საუკეთესო ხვიარა მცენარეები ბაღისა და სახლისათვის

ხვიარა მცენარე ეზოსა და ბაღის ნამდვილი მშვენებაა. არაფერი ისე არ უხდება სახლის ფასადს, როგორც კედელს აყოლილი მცენარე. ვერტიკალური გამწვანება ყველაზე ეფექტურად ალამაზებს უსახურ კედლებსა და მესერებს.
ხვიარა მცენარით შეგიძლიათ სივრცე ზონებად დაყოთ, მყუდრო კუთხე მოაწყოთ საჩრდილობლად ან უსახური შენობა, კედელი და მესერი დაფაროთ.

თანამედროვე ლანდშაპტურ დიზაინში ოცამდე დასახელების ხვიარა მცენარე გამოიყენება. გაგაცნობთ მათგან ყველაზე ადვილად გასახარებლებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად შეხვდებით.

კლემატისი

მას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით. თითქმის ყველანაირ ნიადაგს ეგუება და ქვიან ადგილებშიც ხარობს. მის გაშენებას დიდი წვალება არ სჭირდება.
გაითვალისწინეთ, რომ კედლისგან მინიმუმ 0,5 მეტრის დაშორებით უნდა დაირგას. იზრუნეთ ასევე, რომ საწვიმარი მილიდან წყლის ნაკადი არ ესხმებოდეს. ამ მცენარეს ზედმეტი ნესტი არ უყვარს.


ხვიარა ვარდი

როგორც ყველა ვარდი, ხვიარა ვარდიც ბუჩქისებურად იზრდება და ნამდვილად თვალწარმტაცია. ხეივნის ვარდი, როგორ წესი, ბაღების მთავარ მშვენებად იქცევა ხოლმე.  თუ ამ ვარდს აირჩევთ, გახსოვდეთ, რომ ის თბილი და რბილი კლიმატის მოყვარულია, არამწველი მზე, კარგი განიავება, რეგულარული მორწყვა მისთვის შესაფერისი პირობებია.  დარგვისას მესერიდან ნახევარმეტრიანი დისტანცია დაიცავით, რათა ფესვების დაზიანება თავიდან აიცილოთ.

სურო
სურო ალბათ ყველაზე გავრცელებული ხვიარა ბუჩქია. 30 მეტრზე შეუძლია გაზრდა და ამ პროცესში თავის ტყვეობაში აქცევს ქვებს, კედელს, კლდესა თუ ხეებს. სუროს ბევრი მებაღე იყენებს, რადგან მისი საშუალებით ნამდვილი ლიანების მოწყობა შეიძლება ეზოშიც და სახლშიც. ძალიან კარგია ლანდშაფტის დიზაინშიც. თუ ოთახის სუროს სისტემატური დანამვა სჭირდება და მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს, გარეტ, გრუნტში დარგულ სუროს თითქმის არ სჭირდება მოვლა.
გაითვალისწინეთ, რომ სურო მომწამვლელია და ნუ გააშენებთ იქ, სადაც პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან.


კომენტარები

ხათუნა 2020-06-10 14:24
ИПОМЕЯ ПЕРИСТАЯ აი ამ მცენარეს ვეძებ იქნებ დამეხმაროთ ვინმე

კომენტარის დამატება