70 წლის კაცმა 30 წელი მიუძღვნა ამ ბაღს - ის მსოფლიოს საუკეთესო სახლის ბაღად აღიარეს

გინდათ ასეთი მოვლილი ეზო-ბაღი? თურმე შესაძლებელია, თუ კვირაში 30 საათს მიუძღვნით მებაღეობას, 30 წლის განმავლობაში! 
სწორედ ეს დრო დახარჯა 70 წლის სტიუარტ გრინგდლმა ამ საოცრების შექმნაში და დღეს მისი ბაღი მსოფლიოს საუკეთესო სახლის ბაღებს შორის არის დასახელებული. 

გრინდლი ამ ბაღს თითქმის ყოველდღე კრეჭს და ბალახი 5 მილიმეტრს არასდროს სცილდება. წლების წინ თავის პატარა ვაჟსაც კი აუკრძალა ამ ეზოში ბურთის თამაში, იმდენად უფრთხილდებოდა ბაღს.

სტიუარტს თავისი ცოლი ენიც ეხმარებოდა ამ საქმეში. ახლა კი ამაყად წარმოაჩენენ ამ უზადოდ მოვლილ ბაღს, რომელიც ინგლისში,
როტერემში მდებარეობს. 

სტიუარტი ყოფილი დურგალია, თუმცა ეს საქმე მისი ცხოვრების მეორე და მთავარი გატაცებაა. 

კომენტარები

ლიკა 2018-04-17 21:57
მართალია, თანხა აუცილებელია და აგრეთვე უნარებიც არის საჭირო.
nnnnn 2018-03-27 12:01
თანხაც საჭიროა, თუ ფული არ გაქვს როგორ გააკეთებ
ხათუნა 2017-11-26 16:57
სრულიად აღფრთოვანებული ვარ! ჰო, ასეა უშრომლად არაფერი მოდის!!! რა შრომის ფასად , გემოვნებით და სიყვარულითაა ყველაფერი გაკეთებული!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები