ლია ჭიქაბერიძე პედაგოგია, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად. ხელოვან ქალბატონს ბევრი ინტერესი აქვს და მის გარშემო სილამაზეს ავრცელებს. გარდა იმისა, რომ თექაზე მუშაობს და მშვენიერ ნამუშევრებს ქმნის, აქვს ასევე ყვავილებით სავსე ბაღი. ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე მის მიერვე მოწყობილი მინიატურული ბაღით გააოცა, რომელიც უფრო პატარა საყვარელ სოფელს ჰგავს.
- როგორ შემოვიდა შემოქმედება, ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში და ამ ბაღმა როდის დაიწყო დამშვენება?
- 20 წელია საკუთარი სახლი მაქვს, თავიდანვე დავიწყე ბაღის გაშენება, მაგრამ ოჯახს, სამსახურს, შვილებს დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა, ამიტომ სათანადოდ ვერ ვუვლიდი. შვილები გაიზარდნენ, მეც დრო გამითავისუფლდა და თანდათან დავიწყე
ჩემი ოცნებების რეალიზება.
ერთხელ ჩემი მეგობრს გულზე ნაჭრის თოჯინის გულსაბნევი შევნიშნე. ძალიან მომხიბლა და მეც ვცადე, გამომივიდა. ეს იყო 5 წლის წინ. შემდეგ შეკვეთებიც მომცეს. ამის შემდეგ ასე ვთქვათ გავიხსენი. დავიწყე სხვადასხვა მასალისაგან ბროშების კეთება.
გავიცანი ნინო აბზიანიძე, რომელმაც თექისაგან დამზადებული ნაძვის ხის სათამაშო მაჩუქა, ამ საჩუქარმა ჩემს ცხოვრებაში მორიგი გარდატეხა შეიტანა. ნინოს სამხატვრო სტუდია აქვს და 2 წლის წინ მასთან დავიწყე თექაზე მუშაობის შესწავლა. თავდაპირველად ნაძვის ხის სათამაშოებს და შარფებს ვამზადებდი, ამ ბოლო პერიოდში კი თექაზე ხატვაც ვცადე. ადრე არასდროს დამიხატავს. ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ვიყენებ ქართულ და მერინოსის ჯიშის ცხვრის მატყლს. ქართული მატყლი მსუსხავია, სამაგიეროდ დიდი ბეწვი აქვს და ნაკეთობებში ლამაზია. მერინოსის მატყლი ნაზია, მოთელვისას დაბალბეწვიანი რჩება და სამოსის შესაქმნელად მას გამოიყენებენ.
იყიდება უკვე შეღებილი თექა. თექას შეუძლია შეითელოს თხელი ფაქტურის ნაჭრები, განსაკუთრებულ ელვარებას აძლევს აბრეშუმის ძაფი. ეს ძაფად დაგრეხილი აბრეშუმი არ გეგონოთ. ესაა ათასობით ნაზი აბრეშუმის უნაზესი ძაფი ერთად თავმოყრილი, დაგრეხვის გარეშე. თექის მოთელვა ნიშნავს მის დამუშავებას საპონში და თბილ წყალში. ამ დროს ბეწვები ერთმანეთს შეერწყმის და წარმოიშობა სქელი ნაჭრისმაგვარი მასა. მოთელვას საკმაო ძალასა და სიფაქიზესაც მოითხოვს. უნდა გაითვალისწინო, რომ მოთელვისას ნაშრომი იკლებს. რამდენს გაგვფუჭებია ცხელ წყალში გარეცხილი შალის სამოსი. მაგრამ ყველა შრომას შედეგი მოაქვს. სასიამოვნოა როცა, ნატურალური, შენი ხელით შექმნილი სამოსი გაცვია.
მერე დავიწყე ბაღის გალამაზებაც. 54 წლის ვარ და მინდა, ჩემი ოცნებების რეალიზება მოვახდინო.
- გაინტერესებთ ზოგადად დიზაინი ან მცენარეები?
- ზოგადად ძალიან მიყვარს ბუნება, მის გარეშე არ შემიძლია. ეზოში ყვავილების გარდა მაქვს ხეხილის ბაღი, ის დიდი არაა, მაგრამ გაზაფხულიდან გაზაფხულამდე ჩემი ეზოს ხილი მაქვს.
- რა მცენარეები გაქვთ ბაღში დარგული?
