თეა სამადაშვილი პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, თუმცა ბოლო 10 წელია გატაცებულია კულინარიით და ფოტოგრაფიით. ამჟამად ჟურნალ "გემრიელიას" პასუხისმგებელი რედაქტორია. ბოლო პერიოდში მის ჰობის დაემატა მებაღეობა და თბილისში მშვენიერი ბაღ-ბოსტანი გააშენა. სწორედ ამიტომ მიიპყრო ამჯერად ჩვენი ყურადღება.
- მას შემდეგ, რაც კორპუსიდან კერძო სახლში გადავსახლდით, თავდაპირველად ჩემი მეუღლე დაუმეგობრდა მიწას. თავიდან ვეჭვიანობდი, მერე დავნებდი და ფაქტობრივად მტერი რომ ახლოს უნდა გყავდეს, ამ პრინციპით ვიხელმძღავნელე (იცინის).
დავიწყე ქოთნის ყვავილების ყიდვა და მოვლა. საბედნიერიოდ, ეზომ მოგვცა საშუალება, გაგვეკეთებინა პატარა ბაღი, ოღონდ ცოტა განსხვავებული პრინციპით. ბოსტნის
ადგილში გავაკეთეთ შემაღლებული კვლები, რადგან მოსავლელად ადვილია და შესაძლებლება მოგვეცა გაგვეკეთებინა პერმაკულტურა, ანუ შერეული თესვის მეთოდი - დაგვეთესა მეგობარი მცენარეები გვერგიგვერდ, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ ერთმანეთს სხვადასხვა მავნებელი მწერების მოგერიებაში. ეს მცენარეები ნიაგადიდან სხვადასხვა საკვებს ითვისებენ, რაც მონოკულტურისგან განსხავავებით, არ ფიტავს ნიადაგს. გამოაქვთ ის მიკროელემენტები, რაც სჭირდება მცენარეს. მაგალითად, პარკოსანი მცენარეები ჰაერიდან იღებენ აზოტს და აფიქსირებენ ნიადაგში, რაც შემდგომში სხვა მცენარეებს, მაგალითად, პომიდორს არ უქმნის იგივე აზოტის დეფიციტს. ვიყენებთ ტყის მიწას, რომელიც ბუნებრივად გამდიდრებულია ყველა მიკრო და მაკრო ელემენტებით, რაც აუცილებელია მცენარეების ზრდისა და განვითარებისთვის. კარგი ბოსტნეულის მოსაყვანად აუცილებელი პირობაა სუფთა ნიადაგი და ხარისხიანი სათესლე მასალა.
- რა მცენარეებია თქვენს ბაღში?
- ბაღში გვაქვს როგორც ბოსტნეული, ასევე ხეხილი. წელს ვცადეთ კარტოფილის ნამჯაზე მოყვანა. ორივეს გვიყვარს ექსპერიმენტები, ძირითადად ვიწერთ განსხვავებული ჯიშის თესლებს და ჩასაფრებული ველოდებით რა ამოვა. ასე დავთესეთ ფიზალისი, დავრგეთ ჯანჯაფილი, იასამნისფერი ბოლოკი და შავი პომიდორი. ახლა ძირითადად კიტრი, პომიდორი, მარწყვი, სხვადასხვა ჯიშის საზამთრო და ნესვი, გოგრა, 6-7 სახეობის მწვანილეული გვაქვს. ლავანდა. თვის - ბოლოკი, რომელიც ფაქტობრივად 20 დღეში შეგიძლია მიირთვა და ითესება 10 დღის ინტერვალით. ასევე სხვადასხვა ჯიშის სალათის ფუთლები, რომლებსაც ვეგეტაციის პერიოდი 40 დან 60 დღემდე აქვს, შეიძლება დაითესოს გვიან შემოდგომამდე.
- ვინ გეხმარებათ ბაღის მოვლაში?
