როგორ დავრგათ და მოვუაროთ ჰორტენზიას - დამწყებებიც კი ადვილად შეძლებენ

ჰორტენზია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოყვავილე ბუჩქნარია. მისი მსხვილი ყვავილები ბაღს მთელი ზაფხული გვიან შემოდგომამდე ამშვენებს. ამ ყვავილის გახარება საკუთარ ბაღში გამოუცდელ მებაღესაც კი შეუძლია. არსებობს ჰორტენზიის რამდენიმე ჯიში, რომლებიც ძალიან ადვილი მოსავლელია. სათანადო ადგილას დარგვის და მოვლის შემთხვევაში, მისი მოვლა რთული ნამდვილად არ არის და ჩვენს რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, თავადაც შეძლებთ საკუთარი ბაღის ამ უმშვენიერესი მცენარით გალამაზებას.
ჰორტენზია არსებობს სხვადასხვა სახის და ჯიშის, ამიტომ სანამ მის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგად გაეცანით, როგორი პირობები სჭირდება და დარწმუნდით, შეძლებთ თუ არა ამ პირობებით მის
უზრუნველყოფას.
არსებობს ჰორტენზიის 30-მდე სახეობა. ჩვენ შევეხებით მხოლოდ ყველაზე პოპულარულებს.

ქარბუქისებური ჰორტენზია

ერთ-ერთი ასეთი არის ქარბუქისებური ჰორტენზია, რომელიც ყველაზე ადვილად მრავლდება და ყველაზე ადვილი მოსავლელია. მისი სიმაღლე 50 სმ-დან 3მ-დე მერყეობს. აქვს გრძელი, კონუსის მაგვარი ფორმა. ყვავის დიდხანს. რაც შეეხება ფერს, არის თეთრი და ვარდისფერი შეფერილობის. ზამთარში შეფუთვას არ საჭიროებს.

ხისმაგვარი ჰორტენზია

ეს 3 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია მსხვიი, მრგვალი ყვავილებით. ყველაზე ხშირად გვხვდება თეთრი და ვარდისფერი. კარგად იტანს ყინვას და ძალიან ადვილი მოსავლელია.


მსხვილფოთლება ჰორტენზია
შედარებით კომპაქტური ჯიშია, რომლის სიმაღლეს სულ რაღაც 1,5 მ-ს აღწევს. ყვავილები ყველაზე ხშირად მოწითალო მოვარდისფრო აქვს. ჰორტენზიის ამ ჯიშს მებაღეები ყველაზე მატად აფასებენ და ითვლება, რომ ის ყველაზე ეფექტურია, თუმცა ყველაზე რთულად მოსავლელი. სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, ის ზამთარში შეფუთვას საჭიროებს.


ჰორტენზიის მოვლა ღია გრუნტში
ღია გრუნტში ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სამივე ჯიში კარგად ხარობს. ყველაზე ადვილად მოსავლელი ქარბუქისებური პორტენზიაა, არც მსხვილფოთლება პორტენზიაა რთულად მოსავლელი და ჩვენს კლიმატს ადვილად ერგება. ჰორტენზიის ყველა ჯიში არის ტენის მოყვარული და ითხოვს რეგულარულ და ძირფესიან მორწყვას. ჰორტენზიის გასახარებლად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული გრუნტი. კიროვანი ნიადაგი მისთვის დამღუპველია ადგილი უნდა იყოს ნათელი, თუმცა არა მზიანი, რომ ყვავილები არ გადახუნდეს და არ დაკარგოს დეკორატიული იერი. მისი მოვლა აუცილბლად გულისხმობს ნიადაგის სასუქით გამდიდრებას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები