პეტუნია, ლავანდა და კიდევ 8 მცენარე, რომელიც მწერებს აფრთხობს


ძნელი წარმოსადგენია აგარაკი და ბაღი მწერების გარეშე. ზოგიერთი მწერი კი მოსავლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მაშინვე ქიმიკატებზე ფიქრს ნუ დაიწყებთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს მიყევით და დასახმარებლად ამ მცენარეებს, ე.წ. ინსექტიციდებს მიმართეთ.

ლავანდა



ლავანდას სუნი დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ზოგიერთი მწერი კი, მაგალითად რწყილი, კოღო, ბუზი და სხვა მას უბრალოდ ვერ იტანს და უფრთხის.

ქრიზანთემა



ქრიზანტემაას ფოთოლი შეიცავს ნატურალურ ინსექტიციდებს, რაც ძალიან ეფექტურია სხვა
დასხვა სახის მწერებთან საბრძოლველად, იქნება ეს ჭიანჭველა, რწყილი, ობობა თუ სხვა.

რეჰანი



რეჰანი პოპულარული ზაფხულის მწვანილი და ძალიან ეფექტური ბუნებრივი ინსტექციდია. კოღოებს და რწყილებს მისი ატანა არ აქვთ.

ნასტურიტი



ნასტურიტი ცნობილი მრავალწიანი მცენარეა, რომელიც ძალიან კარგად აფრთხობს მრავალი სახის მწერს.

ლემონგრასი



ლემონგრასი სურნელოვანი მცენარეა, რომელიც არა მხოლოდ კოღოებს მოგაშორებთ თავიდან, არც სხვა მწერებს მოგაკარებთ.

მარიგოლდი (ზაფრანა)



ეს მცენარე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მებაღეებში სწორედ იმიტომ, რომ მის სუნს ვერ იტანენ მწერები და მას ძალიან უფრთხიან.

ლიმონის ბუჩქი



ეს მცენარე თავისთავად ძალიან უვნებელია მწერებისთვის, მაგრამ თუ ხელით მოსრისავთ მის სუნს მწერები ნამდვილად ვერ გადაიტანენ. ასე რომ, ამ მცენარის ეთერზეთი ძალიან ეფექტურია მწერების მოსაშორებლად.

პიტნა



პიტნის სუნი კოღოებისთვის ნამდვილი განსაცდელია. გირჩევთ პიტნა ქოთნებში გაახაროთ და ისე განალაგოთ თქვენს აგარაკზე.

პეტუნია



პეტუნია არა მარტო ძალიან ლამაზი, სასარგებლოც არის. ამ ყვავიოლის სასიამოვნი სურნელი მრავალ მწერს იზიდავს, შედეგად კი მწერები მცენარის ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

როზმარინი



ეს სასიამოვნი მცენარე ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. ის მწერების ნამდვილი მკვლელია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები