ცოცხალი ღობე აგარაკზე - სწრაფად მზარდი მცენარეები

მოგბეზრდათ ერთფეროვანი, მოსაწყენი ღობე აგარაკზე? მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ და გაეცნოთ ალტერნატიულ ვარიანტებს. ამჯერად ვისაუბრებთ სწრაფად მზარდ მცოცავ მცენარეებზე, რომლებიც თქვენს აგარაკს გამოაცოცხლებს და განუმეორებელს გახდის.

ფალოპია აუბერტი

ეს მცენარე ძალიან სწრაფად მზარდი მცენარეების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. ერთ წელიწადში ის 8 მეტრამდეც კი აღწევს. ყვავის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით. უყვარს ზომიერი კლიმატი და ნოყიერი ნიადაგი.




ბრიონია

მას ხშირად იყენებენ ვერტიკალური გამწვანებისათვის. ამ მცენარით აგარაკზე უსახურ ღობეს ან სხვა დეფექტს ფარავენ ხოლმე. მცენარე ყვავის გვიან შემოდგომამდე ადრეული გაზაფხულიდან. ბრიონიას არ აშინებს
ყინვა, უყვარს ფხვიერი ნიადაგი, წყალი და მზე.


ჩინური გლიცინია

ამ მცენარის სიგრძემ შესაძლოა 20 მ-საც კი მიაღწიოს. ამ მხვიარა მცენარეს უყვარს მზე, არ არის პრეტენზიული, საჭიროებს მყარ საყრდენს, დროულ გაკრეჭას და ქარისგან დაცვას. იდეალური ვარიანტია ღობის ან თაღის დეკორაციისთვის.



ციმბირული ლიანა

ამ დეკორატიული მცენარის მთავარი უპირატესობა მისი სისქეა, რომელიც მეზობლის თვალისგან საიმედოდ დაგიცავთ. ის სქელ ხალიჩად გადაეფინება თქვენს ღობეს.




აქტინიდია



ეს მცენარე აგარაკისთვის შეუცვლელია. ძალიან ამტანი მცენარეა და ისხმას ნაყოფს, რომელიც გემოთი ძალიან წააგავს კივის.

კირკაზონი


კირკაზონს არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები. ყვავის ხუთ წელიწადში ერთხელ. უყვარს ჩრდილი. სჭირდება ასევე საიმედო საყრდენი.


ვარდი

ვარდს სჭირდება სინათლე, თუმცა არა პირდაპირი მზის სხივები, ასევე ზომიერი მორწყვა. ეს მცენარე კარგად უძლევს ყინვას და არ არის პრეტენზიული.




სპირეა

სპირეა ძალიან მალე იზრდება, ერგება ნებისმიერ ნიადაგს, არ ეშინია ყინვის და უყვარს წყალი. ის შესანიშნავი დეკორატიული საშუალებაა.



ეკრემოკარპუსი

ამ საოცარ მცენარეს აქვს უნარი ერთ ზაფხულში 3-6 მ-მდე გაიზარდოს. მას ხშირად იყენებენ კედლებისა და ღობის დეკორაციისთვის. ერთწლიან მცენარედ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ძალიან მგრძნობიარეა სიცივის მიმართ.


ექონიცისტისი

მისი მეორე სახელწოდება ცოფიანი კიტრია. აგრესიული მცენარეა, ამიტომ სანამ მის გახარებას გადაწყვეტთ, კარგად აწონ-დაწონეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ მცენარეს შეუძლია ერთ თვეში 5 კვადრატული მეტრი მოიცვას, არ აშინებს ყინვა და სწრაფად ამწვანებს არემარეს.



კობეა

იდეალური მცენარეა სივრცის გასამწვანებლად. მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. საკმაოდ კარგად უმკლავდება მავნებლებსაც და სწრაფად ვრცელდება ვერტიკალურად.



დაფნა

დაფნა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მებაღეებში, ამ ბუჩქის სიმაღლე 2-6 მ-ს აღწევს. სწორად მოვლის შემთხვევაში სწრაფად ამწვანებს
არემარეს.

კომენტარები

gio 2022-04-13 12:55
სად ვიშოვოთ ამათი ნერგები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები