ცნობილი ბოტანიკოსი და გარდენია შევარდნაძის მეპატრონე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტს აქვეყნებს. ყველასათვის ცნობილი მებაღე წუხს, რომ საქართველოში ფიზიკური შრომის სურვილი ბევრს არ აქვს, თუნდაც ადეკვატური ანაზღაურების ფასად.
"ერთი პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ და თუ რამე მეშლება, ნუ დამზოგავთ, გამაკრიტიკეთ. ბექა ოსიშვილი დაარსების დღიდან გარდენიაში მუშაობს, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახის წევრს ვიცნობ, ვახლობლობ მათთან, მათ ნათესავებთან და იმათ ნათესავებთანაც კი. ლამისყანიდან არიან. ახლა, საქმე რომ წახდა, გადავწყვიტეთ, სოფელში არ დავტოვოთ ჯონჯოლი მოსაკრეფი, კარგი მარინადი დავამზადოთ და შევთავაზოთ მსურველებს
ქილებით, ჯანმრთელი, ჯანსაღი, ქართული მწნილი. მოვიმარაგეთ ჭურჭელი, მარილი. აღმოჩნდა, რომ ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარება, 30 ლარს სთავაზობდა ბექა დღეში. ახლა მე ვკითხულობ, ვინ უნდა იმუშაოს იმ ქარნებში, ჩინეთიდან რომ უნდა გადმოიტანონ და დიდი დავიდარაბის მერე ააგებენ ( თუ ააგებენ) საქართველოში? და სანამ ააგებენ, ჯონჯოლი რომ მოვკრიფოთ, ამით რამე დაგვიშავდება, დაგვაკლდება? ვერ ვიგებ, ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი..“, - წერს შევარდნაძე.
პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების უმრავლესობა ზურას პათოსს იზიარებს.
"ყველა გაჭირვებაზე ტირის და წუწუნებს სოფელში და რომ გჭირდება, ვერავის იშოვი დამხმარედ"
"ასეა, სოფელში მუშას ვერ იშოვი"
"ეს არის მობილურის კლავიატურას, ონლაინ პოკერს, პორნო საიტებს, სასმელს, მოსაწევს, სიგარეტს, ნარკოტიკს , მეზობლებთან ჭორაობას , სავარძელს და ტელევიზორს მიჯაჭვული საზოგადოება და მაგათთვის 50 ლარიც ცოტაა დღეში. შეიძლება შიოდეს, ისესხებს, არ გაისტუმრებს , მაგრამ არ იმუშავებს."
"სოფელში ვერ ვპოულობ ადამიანს, ვინც დაბერტყავს კაკალს, მოთოხნის ბაღს ან მოცელავს ეზოს. არა და შიათ, 1 ბოთლი არაყისთვის იმდენჯერ მოვა და თავს დაიმცირებს, მოგთხოვს ან გაგქურდავს..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

კომენტარები