როდის არ უნდა გამოვიყენოთ ქსოვილის დამარბილებელი


ქსოვილის დამარბილებელი სასარგებლო და მრავალფუნქციური საშუალებაა, ის არბილებს ხისტ წყალს, სუფთა სარეცხს არომატს ანიჭებს და აშორებს სტატიკურ ელექტრომუხტს. მაგრამ ყოველთვის შეიძლება მისი გამოყენება?

როგორ მუშაობს ქსოვილის დამარბილებელი?
როდესაც რეცხვის დროს ქსოვილის დამარბილებელს უმატებთ, ის ქმნის თხელ "დამცავ ფენას" ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებზე, ასწორებს მათ, არბილებს და ტოვებს კონდიციონერს, რომელსაც შეხებისას გრძნობთ.
ეს ყველაფერი მიიღწევა კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების დახმარებით, ისინი ნაწილდებიან ბოჭკოებზე, ქმნიან აპკს. ხშირად კონდიციონერების შემადგენლობაში შედის სილიკონი, დამცავი აპკის ეფექტი უნ
და იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რადგან ყველა ქსოვილისთვის არ არის საჭირო "დალუქვა" და "შეფუთვა".
ქსოვილის დამარბილებელი საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული ავტომატურად ყოველი რეცხვისას, რადგან ისინი საკმაოდ მჭიდროდ ნაწილდება ქსოვილებზე. დროდადრო უნდა შეისვენოთ და აუცილებლად დაიცვათ დოზირების რეკომენდაციები. არასწორად გამოყენების შემთხვევაში ქსოვილის კონდიციონერმა შეიძლება ზიანი მიაყენოს და ზოგიერთს ქსოვილს,ისეთს მაგალითად, როგორიცაა მიკროფბრა ან ტილო, ამ დროს ქსოვილი მთლიანად კარგავს თავის თვისებებს.

შალი და ქაშმირი
თუ ქსოვილის კონდიციონერს იყენებთ დელიკატური შალის რეცხვის ან გაშრობის დროს, არასწორად აკეთებთ. ეს ძირითადად ეხება ქაშმირს და შალს. როდესაც მათ ქსოვილის კონდიციონერით რეცხავთ, ისინი კარგავენ ტექსტურას და სითბოს შემანარჩუნებელ თვისებებს, რაც ნიშნავს, რომ ის ნაკლებად გაგათბობთ. გარდა ამისა, კონდიციონერი ცუდად ირეცხება შალის ქსოვილებიდან და შეხებისას წებოვანი ხდება.

ქურთუკები
ვინაიდან ქსოვილის დამარბილებელი ქმნის ცვილისებრ ფენას, რომელიც არბილებს ქსოვილს, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ფუმფულა ან ბუმბულის შიგთავსიან ნივთებზე. ადამიანის სხეულის სითბოს წყარო თავად სხეულია და ფუმფულა ან ბუმბულის ტანსაცმლის ამოცანა ამ სითბოს შენარჩუნებაა სხეულთან ახლოს. სითბოს შენარჩუნების უნარი პირდაპირ დამოკიდებულია ბუმბულებს შორის არსებულ პაწაწინა ჰაერის მემბრანებზე, ხოლო კონდიციონერი, რომელიც ბუმბულს დამცავი აპკით ფარავს, ასწორებს მათ, რითაც ამცირებს შემავსებელში ჰაერის კამერების რაოდენობას და, შესაბამისად, თბილი ჰაერის შენარჩუნების უნარს.

საცურაო კოსტიუმები
საცურაო კოსტიუმები, რომლებიც ჩვეულებრივ დამზადებულია ელასტიური სინთეტიკური მასალებისგან, როგორიცაა პოლიურეთანი, ასევე არ უნდა გაირეცხოს ქსოვილის დამარბილებლით. სპანდექსს, ლიკრას, ელასტანს, ნეილონს და პოლიესტერს აქვთ უფრო სწრაფად გაშრობის უნარი, რადგან ისინი დიდ წყალს არ შთანთქავენ და საცურაო კოსტიუმების ქსოვილის დამარბილებლით გარეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ტენიანობის შეწოვა. შედეგად, საცურაო კოსტიუმს უფრო მეტი დრო დასჭირდება გასაშრობად და უსიამოვნო სუნი ექნება.

თუ სპორტული ტანსაცმელი დამზადებულია ტენიანობის შემწოვი ქსოვილისგან, ქსოვილის დამარბილებელიც არ არის საჭირო, რადგან ქსოვილი უნდა იყოს სუნთქვადი. ზოგიერთი ბრენდი ასევე იყენებს სპეციალურ გაჟღენთვას, რომელიც აძლიერებს ტექსტილის თვისებებს და თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების ზრდას, რის წყალობითაც სპორტულ ტანსაცმელს შეუძლია დაარეგულიროს სხეულის ტემპერატურა, მოაშოროს ტენიანობა კანის ზედაპირიდან და ხელი შეუწყოს მის სწრაფ აორთქლებას. კონდიციონერის მიერ დატოვებულმა საფარმა შეიძლება სპორტულ ტანსაცმელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება დაუკარგოს.

თეთრეული
თეთრეულის მთავარი უპირატესობა ტენიანობის შთანთქმის უნარია. სელის ბოჭკოებს შორის არსებული სივრცეები სელს სუნთქვად თვისებებს ანიჭებს, კონდიციონერი კი ამ პაწაწინა ხვრელებს ავსებს. შესაბამისად, ის თეთრეულის ქსოვილის უნიკალურ თვისებებს აუქმებს.

პირსახოცები

ქსოვილის კონდიციონერი ფარავს თითოეულ ბოჭკოს, რაც ამცირებს ქსოვილის მიერ ტენიანობის შთანთქმის უნარს და ვის სჭირდება პირსახოცები, რომლებიც კარგად არ aამშრალებს?

მიკროფიბრის ტილოები
საწმენდი ტილოებისა და მიკროფიბრის საწმენდი ტილოების მთავარი ფუნქცია წყლის შთანთქმა და მტვრის შეკავებაა. მათი გარეცხვა საპნით და ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით შეიძლება, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ იტანენ კონდიციონერთან კონტაქტს. დამარბილებელი კომპონენტებით გამორეცხვა ქსოვილის ზედაპირზე თხელ ფენას ტოვებს, რის გამოც მიკროფიბრი კარგავს ყველა თავის შესანიშნავ თვისებას. ასეთი რეცხვის შემდეგ, ტილოები უსარგებლო ხდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები