როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო

დედამიწაზე ძალიან ბევრი უბედური ადამიანი ცხოვრობს. უბედურები არიან იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ვერ აეწყო. ეს ადამიანები არ ზრუნავენ საკუთარ კეთილდღეობაზე და ბედნიერებაზე, მათ ურჩევნიათ სხვისი ბედნიერების შურდეთ. არის შემთხვევები, როდესაც მზად არიან, სხვა ადამიანს ჯადოც კი გაუკეთონ და სჯერათ, რომ ამ ჯადოთი მას ძალიან ვნებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ჯადო არ არსებობს და ვერავისი ცუდი ჩანაფიქრი ვერ გაუფუჭებს ცხოვრებას, თუმცა სხვებს მიაჩნიათ, რომ ჯადო მართლაც არსებობს და შენდამი ცუდად განწყობილი ა

დამიანის მიერ შენკენ მომართული უარყოფითი ენერგია მართლა განგრევს.

ვისაც ამის სჯერა და ფიქრობს, რომ მისი გარკვეული უიღბლობა სწორედ ამის ბრალია, მას ეზოთერიკოსები სთავაზობენ მარტივ მეთოდს, თუ როგორ შეიძლება გამოიცნოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო.

დაგჭირდებათ:

წყალი
ჭიქა
2 ცალი ასანთის ღერი

სანამ შემოწმებას დაიწყებთ, დამშვიდდით, მოდუნდით და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, ვინმეს ენერგეტიკული ზეწოლის მსხვერპლი ხომ არ ხართ.
აიღეთ ასანთის ღერი, ვერტიკალურად დაიჭირეთ წყლიანი ჭიქის ზედაპირიდან 4-5 სმ-ის მოშორებით ჭიქის შუაგულში.
დახუჭეთ თვალები, დაუსვით საკუთარ თავს იგივე შეკითხვა და ასანთის ღერს ხელი გაუშვით. მიეცით საშუალება, ჩავარდეს წყლიან ჭიქაში.
მას შემდეგ, რაც წყალში ჩავარდნილი ასანთის ღერი შეწყვეტს ყოველგვარ მოძრაობას, იგივე გააკეთეთ ასანთის მეორე ღერით.
ასანთის ღერებს ექნებათ გარკვეული ადგილმდებარეობა ჭიქაში. საუბარია ძირითადად სამ ვერსიაზე, რომელთა საშუალებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო.


კარგის მანიშნებელია ასანთების ისეთი განლაგება, როდესაც ორი ასანთის ღერს ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ენერგია თავისუფალია ყველანაირი ზეწოლისაგან.


თუ ორი ასანთის ღერი უმნიშვნელოდ ეხება ერთმანეთს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ არაპროფესიონალის ენერგეტიკის მსხვერპლი ან უბრალოდ თვალი გეცათ შემთხვევით, ეს შესაძლოა მომხდარიყო ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ტრანსპორტში ან სადმე სხვაგან.


ხოლო თუ ორი ასანთის ღერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, თქვენ ხართ მიზანმიმართული ჯადოს მსხვერპლი. ასანთის ღერების ურთიერთშეხების ადგილი განსაზღვრავს ენერგეტიკულ ცენტრს, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის ზეწოლას. 

კომენტარები

ეთერი კვრრნაძე . 2023-01-30 22:31
რას ნიშნავს სახლში ყველგან .მაგიდაზე საწოლის თავზე. ტუმოჩკაზე. სერვანდზე ფრჩხილები რომ გხვდება. ხშირად გთხოვთ მომწეროთ პასუხი პირადში
Mariam supatashvili 2022-01-12 10:48
გამარჯობათ ჩემი სიტუაცია ძალიან რთულადაა პირველად ჩემ მეუგლეს სიზმარში დამესიზმრა გველი იმ წითასვე გაეღვიძა და კარნიძში ზემოთ საიდანაც შესვლა რაიმეს გამორიცხულია იყო გველი ამის შემდეგ საწოლის თავთან დამალული ვნახეთ კვერცხი რომელზეც სხვადასხვა ნახატებია იეროგლიფური გაგიჯებული ვართ ეგებ ვინმემ იცით რაიმე
ლიკა 2021-07-25 13:44
სამჯერ ვცადე და სამჯერვე ჯვარედინი იყო მერე მკითხავთან წავედი და დამიდასტურა რომ ჯადო მქონდა გაკეთებული რომ სამსახური ვერ მეშოვა ახლა ყველაფერი კარგადაა ჯადოც მომხსნა
ლალი 2020-08-17 21:13
ერთი ვიცოდე სად ეწერა და ვინ მოიფიქრა ასეთი სისულელე
dato 2020-01-20 18:44

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები