როგორ მოვიწყოთ აგარაკზე რელაქსის ზონა


6 საინტერესო რჩევა

აგარაკზე ცხოვრება სიამოვნებასთან რომ ასოცირდება გასაგებია, თუმცა ეზოს მოვლას, ყვავილების მორწყვასაც გულისხმობს. დამღლელი დღის შემდეგ ამის გაკეთება არც ისე მარტივია, ადამიანს წამოწოლა, მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახის წევრებთან დროის გატარება ჭირდება. საამისოდ კი სულაც არ არის აუცილებელი სადმე წაბრძანდეთ, რელაქსაციის ზონის მოწყობა საკუთარ სახლშიც შეგიძლიათ.

სანამ რელაქსის ზონის საკუთარი ხელით მოწყობას გადაწყვეტდეთ გარკვეული მოსამზადებელი ეტაპის გავლაა საჭირო. ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინება დაგეხმარებათ მიზნის მარტივად მიღწევაში და მოგეცემათ საშუალება თავი აარიდოთ გარკვეულ დაუგეგემავ სირთულეებს.




1.მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად მოახდინეთ სახლის მიმდებარე ტერიტორიის
ზონირება.

2.გაითვალისწინეთ, რომ ზონებს შორის გადაადგილება უნდა ხერხდებოდეს ძალიან თავისუფლად.

3.წინასწარ შეარჩიეთ ავეჯი, რომელსაც გამოიყენებთ საკუთარი რელაქსის ზონისთვის.

საკუთარი ბიუჯეტისს და მოთხოვნების გათვალისწინებით კი ამ საინტერესო იდეებიდან არჩევანის გაკეთება თავად შეგიძლიათ.

1.ბარბექიუ სასადილო ზონით




 თუ სუფთა ჰაერზე ყოფნაც გიყვართ და გემრიელობების მომზადებაც ეს ვარიანტი სათქვენოა. ბარბექიუზე საკუთარი კულინარიული შედევრების მომზადებას შეძლებათ, სასადილო ზონა კი ამ შედევრების დასაგემოვნებლად საუკეთესო ადგილია.

2.შეზლონგი უკანა ეზოში



თუ უკანა ეზო გაქვთ თავისუფლად შეძლებთ დასასვენებელი ზონის მოწყობას. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ, საკმარისი იქნება რამდენიმე შეზლონგის დამონტაჟება. ასევე დაგჭირდებათ მზისაგნ დამცავი ქოლგა და პატარა მაგიდა ხილის დასადებად.

3.ღია კოცონი



რელაქსისი ზონის გაფორმების კიდევ ერთი საინტერესო იდეა ღია კოცონია.
ასეთი ადგილი ძალიან კარგია მეგობრებთან ერთად მშვენიერი საღამოს გასატარებლად გიტარის თანხლებით.

4.დახურული ფანჩატური



აგარაკის მთავარ მშვენებად ფანჩატური ითვლება. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება ის ვიზუალურად, ხის თუ აგურის, მთავარია ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანი განმარტოებას მოახერხებს.

5.ტერასა აუზით


 

თუ საცურაო ზონის მოწყობას აპირებთ გირჩევთ გასაბერი აუზი არა მიწაზე, არამედ მოპირკეთებულ ადგილზე დადგათ, რათა აუზი წყობიდან არ გამოვიდეს.

6.მოედანი აქტური დასვენებისთვის




თუ თქვენი ოჯახის წევრებს უყვართ აქტიური დასვენება გირჩევთ მოაწყოთ მოედანი, სადაც შესაძლებელი იქნება ფიზიკური აქტივობების ჩატარება.
თუ ადგილი არ იძლევა ამის საშუალებას შეგიძლიათ მიმართოთ ფანტაზიას და აი, ასეთი სახლი გაუკეთოთ თქვენს პატარებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები