ყველაფერი 15 წლის წინ ამერიკიდან გამოგზავნილი ტიტების ბოლქვებით დაიწყო. დღეს თამარ კვარაცხელიას ეზოში 15 ფერის და ჯიშის ტიტა ცხოვრობს. ტიტების ულამაზესი და ზღაპრული ბაღი მნახველში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ქალბატონი თამარის ბაღში ტიტები მარტის დასაწყისში იწყებენ ყვავილობას და აპრილის შუა რიცხვებამდე ყვავიან. ერთმანეთს სხვადასხვა ფერის ტიტები ენაცვლებიან და ეზოში საოცარ განწყობას ქმნიან.
- დავამთავრე თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსისტეტი. ვცხოვრობ წალენჯიხაში, ვმუშაობ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირეტქორად. მყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.
ყვავილები პატარაობიდან მიყვარს,
ყოველთვის მიყვარდა მოვლილი ეზოები, ამის განსაკუთრებული ტრადიცია ნამდვილად არის სამეგრელოში. ყველაზე მოვლილი და ლამაზი ეზოები ჩვენს კუთხეშია. რაც შეეხება კოლექციას, მაქვს აფრიკული იების (სენპოლია) და ტიტების კოლექცია. ტიტებს 15 წელია ვუვლი და ვამრავლებ, ყველაფერი კი რამოდენიმე ბოლქვით დაიწყო, რომელიც ჩემმა მულმა, დარეჯან ჭანტურიამ გამოგვიგზავნა ამერიკიდან, თვითონ დარეჯანს ძალიან უყვარს ყვავილები და სურვილი აქვს, რომ ჩვენთანაც შესაძლებელი იყოს მათი გახარება-გამრავლება.
- ულამაზესი ბაღი გაქვთ. როგორ მრავლდება ტიტა?
- დიახ, სწორედ დარეჯანის გამოგზავნილი ბოლქვებით შევძელით მათი გამრავლება და იმ ბაღის მოწყობა, რომელიც ყველას ძალიან ხიბლავს. ამ საქმეში კი ჩემი მეუღლის ვალერი ჭანტურიას დიდი თანადგომისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებდი, მას დამთავრებული აქვს სასაოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მემცენარეობის დარგის სპეციალისტია.
15 წლის მანძილზე პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე თითქმის ყველაფერი შევისწავლეთ ტიტებზე, ამჯერად უკვე სხვებსაც ვუზიარებთ და ვასწავლით მოვლა-გამრავლების წესებს. ტიტა უნაზესი, ულამაზესი ყვავილია, ამავდროულად არის ძალიან სიცოცხლისუნარიანი მცენარე. ის მრავლდება ბოლქვებით, ასევე თესლითაც, მაგრამ თესლით გამრავლება არასოდეს მიცდია.
- როდის უნდა ამოვიღოთ ბოლქვები და როგორ, რა პირობებში უნდა შევინახოთ?
- ბოლქვების ამოღება ხდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება ყვავილობა და ფოთლები იწყებენ გაყვითლებას. ამოღებულ დედა ბოლქვებს თან მოყვება პატარა ბოლქვები, რომელთაც „შვილიკოებს’“ ვეძახი ხოლმე. ეს ბოლქვები უნდა მოვათავსოთ მშრალ გრილ ადგილას, რათა კარგად გაშრეს.
- როდის ირგვება ტიტები?
- ტიტების დარგვა ჩვენს პირობებში ხდება შემოდგომაზე, ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე.
- როგორი ნიადაგი, მორწყვა და მოვლის პირობები სჭირდება?
- დიახ, ყველაზე მთავარი, პირობების შექმნა! ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ყვავის ტიტა, რატომ ამოდის მარტო ერთი ფოთოლი და ა.შ. ტიტების აყვავება დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, მოვლის წესებზე, ნიადაგზე, სადაც ვრგავთ ბოლქვებს. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ მზიანი, ნათელი ადგილი, ხოლო ნიადაგი უნდა იყოს ნოყიერი, ფხვიერი, კარგად დამუშავებული. ტიტებს უყვართ წყალი და თუ მზიანი დღეები გადაება ერთმანეთს მისი ყვავილობის პერიოდში, სასურველია მორწყვა.
როგორც უკვე გითხარით, ტიტების ყვავილობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ანუ ამინდზე, თუ მზიანი ამინდებია უფრო ადრე ყვავილობენ, თუ არადა უფრო გვიან. წელს მაგალითად, 10 მარტს დაიწყო ტიტების ყვავილობა ჩემს ეზოში და დამთვრდა 15 აპრილს. ეს ასევე დამოკიდებულია ჯიშზეც, ზოგი ადრე მოყვავილეა, ზოგი გვიან. პირველად თეთრები იწყებენ და ბოლოს შავი ტიტებით მთავრდება სეზონი.
- რამდენი სახეობის ტიტა არსებობს ბუნებაში?
- როგორც ამბობენ, ამჟამად ველური სახეობებისაგან მიღებულია 4000–ზე მეტი კულტურული ჯიში, გვარში კი 140 სახეობაა.
- თქვენს ბაღში რამდენი სახეობის ტიტა ცხოვრობს?
- ჩემს ბაღში 15 ფერის და ჯიშის ტიტაა, რომლებით პერიოდულად იწყებენ აყვავებას, მონაცვლეობით. მაგალითად, როდესაც შავი ფერის ტიტაა აყვავებული, მაგ დროს სხვა ფერებს უკვე დამთავრებული აქთ ყვავილობა, როდესაც ყვავიან ყვითლები, მაგ დროს დასრულებულია ვარდისფერი ტიტების ყვავილობა და ა.შ.
- როგორც აღნიშნეთ ტიტების გარდა გაქვთ იების კოლექციაც. რამდენი ძირი ია გაქვთ და როგორ უვლით?
- დიახ, ასევე მაქვს აფრიკული იების კოლექციაც. იების ჩითილებს ვყიდულობ ქალბატონ ნინო შალამბერიძესთან თბილისში. ნინოს აქვს უნიკალური, უმდიდრესი კოლექცია, ძალიან ბევრს შრომობს და აგზავნის მთელი საქართველოს მასშტაბით. მსურველებს შეუძლიათ ნახონ მისი გვერდი სოციალურ ქსელში „ნინოს იები“. ამჯერად მაქვს 33 ფერის ია. ასევე ჩემი უახლოესი მეგობრები, რომლებთაც აქვთ იების კოლექცია, ისინიც მჩუქნიან ხშირად, ხან ვუცვლით ერთმანეთს ფერებს და ა.შ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ჩემთვის ყვავილებთან ურთიერთობა საუკეთესო თერაპიაა, სამსახურში იებისკენ ალიონზე მივიჩქარი და დილა მათი მოფერებით იწყება, სამსახურის მერე კი ტიტებისკენ.
აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ეს ყველაფერი ადვილი არა არის. მათი მოვლა-გამრავლება ძალიან დიდ შრომას, დროს და ენერგიას მოითხოვს. ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვაქვს ხოლმე დაგეგმილი, რაღაცას დააკლებ და ეს საკმარისია, რომ მცენარემ არ იყვავილოს, მოიწყინოს ან სულაც დაიღუპოს. წლების უკან 23 ფერის და ჯიშია ია რაღაც ვირუსმა შეიწირა, ერთიც ვერ გადავარჩინე, ამან ჩემზე იმდენად იმოქმედა, ლამის დეპრესიაში ვიყავი. ასევე, რამოდენიმე წლის წინ ჩემი ტიტების ბაღში ვიღაცეები შეიჭრნენ, როცა სახლში არ ვიყავით და შემუსრეს ყველაფერი. ამიტომაც მიწევს ჭიშკრის ბოქლომით დაკეტვა ტიტების ყვავილობის პერიოდში, სამწუხაროა ეს ყველაფერი...
- სხვა რა ყვავილები ცხოვრობენ თქვენთან?
ეზოში ასევე მაქვს სხვადასხვა ჯიშის და ფერის ვარდები, ზამბახები, სუმბულები, ფურისულები, ცისთვალები, უცუნები. ასევე კროკუსი, ხმალა, ქრიზანთემა, ნარგიზი (ნარცისი). სხვადასხვა ხე-მცენარეები, აზალია, სულანჟეს მაგნოლია, გლიცინია, ხე-ტუხტი, იაპონური კომში, კამელია, ტეკომა, ჰორტენზია, იუდას ხე და სხვადასხვა მინდვრის ყვავილები.
- რაზე ოცნებობთ ცხოვრებაში?
- ვოცნენოთ, რომ საქართველოში არ იყოს ამდენი გაჭირვებული, ამდენი სოციალურად დაუცველი, ამდენი ავადმყოფი, ამდენი უმუშევარი, ვოცნებობ საქართველოს ტერიტორუილი მთლიანობა იყოს აღდგენილი და ყველანი ერთად ვცნოვრობდეთ ერთიან, ძლიერ, თავისუფალ საქართველოში.
მერი ბლიაძე

კომენტარები