაჭრაში, რთულ სიტუაციებში და შეუძლია სწორი გზის შეთავაზება.
ამ ქვეწარმავალმა იცის როგორ დატკბეს ცხოვრებით და მიიღოს სიამოვნება მარტივი ნივთებისგან.
რეალურ ცხოვრებაში გველი პოტენციურად საშიში ცხოველია, მაგრამ მწვანე ფერი მისდამი დამოკიდებულებას არბილებს.
მართლაც, იმისათვის, რომ გველი შეტევაზე გადავიდეს, ის ვინმემ ან სერიოზულად უნდა შეაშინოს ან უნდა დაემუქროს. უმჯობესია არ მიიყვანოთ იგი ასეთ მდგომარეობამდე, რადგამ მარტივად შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგე როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობიით.
გველის წელისგან იმედგაცრუებას არ უნდა ველოდოთ, ის ყურადღებით აკონტროლებს გარშემო ყველაფერს, არ არღვევს სიმშვიდეს და თავისუფლებას. ამას დაუმატეთ მწვანე ფერი: ჰარმონიის, მშვიდობის, ზრდის სიმბოლო.

სხვათა შორის, წლის თითოეული ფერი კონკრეტულ ელემენტს წარმოადგენს. მწვანე არის ხე, რომელიც, თავის მხრივ, განასახიერებს განვითარებას და მუდმივ აღმავალ სწრაფვას.

როგორ მოვიზიდოთ იღაბლი და წარმატება
ხის მწვანე გველი უპრეტენზიო არსებაა. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სათანადო ყურადღებისა და პატივისცემის გარეშე უნდა დავტოვოთ. სხვათა შორის, გველი შეიძლება იყოს ძალიან ეჭვიანი!
ამიტომაც უნდა უზრუნველყოთ მისთვის კომფორტული გარემო: დაამშვენეთ ოთახი ქოთნის მცენარეებით, კარგი იქნება, თუ იქონიებთ ბონსაის ან ტროპიკული წარმოშობის ყვავილებს. დეკორატიული შადრევნები იდეალურად მოერგება ინტერიერს. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ აღმოსავლური სტილის ნივთებს.
არ დაგავიწყდეთ წლის გმირისთვის "განძის" გაკეთება. სუვენირების მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩინური მონეტები, ან უბრალოდ ერთი მუჭა რკინის ფული იზოლირებულ ადგილას განათავსეთ.

როგორ აღვნიშნოთ და სად შევხვდეთ
გველი სულაც არ არის მარტოსული. საჭიროების შემთხვევაში მან იცის, როგორ უნდა იყოს მკაცრი, თუ დასვენების საშუალება აქვს, ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს. წლის გმირმა მშვენივრად იცის როგორ დატკბეს ცხოვრებით და ურჩევნია მეტი დრო ახლობლებთან გაატაროს, ვიდრე მათ გარეშე. ახალ წელს უარს ნუ იტყვით წვეულებებზე. შეგიძლიათ მოილხინოთ სახლში, კაფეში, რესტორანში ან წვეულებაზე. მთავარია ირგვლივ მყუდრო, მეგობრული ატმოსფერო შეიქმნათ და მხიარულება და სიყვარული სუფევდეს.

რა ჩავიცვათ
მოდის ბევრი დიზაინერი გველის წელს ყველაზე ელეგანტურს უწოდებს. წლის მთავარ ღამეს აქტუალური იქნება გველის კანის სტრუქტურისა და ფერის სამოსი.
უპირატესობა ენიჭება ზურმუხტისა და ბალახის ჩრდილებს, რადგან ეს არის ხის მწვანე გველის წელი! ნაკლებად მოციმციმე ფერების მოყვარულებს შეუძლიათ უსაფრთხოდ აირჩიონ ნივთები ნაცრისფერ, რძიან, ყავისფერ ფერებში.
და, რა თქმა უნდა, გველი სიამოვნებით დაინახავს მის გამოსახულებას სხვადასხვა დიზაინში - კალენდარზე, ფიგურების, სანთლების სახით, ხელსახოცებზე და გულსაკიდებზე.
სიფრთხილე გმართებთ წითელ ფერთან, ჯობია ის აღმოსავლური კალენდრის სხვა წარმომადგენლებისთვის შეინახოთ.
რაც შეეხება მამაკაცებს, შეუძლიათ შეარჩონ კოსტიუმები ნაცრისფერ ტონებში.

