დონალდ ტრამპის ოქროში ჩაფლული რეზიდენცია

ალბათ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტობაზე კანდიდატურის წამოყენების სურვილზე განაცხადა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა. ეს ადამიანი ძალიან თავისებური, ექსტრავაგანტური პოლიტიკოსია, ის გამოირჩევა პროვოკაციულობით და რბილად რომ ვთქვათ უცნაური, სულელური თუ არა, გამონათაქვამებით. მიუხედავად ამისა, მას ბევრი მომხრე ჰყავს და ამერიკული საზოგადოება უკვე საგონებელშია ჩავარდნილი: ღმერთო, რა გვეშველება, მართლა ტრამპი რომ გახდეს ამერიკის პრეზიდენტი?
დონალდ ტრამპი ცნობილია იმით, რომ მას ძალიან უყვარს ყველაფერი ძვირფასი, მდიდრული.
ფოტოზე თქვენ ხედავთ ამერიკელ ბიზნესმენს თავის ოჯახთან ერთად. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ფოტო სადმე მუზეუმში ან

სასახლეშია გადაღებული. ნურას უკაცრავად, ეს დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია.


ამ სახლში ტრამპი ცხოვრობს მეორე ცოლ მელანისა და ვაჟ ბარონთან ერთად. პენტჰაუსის ინტერიერი განთავსებულია ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერის ბოლო სამ სართულზე. ეს პროექტი 1983 წელს დიზაინერმა ანჯელო დონგიამ დააპროექტა.


მთლიანი ტერიტორია მოპირკეთებულია მარმარილოთი და 24-კარატიანი ოქროთი. პროფესიონალი დიზაინერის, დონგიას აზრით, სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ლუდოვიკო XIV სტილის ინტერიერი.


პენტჰაუსის კედლები, სვეტები და იატაკი მთლიანად მარმარილოსია. ჭაღი, რა თქმა უნა, ბროლისაა. უკანა ხედზე კი დაინახავთ თეთრი მარმარილოს შადრევანს. ჭერი მოხატულია ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟებით. ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა, ჭერის სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრი მაინც რომ ყოფილიყო, თუმცა ამერიკული ცათამბჯენის მოკრძალებულ სივრცეში ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად და უგემოვნოდ გამოიყურება.


სანათები, ლარნაკები, ჭურჭელი არის ოქროსი. მაგიდაზე, ბრინჯაოს ქანდაკები წინ დევს მუჰამედ ალის 15.000-დოლარიანი წიგნი-ტრიბუტი.


ეს კი გახლავთ უბრალოდ ფოტოების მაგიდა.


ეს ოქროს ბერძნული ქანდაკებაა.


ეს კი მელანი ტრამპის ოფისი გახლავთ. მარცხნივ რენუარი კიდა, გაგიკვირდებათ და არა ორიგინალი, ასლი. სავარძელზე კი ლუი ვიტონის ძვირფასეულობით სავსე ქეისს დაინახავთ.


აქ ყველაფერი ოქროსია, ყველგან ოქროა.


პენტჰაუსი 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული. დონალდ ტრამპს დიდი იმედი აქვს, რომ სამომავლოდ თეთრ სახლში გადაინაცვლებს, თუმცა, ალბათ ამ აპარტამენტებზე უარის თქმა გაუჭირდება. არც არის გასაკვირი, პენტჰაუსის შესასვლელი კარიც კი ოქროთი და ალმასებით არის გაფორმებული. ოვალური კაბინეტი მას ვერც შეედრება.


კომენტარები

imza 2016-11-10 13:28
gmertma ms es yvelas shomobda da aqvs ratom arunda qondes
ლარა 2016-11-09 23:39
ღმერთმა მისცეს შნო ქონია
LUZ Cazal 2016-11-09 21:28
თან რას წაიღებს?
leqso 2016-11-09 20:51
aq gamchita sashmonaod 10 cuti:(
natia 2016-11-09 18:36
netav aseti tu ara amis naxevari avadmyofebi chvenc viyot aseti saxit

კომენტარის დამატება