ოზურგეთში, შეკვეთილთან ახალი დასასვენებელი პარკი იხსნება. პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოეწყო, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ივანიშვილის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს.
როგორც ყოფილი პრემიერის გვერდზეა აღნიშნული, "გასულ წლებში ამ ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კიპარისები გაშენდა და დაჭაობებულ ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში კორომები ჩამოყალიბდა.
წვერმაღალას პარკის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში მდებარე პატარა ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორიარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბეები, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის
მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.
წვერმაღალას პარკი, რეგიონში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ სხვა უნიკალურ პროექტებთან ერთად, ამ ზონას განსაკუთრებულს ხდის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, დამსვენებლებისთვის".
"ფეისბუქ-გვერდის" ინფორმაციით, შეკვეთილის დიდი დენდროლოგიური პარკი, რომელიც თავისი მასშტაბით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, მომავალ წელს გაიხსნება. დაათვალიერეთ ფოტოები