"შინ"-ის საყვარელმა რესპონდენტმა მსახიობმა და მევარდე ცირა ოქროპირიძემ მის მიერ საგურამოში მოწყობილ წალკოტში - Rose Art-ში უკვე მეორედ უმასპინძლა საოცარ ღონისძიებას "აავსე დედამიწა ვარდის სურნელით". საღამო საგურამოში მოაწყო დიზაინერმა, ვარდების სამეფოში, ჟურნალ "შინ"-ის საინფორმაციო მხარდაჭერით.
ქალბატონმა ცირამ წლების წინ შეიძინა ეს სახლი და ეზო და ედემის ბაღად აქცია. სხვადასხვა ჯიშის ულამაზეს და უიშვიათეს, ფერად-ფერად და სურნელოვან ვარდებს მოუყარა თავი, მარადმწვანე და ბევრი სხვა მცენარით შეუქმნა ყვავილების მეფეებს ზღაპრული გარემო.
- მინდა, სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად მიიწევს ბეტონიზაციისკენ, სულ უფრო მეტი ადამიანი
ასევე იხილეთ: საგურამოში შექმნილი ვარდების სამეფო და მსახიობი მებაღის ოცნება
საღამო ძალიან თბილი და მრავალფერი იყო, სავსე სიურპრიზებით. ყველაზე მთავარი სიურპრიზი კი ვარდების წვიმა გახლდათ, რომელმაც გუშინდელი ძალიან წვიმიანი დღეც კი გადაფარა და ყველა, ვინც ცირას სახლის წინ ვარდების წვიმის ქვეშ იდგა, უზომოდ ბედნიერი და აღტაცებული იყო.