სახლის გაფორმება
"მაქსიმალური კომფორტი, მაქსიმალური ინტიმური გარემო" - აი, ამ რჩევას გვაძლევენ სადღესასწაულო ინტერიერისთვის. შეეცადეთ მოაწყოთ თქვენი სახლის ან ბინის სივრცე, შექმენით იზოლირებული კუთხეები. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კაშკაშა, მოციმციმე ფერები ინტერიერში.
იდეალურია ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული დეკორაციები. მოათავსეთ ისინი მაგიდებზე, კარადებზე, ფანჯრის რაფებზე ან დაამშვენეთ თაროები და ყვავილების ქოთნები.

როგორ გავაწყოთ სუფრა

წელს, მაგიდა შეიძლება გააფორმოთ მკაცრი ნაცრისფერი ან მწვანე ფერის სქემით. ეს ძალიან ორიგინალური და ელეგანტური იქნება.
დასაშვებია თეთრი და ყვითელი ჩრდილები. მთავარია არ გადააჭარბოთ ფერების რაოდენობას. არ დაკარგოთ პროპორციის გრძნობა.
მაგიდაზე უნდა იყოს ბევრი ბოსტნეული, კენკრა, მარცვლეული, რაც შეეხება ხორცს, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ კურდღლის, ფრინველის ან ღორის ხორცს.


რას უნდა ველოდოთ ხის მწვანე გველის წლისგან

გველს ხშირად მოაქვს გარკვეული მღელვარება და ცვლილებები. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს საზიანო, რასაც მოჰყვება განსაცდელები და კატაკლიზმები. მსგავსი მოვლენები, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია წლის პირველ და მესამე კვარტალში. ამ დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ ჯანმრთელობასა და მატერიალურ მდგომარეობაზე.
დანარჩენი პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ სრულად დატკბეთ ცხოვრებით.

ნიშნები 2025 წლისთვის
დაიმახსოვრეთ გველის ტაქტიკა: ჩვეულებრივ მშვიდია, მაგრამ როცა მიზნის მიღწევა სჭირდება, ისრად იქცევა! დააკოპირეთ მისი ქცევა. ახლა გექნებათ შანსი რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ეს წელი კარგი პერიოდია გათხოვებისა და შვილების გასაჩენად.

ხელსაყრელი პერიოდია ახალ სამსახურში, ასევე ახალ ბინაში გადასვლისთვის.

უმჯობესია თავი აარიდოთ კონფლიქტების პროვოცირებას. დაიმახსოვრეთ, ხანდახან ლოდინით მეტს მიაღწევთ!

საინტერესო ფაქტები გველების შესახებ

გველები  სუნს ენით შეიგრძნობენ. 
გველები ცხოვრობენ თითქმის მთელ მსოფლიოში. ისინი არ არიან მხოლოდ ანტარქტიდაში, ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში, ირლანდიაში და ატლანტის ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე.
ყველა გველი მტაცებელია.
არახელსაყრელ პირობებში ეს ცხოველები ძილს ეძლევიან.
გველს თავის ქალას საინტერესო სტრუქტურა აქვს. მათი ანატომიური მახასიათებლების წყალობით, მათ შეუძლიათ გადაყლაპონ საკუთარ თავზე ბევრად დიდი მტაცებელი!
ყველაზე შხამიანი გველი მაკკოის ტაიპანია, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს. ასეთ ერთ გველს 100 ადამიანის მოკვლა შეუძლია!
ყველაზე სწრაფი გველი შავი მამბაა. ის საათში 16 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს.
250 სახეობის შხამიან გველს ადამიანის მოკვლა ერთი კბენით შეუძლია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები