9 რჩევა რა დარგოთ აივანზე - როგორ აქციოთ ჩვეულებრივი აივანი სამოთხის ბაღად და რით დაკავდეთ მაისის დღესასწაულებზე

საიდან დაიწყოთ? პირველ რიგში რა დარგოთ?

შეგიძლიათ დაიწყოთ სანელებლებით - როზმარინი, პიტნა, ბეგქონდარა, დაფნა. ისინი არა მარტო გარემოს ალამაზებენ, გამოიყენება სამზარეულოშიც.

ამავე დანიშნულებით შეგიძლიათ დარგოთ პომიდორი, წიწაკა ჩილი - ისინი ყოველთვის ლამაზად გამოიყურებიან.

თესლი თუ ნერგები?

თუ მოთმინება არ გყოფნით, რომ დათესილი მცენარის ამოსვლას დაელოდოთ, გაზაფხულშე შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი მცენარის ნერგები. მაგ: მარწყვის. აივანზე ის ძალიან ლამაზია.

საჭმელად ვარგისი თუ უვარგისი?

თუ აივნის სიდიდე საშუალებას იძლევა, კარგი იქნება, თუ დარგავთ კენკრას, მაგ: ჟოლოს. ის ქალაქურ ბინას აგარაკის იერს შესძენს. გამოდგება
იმ ადგილისთვისაც, სადაც მზე ნაკლებად ანათებს. ჩრდილში ასევე იზრდება ოხრახუში, კომბოსტო. ყველაზე ლამაზი კომბოსტო კი ბროკოლი გახლავთ, ის პატარა, სასაცილო ვარდებს მოგაგონებთ.

ლავანდა ?

სასურველი არ არის, რადგან დამწყები მებაღისთვის მისი გაზრდა ძალიან რთულია. ის მუდმივად მზეს და ძალიან მწირ ნიადაგს მოითხოვს.

ერთწლიანი თუ მრავალწლიანი?

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მცენარეს ზამთრის გადატანა არ შეუძლია, ისინი დროებითია, ამიტომ ყოველწლიურად ახლის შეძენა მოგიწევთ. რჩევა: ასეთ მცენარეებს აუცილებლად შეურიეთ ისეთი მცენარეებიც, რომლებსაც ზამთრის გადატანა შეუძლიათ, მაშინ ბაღი მალევე შეძლებს თქვენს გახარებას. მაგ: რბილწიწვიანი ლარიქსი, პატარა არყის ხეები და ა.შ.

ვარიანტი ზარმაცებისთვის

შეუცვლელი და საიმედო მცენარე - ველური ყურძენი. ის ძალიან კარგად ხარობს მოზრდილ ქოთანში და შემოდგომაზე ლამაზად იცვლის ფერს. ყველაზე ზარმაცებს კი შეუძლიათ აივანზე ოთახის მცენარეები გაიტანონ და მათგან საინტერესო კომპოზიცია შექმნან. მთავარია, ზამთრის მოახლოებისას არ დაგავიწყდეთ მათი ოთახში დაბრუნება.


ყველაზე მოდური მცენარეები ?

მოდური მცენარე, ალბათ, საერთოდ არ არსებობს. უბრალოდ უნდა დარგოთ ის მცენარე, რომელიც მოგწონთ. მაშინ მცენარეც შესაბამისად გიპასუხებთ და გაიხარებს.

უნდა შეუცვალოთ თუ არა გასული წლის მიწა?

მნიშვნელოვანია თავიდანვე კარგი მიწა მოამზადოთ - არა ტორფის ნაზავი, როგორიც მაღაზიებში იყიდება, არამედ ნამდვილი მიწა აგარაკიდან.

მოდური კაშპო აივნისთვის

თუ აივნისთვის დეკორატიული და აქტუალური ქოთნის შეძენას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მცენარე უბრალოდ ხის ყუთში ან პლასტმასის კონტეინერში ჩარგოთ, რასაც შემდეგ მოთუთიებულ კაშპოში მოათავსებთ.


წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები