სალომე თევზაძე სამტრედიაში, საკმაოდ მრავალრიცხოვან ოჯახში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე, ორი შვილილი, დედამთილ-მამამთილი და ბებო. ამბობს, რომ მოსიყვარულე და ძლიერი ოჯახი აქვს. სალომეს ოჯახმა შემთხვევით არ მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ერთ-ერთ ჯგუფში მისი საოცარი ეზოს ფოტოები აღმოვაჩინეთ. ფერად ყვავილებთან ერთად, ჟირაფი, სპილო, ირმები, ულამაზესი გედი, გომბეშო ბაყაყი მისი ეზოს ბინადრები არიან. ყველაფრის შემოქმედი კი სალომეს მამამთილი, ბატონი ავთანდილ თავბერიძეა.
- ძალიან მიყვარს ყვავილები, მცენარეები. ბუნებაში დასვენება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემს ეზოში მენახა ბუნების სილამაზეები, რაც ძალიან მამშვიდებს, მაბედნიერებს
და ძალას მმატებს.
- როგორც ვხედავ, აგიხდათ ეს ოცნება, საოცარი ეზო გაქვთ. საბავშვო დეკორაციებს ვინ ქმნის თქვენი ეზოსთვის?
- ჩვენი ეზოს ასე გალამაზებაში ჩემმა მამამთილმა, ავთანდილ თავბერიძემ შეიტანა მთავარი წვლილი. რომ არა ის, ასეთი საოცარი ეზო არც მექნებოდა. საბავშვო დეკორაციებს თავისივე ხელით ქმნის და ამით ზღაპრულ გარემოს გვიქმნის მთელ ოჯახს. ბავშვობიდან აინტერესებდა ეს საქმე. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. თვითნასწავლია, არავისგან არაფერი უსწავლია, ყველაფერი თავად აითვისა. საოცრად ხატავს და ნებისმიერი დეკორაცია ერთი ნახვით შეუძლია გააკეთოს.
- თქვენს შვილებს მოსწონთ ბაბუის ნახელავი?
- კი, ძალიან მოსწონთ და ამაყობენ კიდეც თავიანთი ბაბუათი. მათ ბევრ რამეში ეხმარება ბაბუა. სკოლაში ბევრჯერ წაუღიათ ბაბუას ნახატები, რასაც დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყოლია მასწავლებლების და კლასელების მხრიდან.
- ძვირი ჯდება ამ ყველაფრის გაკეთება?
- სხვათა შორის, არა. საკუთარი ხელით, მცირე სახსრებითაც შეიძლება ეზოს გალამაზება, მთავარია მონდომება. ამ ყველაფერში ჩემს მამამთილს დაახლოებით 300 ლარი ექნება დახარჯული.
- ეზოს სანახავად უცხო ადამიანებიც მოდიან?
- ბევრი მნახველი მოგვდის და ფოტოებსაც ხშირად იღებენ. ჩვენი პატარა, კოხტა ბაღი დიდი მოწონებით სარგებლობს სოციალურ ქსელშიც. განსაკუთრებით ბავშვები ხარობენ. როდესაც ჩვენთან მოდიან, ცხოველები თავიდან ნამდვილი ჰგონიათ და ძალიან ერთობიან.
- ყვავილებს და მცენარეების ვინ უვლის ეზოში?
- ეზოს ძირითადად ჩემი მამამთილი უვლის. ყვავილებს ზედ ყვება და ყოველთვის სიყვარულით ეპყრობა მათ. საოცარი ხელი აქვს, ნებისმიერ ნერგს ახარებს. ოქროს ხელებას ეძახიან.
ძალიან გვინდა უფრო და უფრო გავალამაზოთ ჩვენი კარ-მიდამო. რასაც ფოტოებზე ხედავთ, ეს ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ბევრ საინტერესო სანახაობას შევძენთ აქაურობას, საოცარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ ეს სილამაზეები საკუთარ ეზოში გაქვს. ამისათვის ძალიან, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მამამთილს, ჩემი ოჯახის უფროსს. მინდა იცოდეს, რომ ვამაყობთ მისით.
მერი ბლიაძე

კომენტარები