ამერიკის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მოგეხსენებათ, მულტიმილიონერია. ყველამ კარგად იცის, რომ ის ძალიან მდიდარი ადამიანია, თუმცა იმის წარმოდგენა მაინც გაგიჭირდებათ, თუ რამდენად მდიდარია იგი.
სანამ ამ ადამიანის ქონების დეტალურ ანალიზზე გადავალთ, ეცადეთ საკუთარ თავს უპასუხოთ კითხვაზე, რას ვიყიდდი, ყველაფრის ყიდვა რომ შემეძლოს?
სანამ თავად ფიქრობთ, მოდით, ამ კითხვაზე დონალდ ტრამპის პასუხის ვერსიას გავეცნოთ.
ახლა კი გეტყვით იმას, რომ ბატონი ტრამპის ქონება 4,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
მისი საკუთრებაა Mercedes-Benz SLR McLaren-ი, რომლის ღირებულებაა 445 000 დილარი. ეს დონალდ ტრამპის ერთადერთი მანქანა ნამდვილად არ
მისი საკუთრებაა ასევე რამდენიმე ვერტმფრენი. ეს უკანასკნელი 7 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
კომპანიას, რომელიც ტრამპის სახელს ატარებს, უძრავ ქონებასთან საერთო არაფერი აქვს, მისი ღირებულება კი 14 მილიონ დოლარს შეადგენს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ვერტმფრენებისა, ტრამპის საკუთრებაა ასევე ორი თვითმფრინავი. ეს მფრინავი სახლები ტრამპს 35 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ტრამპი ნიუ-იორკში, კერძოდ კი პენტჰაუსში ცხოვრობს. მისი სახლი 90 მილიონ დილარადაა შეფასებული. ყველა ონკანი, სანტექნიკის მილები და სხვა მოსაპირკეთებელი მასალა ამ სახლში სულ ოქროსია (დაათვალიერეთ ტრამპის სახლი)
საზაფხული სახლი მარ ა ლაგოში 150 მილიონი დოლარი ღირს. დონალდ ტრამპის საკუთრებაა ასევე 10 გოლფის მოედანი, რომელთა საერთო ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები 206 მილიონი დოლარია.
უოლტ სტრიტზე მდებარე ტრამპის ცათამბჯენი - 345 მილიონი დოლარი.
ტრამპის ცნობილი კოშკი მანჰეტენზე – 371 მილიონი დოლარი. ბიზნესმენის ძირითადი კომპანია – 4 მილიარდი დოლარი ღირს.