10 ორიგინალური იდეა
მშენებლობის შემდეგ აგური თუ მოგრჩებათ ნუ იჩქარებთ თავიდან მოშორებას. აგურებით მრავალი ლამაზი და საინტერესო, საჭირო რამის გაკეთებაა შესაძლებელი - ყვავილების ქოთნებით დაწყებული შადრევნებით დამთავრებული.
კერამიკულ აგურს არ აშინებს არც ნესტი და არც სიცხე, არც ყინვა და არც ტემპერატურის ცვალებადობა. ამ მასალისგან გაკეთებული ნაშენი საუკუნეებს უძლებს.
თუ თქვენს აგარაკზე მოიძებნება თავისუფალი ადგილი აი, ასეთი შადრევნით გააფორმეთ.
პროექტი ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს, შედეგად კი მშვენიერ შადრევანს მიიღებთ.
ძველი აგური ასევე ძალიან კარგია ბილიკების გასაფორმებლად. როგორ განათავსებთ ელემენტებს, როგორ ორნამენტებს
თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
თუ ოჯახში პატარა ბავშვი გყავთ ასეთი სილის ან ქვიშის სათამშო ზონის გაკეთება იდეალური იქნება.
ძალიან ეფექტურია ასევე აგურით სივრცის ზონირება ბორდიურების სახით.
ასეთ ლამაზ ყვავილების ქოთანზე უარს ვერავინ იტყვის.
თუ ხატვა გიყვართ და გეხერხებათ აი, ასეთი აქსესუარის გაკეთება შეგიძლიათ.
აგური იდეალური ვარიანტია გრილის შემოსაღობად.
აგურის კლუმბები შესანიშნავად გამოიყურება.
არა მარტო ყვავილები, ძალიან ლამაზია აგურის ავეჯიც.