- ყვავილების ბაღში ბევრი ჯიში მაქვს, მიყვარს მინდვრის ყვავილები, ვარდებიც მაქვს, მაგრამ ჯერ პატარები არიან და ძირითად კლიმატს ვერ ქმნიან ბაღში. მაქვს კაქტუსები და სუკულენტები. ხეხილის ბაღში მაქვს მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყურძენი, თხილი, კარალიოკი, ფორთოხალი, გრეიფუტი, მანდარინი, ლიმონი, ფეიხო.
- მინიატურული ბაღი როდის და როგორ მოაწყვეთ?
- ბუნებით რომანტიკოსი ვარ. წლებმა ჩემი შინაგანი სამყარო ვერ შეცვალა. ძალიან მიყვარს ზღაპრები და შარშან დავიწყე ზღაპრული სოფლის გაკეთება. დიდი შრომა და ნებისყოფა მოითხოვა. მინდა ზღაპრის გმირები შევმატო და ზღაპარი დავწერო აქ მცხოვრებლებზე. 2 კვირა მოვუნდი, ბრტყელი ქვები ქობულეთის პლაჟიდან ჩამოვიტანე, პირველად პირდაპირ მიწაზე დავაწყვე, მაგრამ მათ შორის ბალახები ამოვიდა, თან ბილიკებიც მყარი არ იყო. ერთი კვირის წინ ბეტონი დავასხი და მასში ჩავდე ქვები, ლამაზი გამოვიდა. ჩემი ვაჟი ჩამოვიდა ქუთაისში (კორონასთან დაკავშირებით დისტანციურად მუშაობს). ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვიყავი, სურვილი რომ გამოთქვა დამხმარებოდა. სოკოს სახლები მინის ქილებია, სახურავები კი - ლამბაქები, რომელზეც ბრტყელი ქვებია დაწებებული. პატარა სოფელში ბზა, მინიატურული ბროწეული და წიწვოვნებია. დეკორატიული ქვები მე და მეუღლემ გზის პირას დავინახეთ, ნახევრად მიწაში ჩაფლული. გზიდან რომ გადავუხვიეთ, საკმაოდ მოვძებნეთ.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც ეზო აქვს და მისი ლამაზად მოწყობა უნდა?
- ვისაც ბუნება უყვარს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ბაღი, თუნდაც კორპუსში. ყოველი ყვავილის გაშლა ბედნიერებაა. რა თქმა უნდა, ჩემი ბაღი არ არის იდეალური, მას კიდევ ბევრი ხელი სჭირდება, მაგრამ როცა ვხედავ, გული სიხარულით მევსება. ახალ მცენარეს როცა ვრგავ, იმავეს ვგრძნობ.
ბაღის გაკეთებისათვის მთავარი სურვილია. ინფორმაციის მოპოვების უამრავი წყარო არსებობს. ბევრი ჯგუფია, მთავარია იკითხო, პასუხს არავინ დაგამადლებს. უნდა გაითვალისწინონ, რომ ბაღი მათ დროს წაიღებს, მაგრამ მათ შრომას ლამაზი ფერებით დაუბრუნებს. როდესაც ვინმესთან მივდივარ, თვალებს ვაცეცებ, ხომ არ შეიძლება რომ რაიმე ყვავილი ვიჩუქო. მეც ხშირად გავცემ ყვავილების ამონაყარს, მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ გაიხარა. დაიწყეთ ბაღის გაშენება, თუნდაც ერთი ყვავილიდან. დანარჩენს დრო გაჩვენებთ.
ბაღი პატარა ბავშვივითაა, მუდამ ხელი უნდა გაშრომებს და გაბედნიერებს. დღე არ არსებობს, რომ არ გადავხედო. დღეში 1-2 საათი უნდა დაუთმოთ. ძირითადად, თუ დრო მაქვს, დილით ვმუშაობ. როცა მიწასთან მუშაობ, უარყოფითზე არ ფიქრობ, დადებითად იმუხტები და მთელი დღე მიგყვება ეს მუხტი. აუცილებლად სჭირდება გაკრეჭვა, შეწამვლა, სასუქი, სარეველების მოცილება. ზურა შევარდნაძემ ონლაინ გაკვეთილი ჩაატარა დაკალმებაზე. უკვე დავაკალმე რამდენიმე ბუჩქი და ველოდები, როდის გაიკეთებს ფესვებს. მეც თანდათან ვსწავლობ.
მივხვდი, რომ ცხოვრებაში არასოდეს არ არის არაფერი გვიან. თუ სურვილი გაქვს, გააკეთე ახლა, ნუ გადადებ. ადამიანს ყოველთვის შეუძლია პატარა ოცნებები აისრულოს, თუ ამისთვის გონებას და შრომას სწორად წარმართავს.

კომენტარები