ბაზარი ოქროსა და საიუველირო ნაწარმის უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობს. მრავალფეროვანია ძვირფასეულობის მწარმოებელთა ჩამონათვალიც და სინჯების ხარისხიც. რა უნდა იცოდეთ, რომ ოქროულის შეძენისას მოტყუებულნი არ დარჩეთ და გადახდილი თანხა ოქროს ხარისხს შეესაბამებოდეს. ექსპერტი ლუიზა ხარაული ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებს პასუხობს.
- ოქროს ბირჟაზე სხვადასხვა წარმომავლობის ოქროს გთავაზობენ, რუსულის, სომხურს, იტალიურს, თურქულს და ქართულს. რა განსხვავებაა მათ შორის და რომელია ყველაზე ხარისხიანი?
- ოქროს არა აქვს გვარი და ეროვნება. მოგეხსენებათ, სუფთა ოქრო ძალიან რბილია, ერთი გრამიდან სამკილომეტრი მავთულის დახვევა შეიძლება, ამიტომ სიმაგრისათვის სხვადასხვა ლითონებთან
- რა არის სინჯი
- სინჯი არის ოქროს სისუფთავის საზომი ერთეული, რაც მაღალია სინჯი, მით უფრო ძვირფასია ოქრო. მაგალითისთვის 585 სინჯის შენადნობში იგულისხმება, რომ 1000 გრამში სუფთა ოქროს წილი 585 გრამია, დარჩენილი 415 გრამი კი სხვადასხვა ლითონი (ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ნიკელი, პალადიუმი). ამ ლითონების შემადგენლობა ოქროს შენადნობს უცვლის ფერს. თავადაც გინახავთ, რომ ოქროს ხან ყვითელი შეფერილობა აქვს, ხანაც სპილენძისფერი. ეს სწორედ შერეული ლითონის ბრალია და სინჯზე არანაირად არ მოქმედებს.
- ადრინდელ სამკაულებს აქვთ სინჯი 583, ახლებს 585. ამბობენ, რომ 583 ჯობია. მართლაც ასეა? რა სხვაობაა ამ ორ სინჯს შორის?
სხვაობა"რუსულ" საბჭოურ 583 და 585 სინჯებში თითქმის არ არის – ორ სინჯშია. როგორც აღვნიშნე, ერთში 1000 გრამ ოქროზე 583 გრამი სუფთა ოქრო იგულისხმება, მეორე შემთხვევაში - 585. აქედან გამომიდნარე, 585 სინჯი 2 გრამით მეტიცაა 583-ზე.
- რატომ ითვლება უფრო ხარისხიანად ძველი საბჭოთა პერიოდის ოქროული?
- კარგი და ცუდი ოქრო არ არსებობს, არის მხოლოდ დაბალი და მაღალი სინჯის ოქრო. ან ყალბი და რეალური სინჯები. უნდობლობა გაყალბებულმა დამღებმა გამოიწვია. საბჭოთა პერიოდში დამღას არავინ აყალბებდა, ამიტომ სარგებლობს მეტი ნდობით ძველი, 583 სინჯი.
- როგორ შეიძლება გავარჩიოთ ნამდვილი დამღა ყალბისგან?
- ამის გარჩევა შესაძლოა მხოლოდ ექსპერტთან სათანადო ხელსაწყოებით. ოქრო ჯობია შეიძინოთ ისეთ სავაჭრო ადგილას, სადაც ყალბ ნაწარმს არ დაუშვებენ.
- მართალია რომ ინდური ოქრო უხარისხოა?
- არა მარტო ”ინდური” , "თურქული" ოქროც ხარისხიანია, თუ ქარხნული წესით დამზადებული დამღა ახლავს.ოქრო ვერ იქნება უხარისხო, თუ მას სინჯი აქვს მინიჭებული. მთავარია სინჯი გაყალბებული არ იყოს.
ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე სინჯები მოქმედებს?
დღეს მსოფლიოში მოქმედებს სინჯის ორი სისტემა – მეტრული ერთეულით და კარატული 24 ერთეულით.
• მეტრული სისტემის სინჯებია და ცალკეულ ქვეყნებში მოქმედებს: 333; 375; 500; 583; 585; 750; 875; 880; 900; 916; 958; 960.
• კარატული სისტემის სინჯებია: 8; 9; 14; 18; 21; 22; 23.
საქართველოში მეტრული სისტემიდან გამოყენებულია: 375; 583; 585; 750; 958 სინჯები.
- რამდენად სანდოა დღევანდელი სინჯები?
- მაღაზიები, რომელთა უკან დგას კომპანია თავისი წარმოებით, ქიმიური ლაბორატორიით, სადაც ტარდება ანალიზები, და სინჯის აღმნიშვნელ დამღში ასახულია კომპანიის ლოგო - ყველაზე სანდოა.
კომენტარები