- ბაღს ძირითადად ჩემი მეუღლე უვლის. როგორი დაღლილიც არ უნდა დაბრუნდეს სამსახურიდან, ყოველთვის სიამოვნებით უვლის თავის "შვილებს". ასევე, ძალიან გვეხმარებიან ჩემი ქმრის მშობლები, რომლებიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობენ. ბაღის მოვლაში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი შვილები. გვეხმარებიან თესვაში, ჩითილების გამოყვანაში და ზედმეტი შემხმარი ფოთლების მოცილებაში და აშ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს წვეთოვანი რწყვა, რომელიც ძალიან დიდი კომფორტია ნებისმიერი მებაღისთვის.
ჩვენი მცენარეების მოვლის ძირითადი პრინციპი ბიოლოგიურად სუფთა სასუქებით მოყვანაში მდგომარეობს. არ ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს და არც ნაკელს, რომელიც დაუშვებელია. თვითონ ნაკელშიც არის სხვადასხვა დაავადება, რომელიც მცენარეს უფრო აზიანებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვს. ჩნდება მახრა და ა.შ. ვიყენებთ ასევე მულჩირების მეთოდს, რომ არ მოხდეს ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის სწრაფი აორთქლება, ასევე ნიადაგი მუდმივად იყოს ნესტიანი და ფხვიერი. ასეთი მეთოდის დროს მცენარეებს არ სჭირდება ხშირი რწყვა და სარეველებთან ბრძოლა. თვითონ ეს მულჩიც ქვედა ფენის გახრწნის შედეგად წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა სასუქს.
- როგორი მოსავალი გაქვთ და რეალურად რამდენად შესაძლებელია, შეწამვლის და ნიტრატების გარეშე მოიყვანო სხვადასხვა ხილ-ბოსტანი?
- შერეული თესვით შესაძლებელია. მაგალითად, ის მოსავალი, რომელიც უნდა მოგვეყვანა 900 კვადრატზე, მოვიყვანეთ 90 კვადრატზე. ანუ ნაკვეთის დაგეგმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- საზამთროები და ნესვები საინტერესოდ გაქვთ განლაგებული - სადმე მოიძიეთ ინფორმაცია თუ გასწავლათ ვინმემ და რა უპირატესობა აქვს?
- ასეთი მეთოდით ძირითადად უცხოეთში, სათბურებში მოჰყავთ, ადგილის დაზოგვის მიზნით. ჩვენ იგივე მეთოდი გადავიტანეთ ღია გრუნტზე, გამოვიყვანეთ საზამთროს და ნესვის ჩითილები, რომელიც შემდეგ ფაქტობრივად გავახეივნეთ.
- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს?
- არ შეუშინდნენ სიძნელეებს, შცდომებს, ეძიონ ახალი. ჩვენც დამწყები მებაღეები ვართ. წელს დაშვებული შცდომები, დიდი პრაქტიკაა ჩვენთვის, რომელსაც მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ.
- მას შემდეგ, რაც კორპუსიდან კერძო სახლში გადავსახლდით, თავდაპირველად ჩემი მეუღლე დაუმეგობრდა მიწას. თავიდან ვეჭვიანობდი, მერე დავნებდი და ფაქტობრივად მტერი რომ ახლოს უნდა გყავდეს, ამ პრინციპით ვიხელმძღავნელე (იცინის).
დავიწყე ქოთნის ყვავილების ყიდვა და მოვლა. საბედნიერიოდ, ეზომ მოგვცა საშუალება, გაგვეკეთებინა პატარა ბაღი, ოღონდ ცოტა განსხვავებული პრინციპით. ბოსტნის
- რა მცენარეებია თქვენს ბაღში?
- ბაღში გვაქვს როგორც ბოსტნეული, ასევე ხეხილი. წელს ვცადეთ კარტოფილის ნამჯაზე მოყვანა. ორივეს გვიყვარს ექსპერიმენტები, ძირითადად ვიწერთ განსხვავებული ჯიშის თესლებს და ჩასაფრებული ველოდებით რა ამოვა. ასე დავთესეთ ფიზალისი, დავრგეთ ჯანჯაფილი, იასამნისფერი ბოლოკი და შავი პომიდორი. ახლა ძირითადად კიტრი, პომიდორი, მარწყვი, სხვადასხვა ჯიშის საზამთრო და ნესვი, გოგრა, 6-7 სახეობის მწვანილეული გვაქვს. ლავანდა. თვის - ბოლოკი, რომელიც ფაქტობრივად 20 დღეში შეგიძლია მიირთვა და ითესება 10 დღის ინტერვალით. ასევე სხვადასხვა ჯიშის სალათის ფუთლები, რომლებსაც ვეგეტაციის პერიოდი 40 დან 60 დღემდე აქვს, შეიძლება დაითესოს გვიან შემოდგომამდე.
- ვინ გეხმარებათ ბაღის მოვლაში?
- ბაღს ძირითადად ჩემი მეუღლე უვლის. როგორი დაღლილიც არ უნდა დაბრუნდეს სამსახურიდან, ყოველთვის სიამოვნებით უვლის თავის "შვილებს". ასევე, ძალიან გვეხმარებიან ჩემი ქმრის მშობლები, რომლებიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობენ. ბაღის მოვლაში აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი შვილები. გვეხმარებიან თესვაში, ჩითილების გამოყვანაში და ზედმეტი შემხმარი ფოთლების მოცილებაში და აშ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს წვეთოვანი რწყვა, რომელიც ძალიან დიდი კომფორტია ნებისმიერი მებაღისთვის.
ჩვენი მცენარეების მოვლის ძირითადი პრინციპი ბიოლოგიურად სუფთა სასუქებით მოყვანაში მდგომარეობს. არ ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს და არც ნაკელს, რომელიც დაუშვებელია. თვითონ ნაკელშიც არის სხვადასხვა დაავადება, რომელიც მცენარეს უფრო აზიანებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვს. ჩნდება მახრა და ა.შ. ვიყენებთ ასევე მულჩირების მეთოდს, რომ არ მოხდეს ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის სწრაფი აორთქლება, ასევე ნიადაგი მუდმივად იყოს ნესტიანი და ფხვიერი. ასეთი მეთოდის დროს მცენარეებს არ სჭირდება ხშირი რწყვა და სარეველებთან ბრძოლა. თვითონ ეს მულჩიც ქვედა ფენის გახრწნის შედეგად წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა სასუქს.
- როგორი მოსავალი გაქვთ და რეალურად რამდენად შესაძლებელია, შეწამვლის და ნიტრატების გარეშე მოიყვანო სხვადასხვა ხილ-ბოსტანი?
- შერეული თესვით შესაძლებელია. მაგალითად, ის მოსავალი, რომელიც უნდა მოგვეყვანა 900 კვადრატზე, მოვიყვანეთ 90 კვადრატზე. ანუ ნაკვეთის დაგეგმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- საზამთროები და ნესვები საინტერესოდ გაქვთ განლაგებული - სადმე მოიძიეთ ინფორმაცია თუ გასწავლათ ვინმემ და რა უპირატესობა აქვს?
- ასეთი მეთოდით ძირითადად უცხოეთში, სათბურებში მოჰყავთ, ადგილის დაზოგვის მიზნით. ჩვენ იგივე მეთოდი გადავიტანეთ ღია გრუნტზე, გამოვიყვანეთ საზამთროს და ნესვის ჩითილები, რომელიც შემდეგ ფაქტობრივად გავახეივნეთ.
- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს?
- არ შეუშინდნენ სიძნელეებს, შცდომებს, ეძიონ ახალი. ჩვენც დამწყები მებაღეები ვართ. წელს დაშვებული შცდომები, დიდი პრაქტიკაა ჩვენთვის, რომელსაც მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ.
კომენტარები
ერთ შესწორებას შევიტანდი: ნაკელი ძალიან კარგი სასუქია, გააჩნია რა მდგომარეობაში შევიტანთ და რა დროს.