ერიდეთ სუფრაზე ქათმის ხორცს და... - როგორ უნდა შეხვდეთ 2017 წელს

2017 წლის სიმბოლო, წითელი მამალი, პედანტურობით გამოირჩევა. ალისფერი მამალი ეთაყვანება კლასიკას, ელეგანტურობასა და უბრალოებას. კარგი იქნება, მისი გემოვნება საახალწლო სუფრის გაწყობის დროსაც გავითვალისწინოთ.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რა უნდა ამშვენებდეს 2017 წლის საახალწლო სუფრას, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რისი მომზდება არ არის რეკომენდებული. გირჩვეთ, წელს თავი შეიკავოთ ქათმისაგან მომზადებული კერძებისაგან. ასევე ეცადეთ თქვენს მაგიდაზე არ გააჭაჭანოთ ქათმის კვერცხი სრულყოფილი სახით, თორემ კერძებში მათი გამოყენება, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივად შეგიძლიათ.
საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, წითელი მამლის წელს, ანუ 2017 წელს სუფრას უნდა

ამშვენებდეს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. არ უნდა დაივიწყოთ არც ხილი. წითელ მამალს არ უყვარს მძიმე საჭმელები. ეცადეთ თავი შეიკავოთ შემწვარ-მოხრაკულისაგან და მაგარი ალკოჰოლისაგანაც.


2017 წლის საახალწლო სუფრის მთავარ კერძად შეგიძლიათ აქციოთ სუში. ბრინჯი და თევზი ხომ აზიური სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტებია და ძალიან მოეწონება წითელ მამალს.
ასევე ძალიან კარგი იქნება კრევეტებისაგნ მომზადებული კერძები და სხვა ზღვის პროდუქტების გამოყენება.
ევროპული სამზარეულო 2017 წლისთვის ასევე რეკომენდაციას უწევს შემწვარ ცხვრის ხორცს ბოსტნეულით. შესაძლებელია მომზადდეს კერძები ღორის ხორცისაგან. მოკლედ, მთავარია, თავი აარიდოთ ქათმისა და ინდაურისაგან მომზადებულ საჭმელებს.
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელს, წითელი მამალი უპირატესობას ანიჭებს შამპანურსა და სხვადასხვა კოქტეილს.
დესერტთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ მიენდოთ საკუთარ ფანტაზიას, ამ შემთხვევაში შეზღუდვები არ არსებობს. 

 

როგორ უნდა გავაწყოთ ჩვენი საახალწლო სუფრა

სუფრა უნდა იყოს სადა და არა მყვირალა ფერის. ოპტიმალური ვარიანტია თეთრი სუფრა, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარდისფერი ან ოქროსფერიც.
რაც შეეხება სერვირებას, ის უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური, მხოლოდ მინა, ბროლი, თიხა ან ხე. არავითარი პლასტმასი.
ხელსახოცები სუფრის ფერის მიხედვით შეარჩიეთ. თუ თქვენი ხელსახოცები ქაღალდისაა, გირჩევთ ისინი თეფშებზე განათავსოთ, ხოლო ნაჭრის ხელსახოცები - თეფშის ქვემოთ.
არ დაგავიწყდეთ მაღალი ბოკლების გამოყენება.
მაგიდის შუაგულში თეფშზე ლამაზად დალაგებული მარცცვლეულის დადებას გირჩევთ, ეს წითელ მამალს ძალიან მოეწონება. ეცადეთ მაგიდა გააფორმოთ წითელი სანთლებითა და ოქროსფერი აქსესუარებით. ეს თქვენს საახალწლო სუფრას ელეგანტურობასა და სადღესასწაულო ელფერს მიანიჭებს.


რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა ჩავიცვათ ამ ახალ წელს. ყველაზე კარგი ფერთა გამა ამ შემთხვევაში წითელ-ოქროსფერია. თავი აარიდეთ დეკოლტეს. ეცადეთ თქვენი სამოსი სისადავით გამოირჩეოდეს. ფეხსაცმელი მაღალქუსლიანი შეარჩიეთ, სამკაული კი - ოქროსი. ასევე ძალიან კარგი იქნება მარგალიტის აქსესუარები.
რაც შეეხება მამაკაცებს, მათაც ვურჩევთ უპირატესობა პიჯაკსა და შარვალს მიანიჭონ, ეს პედანტ მამალს ძალიან მოეწონება.
ნაძვის ხის მოსართავადაც ეცადეთ გამოიყენოთ წითელი და ოქროსფერი.

კომენტარები

ia 2016-12-29 12:43
rcheva tua ra gjirdebat rato kitxulobt. qatami da indauri imito ar sheizleabo rom mamlis welia.
ნათია 2016-12-24 18:43
საიდან დაესიზმრათ 27 იანვარს მოდის მამლის წელი ჩინელების კალენდარით ვისაც სჯერა ისე მაინც დაიჯეროს როგორც წესია. რაც გაგიხარდებატ ის დადეთ>
მომწონს · პასუხი · ახლახანს
leila. 2016-12-24 14:34
ჭამე მიირჰვი კველაფერი რაც გაგაჩნია ხალხს ასარჩევად არააქვს საქმე.ძალიან უჭირს ოჯახებს რომლებსაც მცირე შემოსავალი აქვს ,ვერაფერს კოდულობენ.
nunu 2016-12-19 21:26
tu qatami ar sheidzleba da me gojs ver vyidulob makaroni ro unda vjamo tqveni rhevebi rashi gvjideba gajirvebul xalxs
ttttt 2016-12-19 18:00
Qatami tu ar iyo sufraze dA inndaurii is sufraaa ra arii

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები