როგორ მოვუაროთ კიტრს სწორად და როგორ მოვრწყათ

ბაღში კიტრი გაქვთ და ცუდად იზრდება? ეტყობა სათანადოდ ვერ რწყავთ, ეს კი კიტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ხომ ძალიან მგრძნობიარე მცენარეა.
კიტრი მოშინაურებული ლიანაა. ის ვერ იტანს სიცივესა და უწყლობას.
დათესვის შემდეგ, პირველ პერიოდში, ყვავიოლობამდე 4-7 დღეში ერთხელ უნდა მორწყათ, კვადრატულ მეტრზე 5 -7 ლიტრი უნდა ივარაუდოთ. ყვავილობის პერიოდში - 1-3 დღეში ერთხელ 6-8 ლიტრი.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საკმარისი რაოდენობის წყლის ქონის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი კიტრის დაღუპვა. კიტრთან მიმართებაში მთავარია თავად მორწყვის პროცესი.
მაშ ასე, რა წესები

უნდა დავიცვათ კიტრის მორწყვის დროს:

უნდა მორწყათ მზეზე გამთბარი წყლით.

თუ წყალი ხისტია, ის ძმრით დაარბილეთ.

მოსარწყავად საუკეთესო დრო საღამოა, რათა წყალი არ აორთქლდეს.


არ დაასველოთ ფოთლები. 


უმჯობესია ეს მცენარე სპეციალური სარწყავით მორწყათ და წყალი ფესვებს დაასხათ.


თუ მცენარე სათბურში გაქვთ, არ დაგავიწყდეთ საღამოობით სათბურის განიავება.


კიტრი უნდა მოირწყას დღეგამოშვებით. 

სათბურისთვის ძალიან მოსახერხებელია მორწყვის ავტომატური რეჟიმი.
ერთი სიტყვით, მთავარია იცოდეთ, როგორ უნდა მორწყათ სწორად კიტრი და მშვენიერი მოსავალი გარანტირებული გექნებათ.

კომენტარები

თამარი 2020-06-28 15:30
ნიკოლოზ იოსებიძეს წიგნში უწერია, რომ გოგრის, ნესვის და კიტრის შემთხვევაში მდედრობითი ყვავილების წარმოქმნისთვის თესლი უნდა იყოს ორი წლის წინ აღებული. თავიდან რომ აიცილოთ ცრუ ყვავილები, ბარდს მეხუთე-მეექვსე ნამდვილი ფოთლის განვითარების შემდეგ თავი უნდა მოაწყვიტოთო. განტოტვილი ღეროები იძლევა ნაყოფიერ ყვავილებსო
ეთერი 2020-06-28 11:41
პასუხს ველოდები რატომ არ მეხმიანებით
Maia 2020-06-27 22:46
Gamarjobat..gtxovt mirhiot rogor davagciot tavi cru yvavils..ra aris mizezi rom kitris nergi mosavals ar idzleva
ეთერი 2020-06-27 10:14
მეც მაინტერესებს კიტრს აქვს ძალიან ბევრი ცრუ ყვავილი და მსხმიარობა დაბალი თითქმის ზოგს არც ასხია როგორ უნდა მოვიქცე მაქვს სათბურში გთხოვთ მირჩიოთ რამე წინასწარ მადლობა
ლალი ხეოშვილი 2020-06-25 13:03
რით ვუშველო კიტრის ....სულ ფუჭ ყვავილებს ისხავს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები